ბეჭდვა და თვითწებვადი ფირები | კომპანია ულტრამარინი | სარეკლამო კომპანია | გარე რეკლამის დამზადება | ფასადის მოპირკეთება | პოლიკარბონატი | კარბოლუქსი | კომპაქტ ლამინატი | ბანერის დამზადება | ლაითბოქსის დამზადება | მანათობელი ასოები | სარეკლამო ასოები | რეკლამა საქართველოში | რეკლამა

მთავარი გვერდი ბეჭდვა და თვითწებვადი ფირები

ასეთი სტილის ბეჭდვა ძირითადად დიდი მასშტაბების გასაფორმებლად გამოიყენება. (მშენებლობა, ღობეები, დიდი ვიტრინები და ა.შ). მისი მთავარი უპირატესობა სიმსუბუქესა და ოპტიკურ გამჭირვალეობაშია. შორი მანძილიდან ჩვეულებრივად ჩანს ბანერის გამოსახულება , ძირითადად გამოიყენება ქუჩებში. თუკიშენობის ფასადის დაფარვა გნებავთ დაფაროთ მშენებლობის ზონა ან უბრალოდ დაიკავოთ მთლიანი ფართობი, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ურბანული ბანერის გამოყენებაა. ასეთ შემთხვევებში მას მთელი რიგი უპირატესობები აქვს:

 

  • სხვა მასალებთან შედარებით ძალიან დაბალი წონა.
  • ატარებს ჰაერს (შესაბამისად- ბევრად მდგრადია ქარისადმი და უძლებს დიდ დროს).
  • შენობას იცავს მტვრისგან და ატარებს ნათებას.
  • ჩანს ძალიან დიდი რადიუსის მანძილზე და საკმაოდ დიდი რაოდენობის მომხმარებლის ყურადღებას იქცევს.

 

ურბანული ბანერი ისეთივე მრავალფერიან ბეჭდვის საშუალებას იძლევა, როგორსაც ჩვეულებრივი ფართოფორმატიანი ბეჭდვის ბანერი.

ონლაინ შეკვეთა

  • ტექნიკური მახასიათებელი

  • * სურვილისამებრ

ბადესტიკერი არის სტიკერის სახეობა და აქვს იგივე მახასიათებლები რაც სტიკერის განსხვავაება აქვს მხოლოდ ერთი ჩვულებრივი სტიკერიდან განსხვავებიტ ის არის პატარა რგოლებად დახვრეტილი. განკუთვნილია მხოლოდ შუშაზე გასაკრავად.გამოიყენება ოფისების და მაღაზიების ვიტრინებზე, მანქანებზე, ავტობუსებზე.

ონლაინ შეკვეთა

  • ტექნიკური მახასიათებელი

  • * სურვილისამებრ

პოსტერი – ეს არის ბანერი მყარ მასალაზე. მოცემული პროდუქტი იბეჭდება მაღალი ხარისხის გამოსახულებით კომპოზიტურ პლასტიკატზე, ორგანულ მინაზე, სპეციალურ ფირზე და ა.შ . შესაძლებელია მისი ჩარჩოში ჩასმა და ქუჩაში ან შენობაში განთავსება.

ონლაინ შეკვეთა

  • ტექნიკური მახასიათებელი

  • * სურვილისამებრ

დღეს-დღეობით პლაკატები უფრო ღრმა დანიშნულებისთვის გამოიყენება. პირველ რიგში სარეკლამო მიზნებისთვის.  მათ რიცხვში შედის აფიშები და პლაკატები, რომელიც რაც შეიძლება მეტ ადამიანს ამცნობს მოსალოდნელი აქციის  ან ღონისძიების შესახებ. პლაკატების შემუშავებას და დამზადებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოლიგრაფიაში. პლაკატებს თითქმის ყველა სფეროში აქვს გამოყენება – ბიზნესში, პოლიტიკაში, განათლებაში, მედიცინაში და ა.შ. პლაკატის გამოყენების სფეროების ასეთი მრავალფეროვნება მოითხოვს არა მარტო ხასხასა ქაღალდის ფურცლის დამზადებას, რომელზეც რაიმე იქნება გამოსახული ან დაწერილი. საჭიროა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნი დამკვეთის მოთხოვნებს. პროფესიულად შესრულებული პლაკატი მაშინვე უნდა იქნას აღქმული ადრესატის მიერ, ამიტომ პლაკატების დიზაინის შემუშავებისთვის იყენებენ გარეგანი რეკლამის საუკეთესო სპეციალისტების ცოდნას.

