ფასადის მოპირკეთება | კომპანია ულტრამარინი | სარეკლამო კომპანია | გარე რეკლამის დამზადება | ფასადის მოპირკეთება | პოლიკარბონატი | კარბოლუქსი | კომპაქტ ლამინატი | ბანერის დამზადება | ლაითბოქსის დამზადება | მანათობელი ასოები | სარეკლამო ასოები | რეკლამა საქართველოში | რეკლამა
კონტაქტი:
აკაკი წერეთლის 87ბ
info@ultramarin.ge
(+995) 599 35-30-99
მთავარი გვერდი ფასადის მოპირკეთება

ულტრასმალტი (მომინანქრებული ფოლადის პანელი) – შედგება უაღესად მტკიცე მინისებრი მინანქრის საფარისგან, რომელიც დატანილია დეკარბონიზირებულ მეტალის პანელზე ან კალციუმის სილიკატურ ფურცელზე. მსგავს მინისებურ არქიტექტურულ პანელებს, ხშირად გამოიყენებენ კომერციულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთელს მსოფლიოში. ეს მასალა არაჩვეულებრივია ისეთი ადგილებისათვის სადაც ხშირია გარე ზემოქმედებები. მისი ზედაპირი იმდენად ხავერდოვანია, რომ მარტივად არ ედება მტვერი, არ იჩხაპნება და სისუფთავის დიდი ხნით შენარჩუნება მისი კიდევ ერთი პლიუსია.




შესრულებული პროექტი:

ულტრასმალტ პანელებით გაკეთებული უნივერსიტეტის მეტროს პროექტი. მომინანქრებული ფოლადის პანელი – სისქე 1.5მმ




უპირატესობები:

  • შეუზღუდავი ფერები
  • მაღალი გამძელობა
  • მზისგან მედეგობა
  • ცეცხლგამძლე
  • მდგრადი ზედაპირი
  • მრავალფიგუროვანი
  • სპეციფიკური ინსტალაცია
  • ჰიგიენური მახასიათებელი

 

სად გამოიყენება ულტრასმალტის პანელები?

ეს პანელები საკმაოდ გამძლეა და მედეგი არის ვანდალური ქმედებებისგან,რაც  გამოიხატება იმაში რომ მასალა არ იკაწრება და არ კარგავს პირველად ფორმას  დიდიხნის განმავლობაში , ამიტომ იდეალური აისეთი გარემოსათვის სადაც დაზიანების რისკის ფაქტორი მაღალია. ფერთა მდგრადობა ეს კიდევ ერთი უპირატესობაა, რომელიც  ამ პანელს სხვა მოსაპირკეთებელ მასალასთან შედარებით გააჩნია. დრო არ იწვევს მის ბუნებრივ გახუნებას და სიპრიალე, რომელიც თავდაპირველად აქვს დროთა განმავლობაში უფრო ლამაზი და  თვალისმომჭრელი ხდება. იგი სპეციფიკური დასამონტაჟებელია და მოჰყვება სპეციალური განკუთვნილი პროფილები. არის ცეცხლგამძლე შეუძლია გაუძლოს 400 გრადუს-ცელსიუსზე მეტ წნევას 2 საათის განმავლობაში. მისი გამოყენება შესაძლებელია შემდეგ სფეროებში:

  • მიწისქვეშა-სადგურები
  • რკინიგზის სადგურები
  • გვირაბები
  • ფასადი
  • შესასვლელები
  • საგზაო ნიშნები
  • ინდუსტრიული
  • ურბანული
  • სამედიცინო

ვენტილირებადი ფასადი ეს არის გარანტირებული პრესტიჟული სახე თქვენი კომპანიისა. სწორედ ამიტომ დამახასიათებელი ფუნქციაა- ესთეტიკური შესახედაობა. მრავალფეროვანი ფერები და მასალა დიზაინერის აზროვნებას ფართო გასაქანს აძლევს. ნებისმიერი პროექტი შეიძლება გახდეს პირდაპირი გაგებით უნიკალური. მასთან ერთად შეიძლება ისეთი რეკლამების განთავსებდა როგორიცაა: მოცულობითი ასოები, ლაითბოქსი და ა.შ.

