მთავარი გვერდი პოლიკარბონატი

როგორ ამოვარჩიოთ პოლიკარბონატი?

პოლიკარბონატი

როგორ ამოვარჩიოთ პოლიკარბონატი?

     როგორ ამოვარჩიოთ პოლიკარბონატი? ამ კითხვით ყოველდღიურად მოგვმართავენ მომხმარებლები. დღეისათვის იყიდება დიდი რაოდენობით სხვადასხვა ბრენდის პოლიკარბონატი, ყველა მათგანს აქვს განსხვავებული ფასი, ხარისხი, გარეგნული იერი და ფერთა გამა. სწორედ ამიტომ, რათა დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, გადავწყვიტეთ, გავაცნოთ მომხმარებელს ამ მასალის ფასებისა და ხარისხის სეგმენტი.
     კომპანია ულტრამარინის მიერ სპეცილიზიარებულია პოლიკარბონატის წარმოების ხუთი სტანდარტი, სისქით: 16მმ, 10მმ, 8მმ, 6მმ და 4მმ. ყველა ამ სისქის ფირფიტებს აქვთ თავიანთი ობიექტური სეგმენტი და ფუნქციონალური დანიშნულება:
პოლიკარბონატი

  • 16 მმ – დიდი ტერიტორიის ობიექტებისათვის: შენობის სახურავებისთვის, სტაციონალური ფარდულებისთვის, ავტოსადგურებისთვის და ავტოსადგომებისთვის – გათვალისწინებულია დიდი დატვირთვისთვის.
  • 10 მმ – ვერტიკალური ზედაპირის მთლიანი შეფუთვა: სათბურები, აუზები, სპორტული ობიექტები, ხმისდამცავი ბარიერებისთვის ავტომაგისტრალებზე.
  • 8 მმ – მანქანის ფარდულებისთვის, პარმაღის სახურავისთვის, ღობეებისთვის, მცირეთაღოვანი ჭერისთვის, ტიხრებისთვის;
  • 6 მმ – ფანჩატურები, პარმაღის სახურავები, ავტობუსის გაჩერების ფარდულები, აივნების და ვიტრაჟების შეფუთვა-გადახურვა;
  • 4 მმ – ფარდულები, სარეკლამო კონსტრუქციები (ბანერები, ვიტრინები და პავილიონები) გადატიხვრები სააბაზანოსა და საშხაპეში, შეკიდული ჭერისთვის;
  •      ყურადღება! პოლიკარბონატის ფირფიტები არ წარმოადგენენ გადასახურ მასალას საცხოვრებელი შენობებისთვის და მოსაწყობ მასალას – ხალხის საევაკუაციო მარშრუტებისთვის.
         კომპანია ულტრამარინში წარმოდგენილია ცნობილი ბრენდის – Rainbow-ს პოლიკარბონატი შემდეგ სტანდარტულ ფერებში: თეთრი, ყავისფერი, მწვანე, გამჭვირვალე, ვერცხლისფერი, ლურჯი და წითელი. ამასთან ერთდად, შეგვიძლია, შეკვეთი არსებობის შემთხვევაში მოგაწოდოთ სხვა ფერთა გამის მატარებელი პოლიკარბონატი.
    პოლიკარბონატი
         მასალის ფირფიტების ევროპული სტანდარტის სიმჭიდროვე უფლებას აძლევს კომპანიაში წარმოდგენილ პოლიკარბონატს დამაჯერებლად დაიკავოს თავისი ადგილი ანალოგიური დონის მასალებთან უმაღლეს ეშელონში. ეს ძალიან ხარისხიანი მასალაა, გამოყენების ვადაა 15 წელი. პოლიკარბონატის არჩევისას თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ – მისი ხარისხი დადასტურებულია ყველაზე კარგი ნედლეულის და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო მასალის ექსპლუატაციის ვადა – საუკეთესო არგუმენტია პოლიკარბონატის სასარგებლოდ მისი შერჩევის დროს.
         მას შემდეგ, რაც პოლიკარბონატის Rainbow-ს ბრენდი იქნა წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე, მყისიერად დაიკავა ლიდერის პოზიცია, როგორც მასალის ხერისხში, ისე ეკონომიურ სეგმენტში. მისი სიმსუბუქე ერთ-ერთი დადებითად განმასხვავებელი თვისებაა დანარჩენ მასალებთან შედარებით, რაც განსაკუთრებით დაფასდა თანაბრად, როგორც ურბანულ ნაწილში, ისე სასოფლო პირობებში.
         სოფლის პირობების გათვალისწინებით, მასალა უკონკურენტოა სათბურის ასაგებად. ის საუკეთესოდ ინარჩუნებს მიკროკლიმატს, წნეხს (გამოწვეულს ბუნებრივი პირობებით).მასალა შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რის ხარჯზეც, მას აქვს უნარი ორთქლისა და მისგან წარმოქმნილი წვეთების შთანთქმის. რეკომენდაციით 10 მმ-იანი ფიჭური პოლიკარბონატი – ეს არის მაღალი მოსავალის საწინდარი მთელი წლის განმავლობაში, ასევე უტყუარი გარანტია იმისა, რომ თქვენი მოსავალი დაცულია მავნე ულტრაიისფერი სხივებისაგან.
         P.S. ყველაზე მთავარი პირობა პოლიკარბონატის გამოყენების ხანგრძლივობისთვის არის შენახვის, გადატანისა და მონტაჟის ყველა წესის დაცვა.