მთავარი გვერდი პოლიკარბონატი

პოლიკარბონატის სახეობები

პოლიკარბონატი

     კომპანია ულტრამარინის მიერ ბაზარზე მოწოდებული პოლიკარბონატის სახით წარმოდგენილია მრავალშრიანი სტრუქტურირებული მულტიფუნქციური მასალა. მასალის ერთმანეთთან დამაგრება, რომელიც ხორციელდება დამატებითი კონსტრუქციული პროფილების ხარჯზე, საშუალება სიძლევა, პოლიკარბონატის თითოეული ფურცელი საიმედოდ დაკავშირდეს მეზობელ ფურცელთან ისეთ გეომეტრიულ ზედაპირებზეც კი, როგორებიცაა ტრაპეცია, სამკუთხედი და ა.შ., თანაც ისე, რომ მასალა არ კარგავს თავის გამძლეობასა და სიმკვირივეს.
     პოლიკარბონატის მასალა გამოირჩევა თბოიზოლაციის არაჩვეულებრივი მაჩვენებლით. ასევე განსაკუთრებით კარგად უძებს ქარს (ძლიერ ქარსაც!), თოვლის წნეხს და სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს.
არსებობს ორი (2) ტიპის პოლიკარბონატი:

  • მონოლითური
  • ფიჭისებრი




  •      მონოლითური პოლიკარბონატი
         ლითური ან მონოლითური ტიპის პოლიკარბონატი – ესაა უფერო, ხსიტი პლასტიკური პოლიმერი, რომელიც თავდაპირველად წარმოებაში გრანულების სახით ჩაეშვა. ესაა ყველაზე გამჭვირვალე მასალა ფურცლოვან პოლიმერულ მასალებში. მონოლთური პოლიკარბონატის უმთავრესი მახასიათებელი თვისებაა მისი პოტიკური გამჭვირვალობა (დაახლებით 90%). წარმოიდგინეთ, მისი გამძლეობა 200-ჯერ აღემატება ჩვეულებრივი მინის გამძლეობას. სხვა მასალებთან შედარებით, მონოლუთურ პოლიკარბონატს პოსტოლეტის ტყვიაც კი ვერ აზიანებს 10 მმ-ის მანძლიდან. ესაა მასალა, რომელიც გარეგნულად მოგაგონებთ მინას და გამძლეობით არაფრით ჩამოუვარდება ფოლადს!
         კონსტრუქციები პოლიკარბონატისგან
         თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში ძალიან სწრაფად შემოვიდა პოლიკარბონატის მასალით კონსტრუქციების მოწყობა. ისინი შეიძლება შეგხვდეს პრაქტიკულად ყველგან, ეს არის სახურავები საცხოვრებელი სახლის შესასვლელებში, ფარდულები ტრანსპორტის გაჩერებებთან, სარეკლამო ბილბორდები, გამჭირვალე სახურავები სტადიონებსა და ბაზრებზე, ტიხრები ოფისში, აივნები მრავალსართულიან კორპუსებზე და ა.შ. უსასრულოდ შეიძლება ჩამოვთვალოთ პოლიკარბონატის კონსტრუქციების გამოყენების მაგალითები. პოლიკარბონატის ასეთი პოპულარობა შეიძლება აიხსნას მხოლოდ მისი უნიკალური მახასიათებლებით.
         ფიჭური პოლიკარბონატის კონსტრუქციით შეიძლება ჩაანაცვლოთ სტანდარტული მინის და მეტალის კონსტრუქციები. იდეალურად მცირე წონა და სიმყარე გარანტიას იძლევა შექმნათ იდეალური სახურავები, ტიხრები ან კედლები, რომლებიც გაუძლებს მექანიკურ და დეფორმირებად დატვირთვას. არსებული საყრდენები განიცდიან ნაკლებ დატვირთვას მინის წონასთან შედარებით, ამიტომაც პოლიკარბონატის ქვეშ მეტალოკონსტრუქციებზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება. ამასთან ერთად, არ არის საჭირო ამწე მძიმე ტექნიკის გამოყენება.
         ატმოსფერული ნალექების მიმართ სიმდგრადე საშუალებას იძლევა, დაამზადოთ ფარდულები და პარმაღის სახურავები, რომლებიც მოგემსახურებათ მრავალი წელი. დაუშვებელია, არ მივაქციოთ ყურადგება პოლიკარბონატის გარეგნულ იერ-სახეს. სახურავი შესასვლელთან გამოიყურება ბევრად ესთეტიურად, ვიდრე მეტალის დაჟანგული ფარდული.
         პოლიკარბონატი კარგად ფანტავს სინათლეს, რაც საშუალებას იძლევა შექმნათ შეუზღუდავი, შუქგამტარი კონსტრუქციები. ამასათან ერთად, იმდენად მაღალია კონსტრუქციის სიმყარე, რომ ჩაქუჩის დარტყმაც კი პრაქტიკულად არ ტოვებს კვალს ზედაპირზე. პოლიკარბონატის ეს თვისება წარმატებით გამოიყენება სასათბურე მეურნეობაში, სამოქალაქო მშენებლობასა და განსაკუთრებით, ადამიანების თავშეყრის ადგილებში, სადაც შეიძლება მოხდეს შემთხვევითი ან განზრახული პოლიკარბონატის ფირფიტის ზედაპირის დაზიანება.
         თუკი მოგეწონათ მასალის ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები და შესაძლოებლობები, მაშინ პოლიკარბონატის კონსტრუქციის აგება მხოლოდ დროის საკითხია, რაშიც ჩვენი გამოცდილი ჯგუფი დაგეხმარებათ. პოლიკარბონატის კონსტრუქციას შეუძლია განახორციელოს თქვენი ყველაზე თამამი და ორიგინალური იდეა.