მთავარი გვერდი ტანსაცმლის მაღაზიის რეკლამა

ტანსაცმლის მაღაზიის რეკლამა

ტანსაცმელებიის მაღაზია მომხმარებლისთვის მეტად საინტერესო , რომ გახადოთ რეკლამის სახით თქვენი ნაწარმი მაქსიმალურად უნდა გამოიტანოთ გარეთ. ტანსაცმელებიის მაღაზიის გარე რეკლამა საკმაოდ სპეციფიური და საინტერესო საქმიანობაა , რომელსაც ჩვენი კომპანია უზადოდ შეგისრულებთ თქვენი სურვილების გათვალისწინებით.

I.მოცულობითი ასოები

როდესაც ჯერი გარე რეკლამის დამზადებაზე მიდგება და განსაკუთრებით ისეთ რეკლამაზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, პრემიუმ ხარისხის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, მოცულობითი ასოები თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ამ პირობის გადაჭრის გზას. ის განსაკუთრებით პოპულარულია მისი პრაქტიკული დანიშნულების გამო. როდესაც კომპანიას ჭირდება ფართოფორმატიანი და დიზაინის კუთხით დახვეწილი საფასადე გარე რეკლამა, სწორედ რომ მოცულობით ასოებს შესწევთ უნარი, სწორად და დანიშნულებისამებრ მიიტანონ რეკლამა მომხმარებლამდემოცულობით ასოები ადვილად შეეთავსება ფონურ ესკიზს და შესაძლებელია, ბოლომდე შეხამდეს წარმოდგენილ დიზაინთან.არაერთი მეთოდი და გზა არსებობს მოცულობითი ასოების გამოსახვისთვის, თუმცა დომინირებს ორი ვარიანტი: ესაა მანათობელი მოცულობითი ასოები და ჩვეულებრივი, მოცულობითი ასოები განათების გარეშე.

 

II. მანათობელი ყუთი (ლაითბოქსი)

ლაითბოქსი ჩვეულებრივ მზადდება სპეციალური პლასტიკური, მსუბუქი ალუმინის ან მეტალის პროფილის საშუალებით. მანათობელი ყუთის წინა მხარე შესაძლებელია დამზადდეს აკრილის, ორგანული მინის, ფიჭური პოლიკარბონატისა და/ან საბანერე ნაჭრისგან.

წარმოიდგინეთ, რამხელა “სიკაშკაშეს სძენს ქალაქის ცენტრალურ (და არამარტო ცენტრალურ) ქუჩებს სხვადასხვა შეთავაზებებით წარმოჩენილი რეკლამები. დიდი არჩევანია ლაითბოქსის ზომის წარმოდგენისას: მასიური სარეკლამო დაფები და დიდი საფასადე რეკლამები მისი გამოყენების საუკეთესო გზაა. თვალშისაცემია ღამით განათებული კაფე-ბარების, კლუბების, რესტორნების, სწრაფი კვების ობიექტების, სხვადასხვა გასართობი ობიექტების რეკლამები, რომლებიც „ხარისხიანი“ რეკლამირების ხარჯზე დღითიდღე მეტ მომხმარებელს იზიდავს. ლაითბოქსების სარეკლამო დანიშნულება ვრცელდება როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის პირობებში.