ონლაინ შეკვეთა

  • ტექნიკური მახასიათებელი

  • * სურვილისამებრ

კომპაქტ ლამინატი აწყობილია მუყაოს ფენებისგან, რომელიც ამოვლებულია ფისში და გამომშრალია გარკვეულ ტემპერატურულ დიაპაზონში. ეს ფენები, რომლებიც დაპრესილი და გამომშრალია, წარმოდგენილია ლამინირებული სახით. პროცესს, რომელსაც ჰქვია პოლიმერიზაცია, აერთიანებს მათ: იქმნება მყარი, გამძლე პანელი, რომელიც ხდება მედეგი და მტკიცე. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი ქმნის მზა პანელს, რომელიც არის ძლიერი, წყალგამძლე და ექსპლუატაციის მაღალი მაჩვენებლით გამორჩეული, საჭიროებს ძალიან ცოტა მოვლას – იდეალურია მრავალმხრივი გამოყენებისთვის, განსაკუთრებით, კომერციული და საზოგადოებრივი ადგილებისთვის.
ზემოხსენებული დეტალები პირდაპირ ცხადყოფს მასალის უკონკურენტო შესაძლებლობებს, რაც ნიშნავს, რომ კომპაქტ ლამინატი უბრალოდ შესანიშნავია, პრაქტიკულად შეუზღუდავი ექსტერიერ-ინტერისთვის გამოსაყენებლად. კომპაქტ ლამინატის მასალა შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში, ისეთი ადგილების მოსაწყობად, როგორიცაა შენობის ფასადი – ექსტერიერის სრულად ასათვისებლად, ასევე ინტერიერისათვის – კედელი, ჭერი, იატაკი, ავეჯი (სკამები, მაგიდები, კარებები, საშხაპე კაბინები და ა.შ.) – სფერო, სადაც ვერ გამოიყენებთ კომპაქტ ლამინატს, ფაქტობრივად, არ არსებობს!

ონლაინ შეკვეთა

  • ტექნიკური მახასიათებელი

  • * სურვილისამებრ

კომპოზიტური პანელის (დიბონდი, ალუკაბონდი) გამოყენებით შესაძლებელია დაამზადოთ სხვადასხვაგვარი სარეკლამო კონსტრუქცია გარე და შიდა რეკლამისათვის. ეს შეიძლება იყოს კედელი, პილონი, მისაღები, სვეტები, დეკორატიული ელემენტის მოსართავი, სხვადასხვაგვარი არასტანდარტული არქიტექტურული ფორმები და სხვ.

ventfasad1

დიბონდის პანელი გამოიყენება მეტალის და პლასტმასის ფირფიტის შემცვლელად სარეკლამო ფრიზებსა და ინტერიერის კონსტრუქციებში.ალუმინის კომპოზიტური პანელი – ეს არის მრავალფენოვანი მასალა სიმყარის უმაღლესი თვისებებითა და მცირე წინოთ. ის ძალიან მოხერხებულია დამუშავებისთვის. კომპოზიტური პანელი დიბონდის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ალუმინის  ფენის სისქე, რომელიც ფარავს პანელს ორივე მხრიდან.

 

 

 

 

პროდუქტის მახასიათებელები:

  • სისქე: 2მმ-დან 6მმ-მდე
  • სიგანე: 1500 მმ
  • სიგრძე: 6000 მმ
  • სტანდარტული ზომები: 1250X3200მმ, 1500X3200მ

გამოყენების სფეროები:

  • ფასადის მოპირკეთება, რეკლამის დამზადება.

 

 

ონლაინ შეკვეთა

  • ტექნიკური მახასიათებელი

  • * სურვილისამებრ

ჩვენს კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს დეკორატიული ფასადების გაფორმებაში , მუშაობისას გამოვიყენებთ მრავალფეროვან მასალებს, დაწყებული ალუკაბონდის პანელებიდა დამთავრებული უბრალო ხით. დღესდღეობით ძალიან პოპულიარულია ვენტილირებადი ფასადი. ეს არის გარანტირებული პრესტიჟული სახე თქვენი კომპანიისა. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა შეირჩეს მასალები.

