მთავარი გვერდი პოლიკარბონატის სახურავი

პოლიკარბონატის სახურავი

პოლიკარბონატის სახურავი

     პოლიკარბონატის სახურავი – თანამედროვე გადაწყვეტილებაა, რომელიც ხსნის ახალ შესაძლებლობებს დიზაინის სფეროში. თუ თქვენ არ იცით როგორ დაფაროთ სახურავი პოლიკარბონატით, მაშინ კომაპნია “ულტრამარინი” სიამოვნებით შემოგთავაზებთ დახმარებას, პოლიკარბონატის აუცილებელი ფერისა და სისქის შერჩევაში, ასევე ფერთა ექსკლუზიური ვარიანტების შექმნაში. თქვენი სახურავისთვის ინდივიდუალურობის მისაცემად, აუცილებელია, გამოიყენოთ ფიჭური პოლიკარბონატის ფირფიტა, რომელიც არის ყველაზე მაღალხარისხიანი და გრძელვადიანი, ვინაიდან შეიცავს სპეციალურ დანამატებს. მისი გამოყენების ვადა თხუთმეტი-ოცი წელია.
     პოლიკარბონატის სახურავი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი: ერთფრთიანი, ორფრთიანი ან თაღოვანი, ამ მასალის თვისება ხომ საშუალებას იძლევა სრულად გამოვლინდეს დიზაინური ფანტაზია. პოლიკარბონატის მთავარ თვისებებს შორის ღირს გამოვყოთ მდგრადობა და ელასტიურობა. ასეთი სახურავი იდეალურად შეესაბამება ნებისიმიერი სახის არქიტექტურულ პროექტს. თანამედროვე მასალის პოლიკარბონატის დანიშნულებაა შექმნას არქიტექტურული შედევრი სწრაფად და იოლად. პოლიკარბონატის სახურავი გამოიყურება მოდურად, ის ფუნქციონალურად და მარტივად ჯდება ნებისმიერ სტილში. მთავარი არის ის, რომ პოლიკარბონატის სახურავის მომსახურეობის ვადა საკმაოდ ხანგრძლივია. ხარისხი დიდ როლს თამაშობს თანამედროვე მსოფლიოში, ამიტომ ფიჭური პოლიკარბონატის სახურავი სარგებლობენ დიდი პოპულარობით.
     აივნებისა და ტერასების პოლიკარბონატის სახურავი შეიძლება გახდეს ნამდვილი მონაპოვარი. ფიჭურ პოლიკარბონატს შეუძლია ქონდეს სხვადასხვა სტრუქტურა და შედგებოდეს სხვადასხვა რაოდენობის კედლებისგან და ტიხრებისგან, რაც საშუალებას იძლევა დავარეგულიროთ მზის სხივების გამტარიანობის დონე. პოლიკარბონატის სახურავითქვენი არჩევანი შეიძლება შეაჩეროთ შეფერილ პოლიკარბონატზე ან შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო ფერი, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ უნიკალურ დიზაინს. ფიჭური პოლიკარბონატისგან სახურავის შექმნა ეს არის შესაძლებლობა, მიიღოთ კარგი განათება და ამავდროულად შეინახოთ სითბო. პოლიკარბონატის სახურავის კონსტრუქცია შეიძლება იყოს არასტანდარტული და ექსკლუზიური. პოლიკარბონატის საშუალებას იძლევა შეიქმნას რთული სახურავები, შესაძლოა რამოდენიმე დონისას კი.
     ფიჭური პოლიკარბონატი ასევე გამოიყენება ვერტიკალური ფასადისთვის დიდ კონსტრუქციაში, სადაც აუცილებელია სინათლის შეღწევა და ტემპერატურის შენახვა. მასში არსებობს ე. წ. ჰაეროვანი ფენა, რომელიც პასუხს აგებს თბოიზოლაციაზე და ამავდროულად უზრუნველყობს მასალის მსუბუქ წონას. სახურავი ფიჭური პოლიკარბონატისაგან საშუალებას იძლევა მივაღწიოთ მშვენიერ ესთეტიურ განათებას ნებისმიერ შენობაში, ამასთან ერთად მასალის თბოიზოლაციის უნარი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მოცემული ტემპერატურა მთლიან შენობაში. პოლიკარბონატის სახურავს აქვს უნიკალური თვისებები: მაღალი თბოიზოლაცია, მოქნილობა, სიმსუბუქე, სიმყარე, ცეცხლსაწინააღმდეგო ხარისხი და ბასრი ნამსხვრევების არარსებობა დანგრევის შემთხვევაში.
     სახლის სახურავი პოლიკარბონატისგან არ არის რეკომენდირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იგეგმება საცხოვრებელი სახლის საფარის ერთადერთ ფენად. ამ შემთხვევაში, არსებობს რისკი იმისა, რომ ექსტრემალური ამინდის პირობების შემთხვევაში ( ქარიშხალი, შტორმი, დიდი სეტყვა) მოხდეს სახურავიდან გაჟონვა და თქვენი საცხოვრებელი ფართის დატბორვა.
     პოლიკარბონატის სახურავის მოწყობა უნდა მოხდეს მოთხოვნების შესაბამისად ანუ გადატანის წესის, მონტაჟის და ფიჭური პოლიკარბონატის ფირფიტის ექსპლუატაციის წესი თანახმად. პოლიკარბონატის სახურავის მონტაჟი შეიძლება მხოლოდ მაშინ იყოს სწორი თუ თქვენ მთლიანად შეასრულებთ მწარმოებელის რეკომენდაციებს.