მთავარი გვერდი ბლოგი

2016 წლის გამორჩეული რეკლამები

1250

მარკეტინგის ნამდვილმა მცოდნემ იცის , რომ რეკლამა, რომელიც აუცილებლად გაამართლებს არა ტელევიზიით არამედ რეალურ სამყაროში ქუჩებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უნდა გააკეთოს. დღეს წარმოგიდგენთ  სხვადასხვა ტიპის გარე რეკლამის ნიმუშებს , რომელიც ამაში ნამდვილად დაგარწმუნებთ.

meore-mtavari

ჭკვიანი მანქანა

ეს არის პატარა მანქანის რეკლამა , რომელიც თხელ საერკლამო დაფაშია მოთავსებული და ამერიკის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზეა განთავსებული იმ დატვირთვით , კონკრეტული პატარა ზომის მანქანისათვის  ვიწრო სივრცე დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

1

კიტკეტი

ამერიკელები ფიქრობენ რომ კიტკეტის მთავარი სლოგანი არის ,, მოეცით ნება შევისვენო’’ თუმცა რეალური სლოგანი საკმაოდ დიდი ხნნის წინათ 1958 წელს  ჩამოყალიბდა და ეს იყო ,,შეისვენე’’.  ამის დასამტკიცებლად მარკეტერმა ჯ. ლონდონმა არაჩვეულებრივი ბილბორდი შექმნა, რომელიც შუა გზაში მიტოვებული საქმე (ნახევრად დასრულებული ბილბორდია) ასახული.

2

მაკდონალდსი

მაკდონალდსი ყოველთვის მკვეთრი და ხმაურიანი რეკლამებით გამოირჩეოდა, თუმცა ამჯერად მისი გარე რეკლამა მინიმალისტური, მაგრამ პროდუქტის პირდაპირი გაპიარებისკენ არის მიმართული. ეს კარგად ჩანს ბილბორდზე განთავსებული პროდუქციის აიქონებით.

3

ჰოლანდიის ყვავილთა ასოციაცია

მრავლის მთქმელიუ , ძალიან ლამაზი, ნაზი და დიდი სარეკლამო აზრით დატვირთული იდეა განახორციელა მარკეტერმა კინგსმა, როდესაც ვალენტინობის დღეს, პატარა სახანძრო ყუთები განათავსა მთელი ქალაქის მასშტაბით, თუმცა მასში არა ცეცქლმაქრი არამედ წითელი ვარდები ჩააწყო . ყუთზე წარწერამ კი გულგრილი  არავინ დატოვა. ,, გატეხეთ იმ შემთხვევაში თუ ერთი შეხედვით შეგიყვარდათ ‘’

4

იაკოჰო

ეს არის იაპონური სასმელი , რომელიც საკმაოდ პოპულიარულია აზიის ქვეყნებში. სასმლის მწარმოებელმა იზრუნა თავის მომხმარებელზე და იაპონიის ქუჩებში თითქმის ყველა კიბეზე განათავსა თავისი რეკლამა სადაც ძალიან მთვრალ მომხმარებელს დაწოლას სთავაზობდა. ეს ერთი შეხედვით ძალიან სასაცილო რეკლამა საკმაოდ ეფექტური გამოდგა.

5-2

კოკა-კოლა

როდესაც კოკა-კოლამ გერმანიაში მინი-კოლას პრეზენტაცია ჩაატრა , მის მართებულად გახსნა მინი-ჯიხურები.  ეს პატარა , საყვარელი კიოსკები ხუთ ქალაქში განთავსდა. ასევე მათ აქვთ პატარა მექანიზმი , რომელიც გადაადგილების საშუალებას აძლევს. კომპანიამ ამ ქმედებას შემდეგი აღწერა გაუკეთა : ,, ეს არის პატარა სასუალებები, რაც ბედნიერს გვხდის ცხოვრებაში’’.

6-2

ობი

სარემონტო სამუშაობის კომპანიამ გადაწყვიტა რეკლამა არა ბილბორდებზე, არამედ საკუთარი ნამუშევრების (გარემონტებული სახლების) ფასადებზე განეთავსებინა და ასე ეჩვენებინა ხარისხი მომხმარებლისათვის. კონრეტულმა რეკლამამ საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰპოვა .

7

იკეა

ავეჯის კომპანია ,,იკეამ’’  30-ე მაღაზის გახსნა საკმაოდ ორიგინალურად გადაწყვიტა. მაღაზია საფრანგეთში გაიხსნა, ხოლო მის რეკლამაზე ერთ-ერთმა ფრანგულმა სარეკლამომ იმუშავა. მიმდებარე  9 მეტრიან კედელზე განათავსეს იკეას მიერ წარმოებული თითქმის ყველა სახის ავეჯი. ეს საკმაოდ ლამაზი და ეფექტური რეკლამა გამოვიდა. , რომელიც არცერთ გამვლელს გულგრილს არ ტოვებდა.

8

გუგლი

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული , საკმაოდ სასიამოვნო და მიზანმიმართული რეკლამა ჰქონდა წელს ისეთ გიგანტურ კომპანიას როგორიც გუგლია. მანდ ნიუ იუორკის თიტქმის ყველა წამყვან კომპანიაში განათავსა რეკლამები დასაწყისით ,, კარგი გუგლ ჩემი კითხვა შემდეგია’’ და კონტრეტული საკითხის ირგვლივ კითხვები. ეს საკმაოდ სახალისო საინტერესო და მასობრივი გამოვიდა. ხალხი თითქოს კიდევ და კიდევ ეძებდა ქუჩებში მათ წარწერებს.

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19