ასეთი ფასადების მთავარი ფუნქციაა – თავდაცვა. ეს განპირობებულია იმით , რომ მისაკრობ ფასადებს განსაკუთრებული მყარი ზედაპირითა და გამძლეობის სისტემით ამზადებენ.

მეორე მთავარი ფუნქცია- ტექნიკურია. რადგან ზედაპირის შიგნით ამონტაჟებენ თბოიზოლაციას, ასეთი შენობები თავისდაუნებურად იქცევა ეგრედწოდებულ თერმოსებად და ინარჩუნებს სითბოს. მაგალითად: გათბობის გათიშვის შემთხვევაში , ასეთი შენობები 5-6 ჯერ უფრო ნელა ცივდება, ვიდრე სხვები. ზაფხულში კი შენობის შიგნით მარტივად ნარჩუნდება სიგრილე, რაც ელექტროენერგიის ეკონომიას აკეთებს.

მესამე ფუნქცია- ხმის იზოლაციაა. ამ დროს ბგერების იზოლაცია ბევრად მაღალი მაჩვენებლისაა, დაახლოვებით 1,5-2 ჯერ მეტი.
კიდევ ერთი მისი პლიუსი შესრულებაშიკა. თუკი კედლების შეღებვის დროს განსაკუთრებული წინა-სამუშაოებია ჩასატარებელი , ამ შემთხვევაში ეს საჭიროებას არ მითხოვს, პირიქით ის ფარავს კედლის ნებისმიერ დეფექტს და ბევრად ეფექტური, იაფი საშუალებაა.
მოტაჟისას თითქმის არ არსებობს არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი , შესაძლოა ეს მოხდეს წლის ნებისმიერ დროს და თიტქმის ნებისმიერ ამინდი.

კიდევ ერთი დამახასიათებელი ფუნქციაა- ესთეტიკური შესახედაობა. მრავალფეროვანი ფერები და მასალა დიზაინერის აზროვნებას ფართო გასაქანს აძლევს. ნებისმიერი პროექტი შეიძლება გახდეს პირდაპირი გაგებით უნიკალური. მასთან ერთად შეიძლება ისეთი რეკლამების განთავსებდა როგორიცაა: მოცულობითი ასოები, ლაითბოქსი და ა.შ.

კიდევ ერთი და მთავარი ღირსება ვინტილირებადი ფასადისაა ესაა, გრძელვადიანი საგარანტიო დრო- 25 წელი.

დიბონდი ( ალუკაბონდი )

დიბონდის პანელი გამოიყენება მეტალის და პლასტმასის ფირფიტის შემცვლელად სარეკლამო ფრიზებსა და ინტერიერის კონსტრუქციებში.კომპოზიტური პანელი – ეს არის მრავალფენოვანი მასალა სიმყარის უმაღლესი თვისებებითა და მცირე წინოთ..

კომპაქტ ლამინატი

კომპაქტ ლამინატი აწყობილია მუყაოს ფენებისგან, რომელიც ამოვლებულია ფისში და გამომშრალია გარკვეულ ტემპერატურულ დიაპაზონში. ეს ფენები, რომლებიც დაპრესილი და გამომშრალია, წარმოდგენილია ლამინირებული სახით.

ულტრასმალტ პანელი

ულტრასმალტი – შედგება უაღესად მტკიცე მინისებრი მინანქრის საფარისგან, რომელიც დატანილია დეკარბონიზირებულ მეტალის პანელზე ან კალციუმის სილიკატურ ფურცელზე.

ფასადის მოპირკეთება სხვადასხვა დიზაინით

წარმოდგიდგენთ კომერციული ფართის ფასადის სხვადასხვა დიზაინით.

ულტრამარინის სოც-ქსელი: