მთავარი გვერდი ავტოსამრეცხაოს რეკლამა

ავტოსამრეცხაოს რეკლამა

ავტოსამრეცხაო რეკლამის დამზადებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ უსაფრთხოება, რადგან სამრეცხაოში მუდმივად არის წყლის მიმოსვლა და ნესტიანი გარემო, რეკლამა უნდა დამზადდეს უჟანგავი მასალით ასევე განათების წყარო უნდა იყოს კარგად შეფუთული, უბედური შემთხვევისგან თავის ასარიდებლად.

I. გარე რეკლამა  მოცულობითი ასოებილაითბოქსი

განათებული  მოცულობითი ასოები , ესაა გავრცელებული , მაგრამ განსხვავებული , ორიგინალური ფორმა ქუჩის რეკლამისა. პლასტმასისგან დამზადებულ ასოებს ზოგჯერ ფასადის მოსაპირკეთებლადაც იყენებენ. რადგან ის როგორც კარგი სარეკლამო საშუალება , ისე კედლის ლამაზი გაფორმებაცაა. მას იყენებენ კედლებისთვის, ჭერისთვის და ზოგჯერ სადგამი ეფექტითაც კი.

მანათობელი ყუთი იგივე lightbox ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ფორმაა სარკლამო ბიზნესში. ლაითბოქსმა თავისი ადგილი სხვადასხვა ფორმის კორპუსებში ჰპოვეს და ასე შეიქმნა ფერადი, ლამაზი , რეკლამით დატვირთული და განათებული ყუთები. თუკი გნებავთ მკაფიო შთაბეჭდილების მოხდენა ფასადის ამ რეკლამით გაფორმება იდეალური ვარიანტია. იგი კარგად სჩანს ღამეში.
ლაითბოქსზე შესაძლებელია განთავსეს როგორც კონპანიის ლოგოტიპი, ისე საინფორმაციო ხასაიათის ნებისმიერი ტექსტი თუ ფიგურა. ლაითბოქსის შიდა განათება შესაძლებელია იყოს განსხვავებული ტიპის, მათ შორის აღსანიშნავია ფლუორესცენციური და ნეონის ტიპის ნათურები, ისევე როგორც შუქდიოდები.

ლაითბოქსი, როგორც უკვე აღნიშნეთ, გარე რეკლამის ყველაზე „თვალშისაცემი“ სახეობაა. წარმოიდგინეთ, რამხელა “სიკაშკაშეს სძენს ქალაქის ცენტრალურ (და არამარტო ცენტრალურ) ქუჩებს სხვადასხვა შეთავაზებებით წარმოჩენილი რეკლამები. დიდი არჩევანია ლაითბოქსის ზომის წარმოდგენისას: მასიური სარეკლამო დაფები და დიდი საფასადე რეკლამები მისი გამოყენების საუკეთესო გზაა. თვალშისაცემია ღამით განათებული კაფე-ბარების, კლუბების, რესტორნების, სწრაფი კვების ობიექტების, სხვადასხვა გასართობი ობიექტების რეკლამები, რომლებიც „ხარისხიანი“ რეკლამირების ხარჯზე დღითიდღე მეტ მომხმარებელს იზიდავს. ლაითბოქსების სარეკლამო დანიშნულება ვრცელდება როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის პირობებში.

 

II. ფართო ფორმატიანი ბეჭდვა – სტიკერები

ფართო ფორმატიანი ბეჭდვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დაბალ ფასიანი სახეობაა, ბანერი. გარე რეკლამისას მსგავსი ბანერები საშუალებას იძლევა მასზე მაღალი ხარისხის გამოსახულების დატანისა და მისი მცირე და ფართო კომპანიების სარეკლამო მასალად გამოყენებისა. ხშირად მას სჭირდება კონტსრუქცია , რომელზეც უნდა დამგარდ., გაჩერებების , სახურავებისა და მისთანების გამოყენება კონსტრუქციის სახით ერთ-ერთი მარტივი ხერხია.
თუკი ბეჭდვისთვის ნაჭერს გამოიყენებთ, შესაძლოა მან დეფორმაცია მიიღოს , გაფუჭდეს ან დაზიანდეს. ვინილის ზედაპირზე ბეჭდვისას კი ხანგრძლივი გამძლეობა გარანტირებულია. შესაძლებელია ბანერის მასალის შეერთება, მიწეპება, ასეთი ხერხით საკმაოდ დიდ სარეკლამო ნაწარმს მიიღებთ.თანამედროვე ტექნოლოგიები სასუალებას გვაძლევს ნებისმიერი ტირაჟის ბანერი და ფართო ფორმატიანი ბეჭდვით შექმნილი ნაწარმი ხანმოკლე დროში დავამზადოთ. სწრაფი ბეჭდვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. დამკვეთის დრო ეს არის ხელშეუხებელი ფასეულობა.