მთავარი გვერდი ბეჭდვა და თვითწებვადი ფირები

ბუკლეტები და ფლაერები

ფლაერები ,ბროშურები და ბუკლეტები

ბეჭდვით პროდუქციაში ყველაზემოთხოვნადია სარეკლამო ფურცლები, ბროშურები, ბუკლეტები, ფლაერები. ბუკლეტი და ბროშურა- ეს არის ორ გვერდიანი ფურცელი , რომელზეც კონკრეტულად არიც განთავსებული სტრუქტურული ინფორმაცია. ეს ორი ამაში ერთმანეთს ძალიან ჰგავს, სწორედ ამიტომ ბევრი განსხვავებას ვერც კი ამჩნევს. თუმცაღა განსხვავება მაინც არის. თუ რა მახასიათებლები, განსხვავები და მსგავსებები აქვთ ბუკლეტს, ბროშურას, ფლაერებს, და სარეკლამო ფურცლებს ამაში ერთად გავერკვევით.

სარეკლამო ფურცლები გავრცელებული ზომა A4-ია. სარეკლამო კომპანიები ასეთ ფორმატზე დიდი გამოცდილების შემდეგ დავიდნენ. იგი შესაძლებლობას იძლევა კომპაქტურად განთავსდეს მთელი ინფორმაცია. და სეთ ფორმაში მათი წაკითხვაც საკმაოდ მოსახერხებელია. სარეკლამო ფურცლები იბეჭება როგორც ერთ-გვერდიანი ასევე ორ-გვერდიანი.

ბუკლეტები ეს ისეთი სტილის ფურცელია, რომელზეც ინფორმაცია , რამოდენიმე ნაწილად არის განთავსებული.
უფრო ხშირად ბუკლეტებს პრეზენტაციებზე, გამოფენებზე, მაღაზიებში და საფოსტო ყუთებში შეხვდებით. მთავარი ფუნქცია ამ სახის რეკლამის შეუცვლელია- სავაჭრო ნაწარმის რეკლამა და სხვადასხვა კომპანიების მომსახურება.

ქაღალდის სისქისა და ხარისხის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება. თუკი ბუკლეტების გავრცელების არეალი პრეზენტაციები და გამოფენებია, მაშინ ქაღალდი მაქსიმალურად მაღალი ხარისხის უნდა იყოს, სასურველია ლამინირებულიც. თუკი გავრცელების არეალი ქუჩაა, მაშინ შესაძლებელია ბევბრად მარტივი ხარისხისა და სისქის მქონე ქაღალდის შერჩევა. სასურველია ბუკლეტის აზრობრივ დატვირთვაზე პროფესიონალები მუშაობდნენ-ასე მათ შეუძლიათ ძალიან ეფექტური სარეკლამო ბუკლეტის შექმნა.

ბროშურა ბუკლეტისგან იმითგანხვავდება, რომ ის ბევრად მეტ ინფორმაციას შეიცავს. უფრო ხშირა დის ინსტრუქციული ფორმისაა. ბროშურას ბევრად მეტი გევრდი აქვს. და ისე გამოიყურება როგორც პატარა წიგნი. მისი ფორმატები მრავალნაირია: A5, B5, B6 და .შ ბროშურაში შესაძლოა განათავსოთ პროდუქციის კატალოგი, ტექნიკური მახასიათებლები. თამამად შეიძლება ითქვას , რომ ეს არის ბევრად ეფექტური საშუალება პრდუქციის წინ წასაწევად. მათიშეკვრა მეტალი სკრეპით ან თერმული წებოთი ხდება.

ფლაერი მთავარი დანიშნულება მიმდინარე კონცერტის , ღონისძიების ან სარეკლამო აქციის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებაა. ჩვეულებრივ მისი ზომა 210X100მმ-ზეა. ფლაერზე განთავსებული ინფორმაცია მაქსიმალურად ლაკონურია. ბროშურებისგან და ბუკლეტებისგან, ფლაერი დიზაინით განსხვავდება. ყურადღების მისაქცევად გამოიყენება მკვეთრი ფერები.

ონლაინ შეკვეთა

  • ტექნიკური მახასიათებელი

  • * სურვილისამებრ