მთავარი გვერდი პარფიუმერიის და კოსმეტიკის მაღაზია

პარფიუმერიის და კოსმეტიკის მაღაზია

როგორც მოგეხსენებათ,  მდედრობითი სქესის წარმომადგენელი საკმაოდ მძაფრად  აღიქვამს სილამაზეს და აფასებს ვიზუალს, შესაბამისად პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მაღაზიის გარე რეკლამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი განვითარებისა და წარმატებისათვის. მინიმალისტური, დახვეწილი , ერთი ტონისა და თბილი განათების რეკლამა სწორედ ასეთი სტილის მაღაზიებისთვისაა შექმნილი.

I. მოცულობითი ასოების რეკლამა

განათებული მოცულობითი ასოები , ესაა გავრცელებული , მაგრამ განსხვავებული , ორიგინალური ფორმა ქუჩის რეკლამისა. პლასტმასისგან დამზადებულ ასოებს ზოგჯერ ფასადის მოსაპირკეთებლადაც იყენებენ. რადგან ის როგორც კარგი სარეკლამო საშუალება , ისე კედლის ლამაზი გაფორმებაცაა. მას იყენებენ კედლებისთვის, ჭერისთვის და ზოგჯერ სადგამი ეფექტითაც კი.
მოცულობით ასოები ადვილად შეეთავსება ფონურ ესკიზს და შესაძლებელია, ბოლომდე შეხამდეს წარმოდგენილ დიზაინთან.არაერთი მეთოდი და გზა არსებობს მოცულობითი ასოების გამოსახვისთვის, თუმცა დომინირებს ორი ვარიანტი: ესაა მანათობელი მოცულობითი ასოები და ჩვეულებრივი, მოცულობითი ასოები განათების გარეშე. ვინაიდან ეკონომიურობა და თანხის დაზოგვა არც ისე შორსაა ჩვენი მოთხოვნილებებიდან, ეს ორი ვარიანტი თვისებრივი მახასიათებლეის გარდა, ბუნებრივია, ფასითაც განირჩევიან. მანათობელი მოცულობითი ასოები გაცილებით აღებატება ჩვეულებრივი სახით წარმდგენილ სარეკლამო საშუალებას.

 

II. მანათობელი ყუთი – ლაითბოქსი

მანათობელი ყუთი იგივე lightbox ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ფორმაა სარკლამო ბიზნესში. ლაითბოქსმა თავისი ადგილი სხვადასხვა ფორმის კორპუსებში ჰპოვეს და ასე შეიქმნა ფერადი, ლამაზი , რეკლამით დატვირთული და განათებული ყუთები. თუკი გნებავთ მკაფიო შთაბეჭდილების მოხდენა ფასადის ამ რეკლამით გაფორმება იდეალური ვარიანტია. იგი კარგად სჩანს ღამეში.
ლაითბოქსზე შესაძლებელია განთავსეს როგორც კონპანიის ლოგოტიპი, ისე საინფორმაციო ხასაიათის ნებისმიერი ტექსტი თუ ფიგურა. ლაითბოქსის შიდა განათება შესაძლებელია იყოს განსხვავებული ტიპის, მათ შორის აღსანიშნავია ფლუორესცენციური და ნეონის ტიპის ნათურები, ისევე როგორც შუქდიოდები.

ლაითბოქსი, როგორც უკვე აღნიშნეთ, გარე რეკლამის ყველაზე „თვალშისაცემი“ სახეობაა. წარმოიდგინეთ, რამხელა “სიკაშკაშეს სძენს ქალაქის ცენტრალურ (და არამარტო ცენტრალურ) ქუჩებს სხვადასხვა შეთავაზებებით წარმოჩენილი რეკლამები. დიდი არჩევანია ლაითბოქსის ზომის წარმოდგენისას: მასიური სარეკლამო დაფები და დიდი საფასადე რეკლამები მისი გამოყენების საუკეთესო გზაა. თვალშისაცემია ღამით განათებული კაფე-ბარების, კლუბების, რესტორნების, სწრაფი კვების ობიექტების, სხვადასხვა გასართობი ობიექტების რეკლამები, რომლებიც „ხარისხიანი“ რეკლამირების ხარჯზე დღითიდღე მეტ მომხმარებელს იზიდავს. ლაითბოქსების სარეკლამო დანიშნულება ვრცელდება როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის პირობებში.

 

III. სტენდები და ვიტრინები

დღევანელ მსოფლიოში დომინანტ როლს ასრულებს საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლებიც ორიენტირებული არიან მომხმარებლისთვის სასაჭირო ინფორმაციის მოწოდებაზე, მარტივი და მუდმივად განახლებადი გზებით. ინფორმაციის მიწოდების შეუცვლელ საშუალებას წარმოადგენს საინფორმაციო დაფა. მისი მიზანია, მაქსიმალურად ლაკონური ინფორმაცია, როგორიცაა შიდაგანაწესის ცვლილებები, უახლოესი აქციები, დაბადების დღეები და ა.შ., მიაწოდოს იმ დაწესებულების მომხმარებლებს, სადაც ისაა განთავსებული. 
სფერო, სადაც გამოიყენება საინფორმაციო დაფა, არამხოლოდ დახურული დაწესებულებაა, არამედ ღია საზოგადოებრივი ადგილები, სადაც პერიოდულად ნახლდება და დროის გარკვეულ მონაკვეთში, ინფორმაცია მიეწოდება დაინტერესბულ პირებს.
კომპანია ულტრამარინი გთავზობთ საინფორმაციო სტენდის დამზადებას შეღავათიან ფასებში. საინფორმაციო სტენდის კონსტრუქციის გათვალისწინებით, ის წარმოდგენულია, როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში. იმისთვის, რომ მასალა საბოლოო ჯამში გარდაისახოს საინფორმაციო ხასიათის სტენდად, ამაში დიდ როლს თამაშობს კორპის მასალა, ისევე როგორც მაგნიტური და მაგნიტურ-მარკერული მასალები.