სტელაჟები

    15451

     სტელაჟი ეს არის სტანდარტული ზომის ღია კარადა, რომელიც სართულებად არის განლაგებული და სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. ეს იქნება ლიტერატურული წიგნების დასაწყობად, გარკვეული ტვირთისა და საქონელის დასაწყობად თუ ა.შ.
      სტელაჟის დამზადებისას თავიდანვე ითვალისწინებენ დამკვეთის სურვილს თუ რა წონის საქონელი უნდა დაიტიოს სტელაჟმა.  სტელაჟი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ნებისმიერი წარმოების საწყობისათვის. ასევე მათი გამოყენება შეიძლება ბიბლიოთეკებში, ავტოგასამართ სადგურებში, ავტოფარეხებში და არქივებში.  დასადგამი სტელაჟის გარდა ასევე არსებობს საპალეტო სტელაჟი , რომელიც გამოიყენება ტვირთის საპალეტო დატვირთვისათვის. იგი ისეთი კონსტრუქციაა , რომელიც მარტივად იშლება და იწყობა. ეს საშუალებას გვაძლევს მივიღოთ კონსტრუქცია, რომელზეც ნებისმირი სიგრძისა და  რაოდენობის თაროები იქნება. ასევე შესაძლებელია სიმაღლის რეგულირება სპეციალური ღერძების წყალობით.
      სტელაჟი ნებისმიერი დიდი თუ პატარა ორგანიზაციისათვის აუცილებელი კომპონენტია. მის გარეშე წარმოუდგენელია მასალების, დოკუმენტაციისა და სხვადასხვა პროდუქტის შენახვა. სტელაჟი აუცილებლად ლითონისგან უნდა იყოს დამზადებული და შემდგომ იღებება ნებისმიერ სასურველ ფერად.