მთავარი გვერდი ავტო სერვისის რეკლამა

ავტო სერვისის რეკლამა

ავტოსერვისი საქართველოში საკმაოდ განვითარებული ბიზნესია, თუმცა იშვითად შეგხვდეთ მათი ოფისები. თუკი აპირებთ მსგავსი ბიზნესის წამოწყებას , თქვენი ოფისი აუცილებლად უნდა იყოს , ორიგინალური, კრეატიული და მკვეთრი განათებით დატვირთული. ჩვენი კომპანია მზად არის შემოგთავაზოთ ავტოსერვისის რეკლამის სხვადასხვა ვარიაციები.

I.მოცულობითი ასოები

განათებული , მოცულობითი ასოები , ესაა გავრცელებული , მაგრამ განსხვავებული , ორიგინალური ფორმა ქუჩის რეკლამისა. პლასტმასისგან დამზადებულ ასოებს ზოგჯერ ფასადის მოსაპირკეთებლადაც იყენებენ. რადგან ის როგორც კარგი სარეკლამო საშუალება , ისე კედლის ლამაზი გაფორმებაცაა. მას იყენებენ კედლებისთვის, ჭერისთვის და ზოგჯერ სადგამი ეფექტითაც კი.
მოცულობით ასოები ადვილად შეეთავსება ფონურ ესკიზს და შესაძლებელია, ბოლომდე შეხამდეს წარმოდგენილ დიზაინთან.არაერთი მეთოდი და გზა არსებობს მოცულობითი ასოების გამოსახვისთვის, თუმცა დომინირებს ორი ვარიანტი: ესაა მანათობელი მოცულობითი ასოები და ჩვეულებრივი, მოცულობითი ასოები განათების გარეშე. ვინაიდან ეკონომიურობა და თანხის დაზოგვა არც ისე შორსაა ჩვენი მოთხოვნილებებიდან, ეს ორი ვარიანტი თვისებრივი მახასიათებლეის გარდა, ბუნებრივია, ფასითაც განირჩევიან. მანათობელი მოცულობითი ასოები გაცილებით აღებატება ჩვეულებრივი სახით წარმდგენილ სარეკლამო საშუალებას.

II. ლაითბოქსი 

მანათობელი ყუთი იგივე lightbox ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ფორმაა სარკლამო ბიზნესში. ლაითბოქსმა თავისი ადგილი სხვადასხვა ფორმის კორპუსებში ჰპოვეს და ასე შეიქმნა ფერადი, ლამაზი , რეკლამით დატვირთული და განათებული ყუთები. თუკი გნებავთ მკაფიო შთაბეჭდილების მოხდენა ფასადის ამ რეკლამით გაფორმება იდეალური ვარიანტია. იგი კარგად სჩანს ღამეში.ლაითბოქსზე შესაძლებელია განთავსეს როგორც კონპანიის ლოგოტიპი, ისე საინფორმაციო ხასაიათის ნებისმიერი ტექსტი თუ ფიგურა. ლაითბოქსის შიდა განათება შესაძლებელია იყოს განსხვავებული ტიპის, მათ შორის აღსანიშნავია ფლუორესცენციური და ნეონის ტიპის ნათურები, ისევე როგორც შუქდიოდები.

ლაითბოქსი, როგორც უკვე აღნიშნეთ, გარე რეკლამის ყველაზე „თვალშისაცემი“ სახეობაა. წარმოიდგინეთ, რამხელა “სიკაშკაშეს სძენს ქალაქის ცენტრალურ (და არამარტო ცენტრალურ) ქუჩებს სხვადასხვა შეთავაზებებით წარმოჩენილი რეკლამები. დიდი არჩევანია ლაითბოქსის ზომის წარმოდგენისას: მასიური სარეკლამო დაფები და დიდი საფასადე რეკლამები მისი გამოყენების საუკეთესო გზაა. თვალშისაცემია ღამით განათებული კაფე-ბარების, კლუბების, რესტორნების, სწრაფი კვების ობიექტების, სხვადასხვა გასართობი ობიექტების რეკლამები, რომლებიც „ხარისხიანი“ რეკლამირების ხარჯზე დღითიდღე მეტ მომხმარებელს იზიდავს. ლაითბოქსების სარეკლამო დანიშნულება ვრცელდება როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის პირობებში.

III. კონსტრუქციები სახურავზე

რეკლამის ეს სახეობა შედარებით ძვირი,მაგრამ ყველაზე პრესტიჟული და ელიტარული ქმნილებაა. სახურავზე დამონტაჟებული რეკლამა ხაზს უსვამს ფირმის მაღალ საფეხურზე ყოფნასა და წარმატებას. მისი დანახვა შესაძლებელია კილომეტრების დაშორებით, იგი დომინირებს მთავარ ცენტრალურ მაგისტრალებზე და პროსპექტებზე- ეს არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი , რომელიც წარმოაჩენს დამკვეთ ფირმას.სახურავის კონსტრუქციები მკვეთრი , ლამაზი და ფერადია, ისინი ახალისებენ ღამის ქალაქს. განათების მრავალფეროვანი დინამიური რეჟიმები , მათ მაღალ წარმომადგენლობით სახეს სძენს და კარს უღებს განსხვავებულ, ახალ და კრეატიულ პროექტებს.სახურავის რეკლამის დამზადებას სერიოზული დაპროექტება და მომზადება სჭირდება. სპეციალური ჯგუფი შეისწავლის სახურავის მდგრადობას, მზადდება სპეციალური დოკუმენტაცია მერიისათვის, რათა დამკვეთმა მოიპოვოს სარეკლამო ლიცენზია. ფასი ყოველი კლიენტისთვის შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ინდივიდუალურად გამოითვლება.

 

IV. ფასადის მოპირკეთება უწვადი მასალით

ულტრასმალტი (მომინანქრებული ფოლადის პანელი) – შედგება უაღესად მტკიცე მინისებრი მინანქრის საფარისგან, რომელიც დატანილია დეკარბონიზირებულ მეტალის პანელზე ან კალციუმის სილიკატურ ფურცელზე. მსგავს მინისებურ არქიტექტურულ პანელებს, ხშირად გამოიყენებენ კომერციულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთელს მსოფლიოში. ეს მასალა არაჩვეულებრივია ისეთი ადგილებისათვის სადაც ხშირია გარე ზემოქმედებები. მისი ზედაპირი იმდენად ხავერდოვანია, რომ მარტივად არ ედება მტვერი, არ იჩხაპნება და სისუფთავის დიდი ხნით შენარჩუნება მისი კიდევ ერთი პლიუსია.