ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეკლამა
ამ დაწესებულებებისთვის გარე რეკლამა ერთგვარი სავიზიტო ბარათია. მათი დიზაინი გამოარჩევს ერთმანეთისგან და მომხმარებლის მეხსიერებაში ერთგვარი ფერების პალიტრასავით ლაგდება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინის სწორი შერჩევა.
I. მოცულობითი ასოები და მანათობელი ყუთი (ლაითბოქსი)
მოცულობით ასოები – ადვილად შეეთავსება ფონურ ესკიზს და შესაძლებელია, ბოლომდე შეხამდეს წარმოდგენილ დიზაინთან.არაერთი მეთოდი და გზა არსებობს მოცულობითი ასოების გამოსახვისთვის, თუმცა დომინირებს ორი ვარიანტი: ესაა მანათობელი მოცულობითი ასოები და ჩვეულებრივი, მოცულობითი ასოები განათების გარეშე. ვინაიდან ეკონომიურობა და თანხის დაზოგვა არც ისე შორსაა ჩვენი მოთხოვნილებებიდან, ეს ორი ვარიანტი თვისებრივი მახასიათებლეის გარდა, ბუნებრივია, ფასითაც განირჩევიან. მანათობელი მოცულობითი ასოები გაცილებით აღებატება ჩვეულებრივი სახით წარმდგენილ სარეკლამო საშუალებას.
ლაითბოქსი – როგორც უკვე აღნიშნეთ, გარე რეკლამის ყველაზე „თვალშისაცემი“ სახეობაა. წარმოიდგინეთ, რამხელა “სიკაშკაშეს სძენს ქალაქის ცენტრალურ (და არამარტო ცენტრალურ) ქუჩებს სხვადასხვა შეთავაზებებით წარმოჩენილი რეკლამები. დიდი არჩევანია ლაითბოქსის ზომის წარმოდგენისას: მასიური სარეკლამო დაფები და დიდი საფასადე რეკლამები მისი გამოყენების საუკეთესო გზაა. თვალშისაცემია ღამით
განათებული კაფე-ბარების, კლუბების, რესტორნების, სწრაფი კვების ობიექტების, სხვადასხვა გასართობი ობიექტების რეკლამები, რომლებიც „ხარისხიანი“ რეკლამირების ხარჯზე დღითიდღე მეტ მომხმარებელს იზიდავს. ლაითბოქსების სარეკლამო დანიშნულება ვრცელდება როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის პირობებში.
ლაითბოქსი ჩვეულებრივ მზადდება სპეციალური პლასტიკური, მსუბუქი ალუმინის ან მეტალის პროფილის საშუალებით. მანათობელი ყუთის წინა მხარე შესაძლებელია დამზადდეს აკრილის, ორგანული მინის, ფიჭური პოლიკარბონატისა და/ან საბანერე ნაჭრისგან.
ჩვენს კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს დეკორატიული ფასადების გაფორმებაში , მუშაობისას გამოვიყენებთ მრავალფეროვან მასალებს, დაწყებული ალუკაბონდის პანელებიდა დამთავრებული უბრალო ხით. დღესდღეობით ძალიან პოპულიარულია ვენტილირებადი ფასადი. ეს არის გარანტირებული პრესტიჟული სახე თქვენი კომპანიისა. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა შეირჩეს მასალები.
ასეთი ფასადების მთავარი ფუნქციაა – თავდაცვა. ეს განპირობებულია იმით , რომ მისაკრობ ფასადებს განსაკუთრებული მყარი ზედაპირითა და გამძლეობის სისტემით ამზადებენ.
ვალუტის კურსის მაჩვენებელი ელექტორნული ტაბლოები აქტიურად გამოიყენება საფინანსო და საკრედიტო დაწესებულებებში, რომელიც ასახავს ვალუტის მიმდინარე კურსს სხვადახვა მსხვილ ფულად ერთეულებთან მიმართებაში. კომპანია “ულტრამარინი” გთავაზობთ საუკეთესო პირობებსა და შესაძლებლობებს სავალუტე ტაბლოს გარე და შიდა ინსტალაციისათვის.
დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით არსებობს უამრავი ტიპის სავალუტე ტაბლო, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია ობიექტის შიდა და გარე კომფიგურაციისათვის. თითოეული მათგანი მისი დიზაინითა და ზომებით ასევ ქმნის ცალკე განმასხვავებელ ტიპს. გავეცნოთ თითოეულ მათგანს ახლოდან.
ქუჩაში და განსაკუთრებით, ღამის საათებში, ყველას გვინახავს მოციმციმე ტაბლოები სხვადასხვა ვალუტის ნიშნებითა და ციფრებით – დიახ, ეს სწორედ რომ სავალუტე დაფაა. არსებობს სხვადახხვა პარამეტრი, რომლის მიხედვითაც იწყობა ეს უკანასკნელი. როცა ჯერი შიდა ინტერიერის მოწყობაზე მიდგება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საერთო ტიპის მისაღებია (საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებაში, სასტუმროში ან სხვა დაწესებულებაში)
ეს არის გარე რეკლამის ერთ-ერთი სახეობა. მისი გამოყენებისა და გავრცელების არეალია საკმაოდ ფართოა. დაწყებული უბრალო ბანერების დამზადებიდან დამთავრებული დიდი სარეკლამო ბილბორდებით.
ფართო ფორმატიანი ბეწდვა 2 კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: ესენია შიდა (ინტერიერისა) და გარე (ექსტერიერის) ბეჭდვა. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩვეულებრივ გარე რეკლამასთან ,რომელსაც კარგად ვიცნობთ. მეორე შემთხვევაში მისი გამოყენება მეტად ღრმა სფეროა. ეს არის მრავალფეროვანი სარეკლამო ნივთები. შიდა (ინტერიერის) პლაკატები, მობილური ტელეფონების სტენდები , პოსტერები და ა.შ