მთავარი გვერდი გარე რეკლამის დამზადება

მანათობელი ყუთი | ლაითბოქსის დამზადება | გარე რეკლამის დამზადება

     
sheidzinet ganvadebit
გარე რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ და წარმატებულ საშუალებას წარმოადგენს რეკლამირების შემდეგი სახე – მანათობელი ყუთი, ანუ ლაითბოქსი (ინგ. light boxმანთობელი, მსუბუქი ყუთი). დროთა განმავლობაში ის სარეკლამო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებად და რეკლამის მიზნობრივ სეგმენტამდე მიტანის საუკეთესო საშუალებად იქცა. მისი სარეკლამო დანიშნულება მოიცავს როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის სივრცეებს. როგორც თავად ორიგინალი დასახელებიდან ვიგებთ, ლაითბოქსი წარმოდგენილია შიდა განათების მქონე ყუთის სახით, რომელზეც დამკვეთის სურვილისამებრ, შესაძლებელია განთავსეს როგორც კონპანიის ლოგოტიპი, ისე საინფორმაციო ხასაიათის ნებისმიერი ტექსტი თუ ფიგურა. ლაითბოქსის შიდა განათება შესაძლებელია იყოს განსხვავებული ტიპის, მათ შორის აღსანიშნავია ფლუორესცენციური და ნეონის ტიპის ნათურები, ისევე როგორც შუქდიოდები.
     ლაითბოქსი, როგორც წესი, მზადდება სპეციალური პლასტიკური, მსუბუქი ალუმინის ან მეტალის პროფილის გამოყენებით. მანათობელი ყუთის წინხედი შესაძლებელია დამზადდეს აკრილის, ორგანული მინის, ფიჭური პოლიკარბონატისა და/ან საბანერე ნაჭრისგან. რაც შეეხება გვერდითა კუთხეებს, ის, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სტრობოსკოპული ნათურებით გაწყობილი.



     



     ლაითბოქსი, როგორც უკვე აღნიშნეთ, გარე რეკლამის ყველაზე „თვალშისაცემი“ სახეობაა. წარმოიდგინეთ, რამხელა “სიკაშკაშეს სძენს ქალაქის ცენტრალურ (და არამარტო ცენტრალურ) ქუჩებს სხვადასხვა შეთავაზებებით გაკერებული რეკლამები. დიდი არჩევანია ლაითბოქსის ზომის წარმოდგენისას: მასიური სარეკლამო დაფები და დიდი საფასადე რეკლამები მისი გამოყენების საუკეთესო გზაა. თვალშისაცემია ღამით განათებული კაფე-ბარების, კლუბების, რესტორნების, სწრაფი კვების ობიექტების, სხვადასხვა გასართობი ობიექტების რეკლამები, რომლებიც „ხარისხიანი“ რეკლამირების ხარჯზე დღითიდღე მეტ მომხმარებელს იზიდავს.
     მინიატურული ტიპის ლაითბოქსები, გარდა იმისა, რომ კარგი რეკლამის როლს ასრულებენ, ასევე ალამაზებენ ინტერიერსაც და მეტ დეკორატულობას სძენენ მას. მაგალითად, მოკლევადიანი გამოფენა-გაყიდვებისას დიდ როლს სწორედ ლაითბოქსის ინტერიერისთვის დამზადებული რეკლამები თამაშობენ.
გაეცანით ლაითბოქსის მთელ რიგ უპირატესობებს:

  • თხელი, მსუბუქი, მოქნილი;
  • უბრალო ან/და ელეგანტური დიზაინი;
  • ნათელი და გლუვი სარეკლამო შიდა განათება;
  • ფოტოგამოსახულების ადვილად შეცვლა/დამატება;
  • ელ.ენერგიის მინიმალური დანახარჯი;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება;