მთავარი გვერდი დიზაინი და მოდელირება

ბრენდბუქი

წარმოიდგინეთ რომ პრესბანერის, ბლანკის თუ სავიზიტო ბარათის ბეჭდვისას ყოველ ჯერზე, ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი თავიდან იგონებდეს დიზაინს, ქაოსურად, თითოეულის გემოვნებისამებრ. არათანმიმდევრულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე გრძელვადიან პრესპექტიკაში, თანხის, დროისა და შრომის დაზოგვის მიზნით იქმნება ბრენდის სახელმძღვანელო. ბრენდბუქი შედგება: დოკუმენტების (მაგ. ბლანკი,საქაღალდე),საბეჭდი ნიმუშები (მაგ. ფლაერი, ბუკლეტი, პოსტერი) და სუვენირების (მაგ. კალამი, ფლეშკა) დიზიანისგან. თუმცა ეს ჩამონათვალი ყოველ კონკტერულ შემთხვევაში შესაძლოა სხვანაირიც იყოს, რაიმე დაემატოს ან გამოაკლდეს, კომპანიის საჭიროებისამებრ.