მთავარი გვერდი ბენზინგასამართი სადგურების რეკლამა

ბენზინგასამართი სადგურების რეკლამა

ბენზინ-გასამართ სადურის რეკლამა საკმაოდ სპეციფიური სამუშაოა, რადგან მას ძირითადად რეკლამასთან ერთად ხარისხიანი შეფუთვაც სჭირდება.  დამკვეთისთვის საკმაოდ რთულია რამოდენიმე კომპანიასთან შეთანხმება , სწორედ ამიტომ ჩვენთან  ყოველთვის მოგებული დარჩებით. კომპანია ულტრამარინი გთავაზობთ , როგორც გარერეკლამას ასევე ფასადის შეფუთვას.

 

I. სტელა

სარეკლამო კონსტრუქციის ერთ-ერთი სახეობაა . რომელიც შემკვეთის ინდივიდუალურ სტილს და დიზაინს კარგად გამოკვეთს. დგამენ წარმომადგენელის ან ოფისის სიახლოვეს. სტელა შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმის და იყოს ფორმით გამომხატველი სარეკლამო მესიჯის.

 

 

 

 

 

 

II. მოპირკეთება დიბონდით

კომპოზიტური პანელის (დიბონდი, ალუკაბონდი) გამოყენებით შესაძლებელია დაამზადოთ სხვადასხვაგვარი სარეკლამო კონსტრუქცია გარე და შიდა რეკლამისათვის. ეს შეიძლება იყოს კედელი, პილონი, მისაღები, სვეტები, დეკორატიული ელემენტის მოსართავი, სხვადასხვაგვარი არასტანდარტული არქიტექტურული ფორმები და სხვ.ventfasad1

დიბონდის პანელი გამოიყენება მეტალის და პლასტმასის ფირფიტის შემცვლელად სარეკლამო ფრიზებსა და ინტერიერის კონსტრუქციებში.ალუმინის კომპოზიტური პანელი – ეს არის მრავალფენოვანი მასალა სიმყარის უმაღლესი თვისებებითა და მცირე წინოთ. ის ძალიან მოხერხებულია დამუშავებისთვის. კომპოზიტური პანელი დიბონდის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ალუმინის  ფენის სისქე, რომელიც ფარავს პანელს ორივე მხრიდან.

 

III. მოცულობითი ასოები

განათებული , მოცულობითი ასოები , ესაა გავრცელებული , მაგრამ განსხვავებული , ორიგინალური ფორმა ქუჩის რეკლამისა. პლასტმასისგან დამზადებულ ასოებს ზოგჯერ ფასადის მოსაპირკეთებლადაც იყენებენ. რადგან ის როგორც კარგი სარეკლამო საშუალება , ისე კედლის ლამაზი გაფორმებაცაა. მას იყენებენ კედლებისთვის, ჭერისთვის და ზოგჯერ სადგამი ეფექტითაც კი.
მოცულობით ასოები ადვილად შეეთავსება ფონურ ესკიზს და შესაძლებელია, ბოლომდე შეხამდეს წარმოდგენილ დიზაინთან.არაერთი მეთოდი და გზა არსებობს მოცულობითი ასოების გამოსახვისთვის, თუმცა დომინირებს ორი ვარიანტი: ესაა მანათობელი მოცულობითი ასოები და ჩვეულებრივი, მოცულობითი ასოები განათების გარეშე. ვინაიდან ეკონომიურობა და თანხის დაზოგვა არც ისე შორსაა ჩვენი მოთხოვნილებებიდან, ეს ორი ვარიანტი თვისებრივი მახასიათებლეის გარდა, ბუნებრივია, ფასითაც განირჩევიან. მანათობელი მოცულობითი ასოები გაცილებით აღებატება ჩვეულებრივი სახით წარმდგენილ სარეკლამო საშუალებას.