 

ონლაინ შეკვეთა

  • ტექნიკური მახასიათებელი

  • * სურვილისამებრ

ფლაერები ,ბროშურები და ბუკლეტები

ბეჭდვით პროდუქციაში ყველაზემოთხოვნადია სარეკლამო ფურცლები, ბროშურები, ბუკლეტები, ფლაერები. ბუკლეტი და ბროშურა- ეს არის ორ გვერდიანი ფურცელი , რომელზეც კონკრეტულად არიც განთავსებული სტრუქტურული ინფორმაცია. ეს ორი ამაში ერთმანეთს ძალიან ჰგავს, სწორედ ამიტომ ბევრი განსხვავებას ვერც კი ამჩნევს. თუმცაღა განსხვავება მაინც არის. თუ რა მახასიათებლები, განსხვავები და მსგავსებები აქვთ ბუკლეტს, ბროშურას, ფლაერებს, და სარეკლამო ფურცლებს ამაში ერთად გავერკვევით.

სარეკლამო ფურცლები გავრცელებული ზომა A4-ია. სარეკლამო კომპანიები ასეთ ფორმატზე დიდი გამოცდილების შემდეგ დავიდნენ. იგი შესაძლებლობას იძლევა კომპაქტურად განთავსდეს მთელი ინფორმაცია. და სეთ ფორმაში მათი წაკითხვაც საკმაოდ მოსახერხებელია. სარეკლამო ფურცლები იბეჭება როგორც ერთ-გვერდიანი ასევე ორ-გვერდიანი.

ბუკლეტები ეს ისეთი სტილის ფურცელია, რომელზეც ინფორმაცია , რამოდენიმე ნაწილად არის განთავსებული.
უფრო ხშირად ბუკლეტებს პრეზენტაციებზე, გამოფენებზე, მაღაზიებში და საფოსტო ყუთებში შეხვდებით. მთავარი ფუნქცია ამ სახის რეკლამის შეუცვლელია- სავაჭრო ნაწარმის რეკლამა და სხვადასხვა კომპანიების მომსახურება.

ქაღალდის სისქისა და ხარისხის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება. თუკი ბუკლეტების გავრცელების არეალი პრეზენტაციები და გამოფენებია, მაშინ ქაღალდი მაქსიმალურად მაღალი ხარისხის უნდა იყოს, სასურველია ლამინირებულიც. თუკი გავრცელების არეალი ქუჩაა, მაშინ შესაძლებელია ბევბრად მარტივი ხარისხისა და სისქის მქონე ქაღალდის შერჩევა. სასურველია ბუკლეტის აზრობრივ დატვირთვაზე პროფესიონალები მუშაობდნენ-ასე მათ შეუძლიათ ძალიან ეფექტური სარეკლამო ბუკლეტის შექმნა.

ბროშურა ბუკლეტისგან იმითგანხვავდება, რომ ის ბევრად მეტ ინფორმაციას შეიცავს. უფრო ხშირა დის ინსტრუქციული ფორმისაა. ბროშურას ბევრად მეტი გევრდი აქვს. და ისე გამოიყურება როგორც პატარა წიგნი. მისი ფორმატები მრავალნაირია: A5, B5, B6 და .შ ბროშურაში შესაძლოა განათავსოთ პროდუქციის კატალოგი, ტექნიკური მახასიათებლები. თამამად შეიძლება ითქვას , რომ ეს არის ბევრად ეფექტური საშუალება პრდუქციის წინ წასაწევად. მათიშეკვრა მეტალი სკრეპით ან თერმული წებოთი ხდება.

ფლაერი მთავარი დანიშნულება მიმდინარე კონცერტის , ღონისძიების ან სარეკლამო აქციის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებაა. ჩვეულებრივ მისი ზომა 210X100მმ-ზეა. ფლაერზე განთავსებული ინფორმაცია მაქსიმალურად ლაკონურია. ბროშურებისგან და ბუკლეტებისგან, ფლაერი დიზაინით განსხვავდება. ყურადღების მისაქცევად გამოიყენება მკვეთრი ფერები.

ონლაინ შეკვეთა

  • ტექნიკური მახასიათებელი

  • * სურვილისამებრ