პოლიკარბონატი | კომპანია ულტრამარინი | სარეკლამო კომპანია | გარე რეკლამის დამზადება | ფასადის მოპირკეთება | პოლიკარბონატი | კარბოლუქსი | კომპაქტ ლამინატი | ბანერის დამზადება | ლაითბოქსის დამზადება | მანათობელი ასოები | სარეკლამო ასოები | რეკლამა საქართველოში | რეკლამა
0% განვადების
პირობები

კონტაქტი:
აკაკი წერეთლის 87ბ
(+995) 599 35-30-99
info@ultramarin.ge
სამუშაო საათები:
10:00 - 18:00
მთავარი გვერდი პოლიკარბონატი

პოლიკარბონატით აივნის მოწყობა

     პოლიკარბონატის სისქეები არის: 4მმ, 6მმ, 8მმ, 10მმ, 16მმ. მოცემული სისქეებიდან აივანზე გასაკრავად რეკომენდირებულია 8მმ-იანი პოლიკარბონატი, რომლის ფასიც შეადგენს 21 ლარს კვადრატულ მეტრზე.
     მასალის ზომა: 6,00 მეტრი X 2.10 მეტრზე. მასალას ადგილზევე დაგიჭრით თქვენთვის სასურველ ზომებზე. ჩვენთან შეგიძლიათ როგორც მხოლოდ მასალის შეძენა, ასევე სამონტაჟო მომსახურებით სარგებლობა, რომლის ფასი შეაგენს ერთ კვადრატულ მეტრზე 55 ლარს. ფასში შედის: მასალების ტრანსპორტირება, ატანა სართულზე, ალუმინის პროფილები, სილიკონი და დამონტაჟება. მასალა და მონტაჟი, ორივე ერთად, შეადგენს 76 ლარს. მასალის შეძენის შემთხვევაში ასევე მოგემსახურებით ადგილზე მიტანის სერვისით, რომლის ღირებულება თბილისის მასშტაბით შეადგენს 25 ლარს.

საინფორმაციო დეტალები:

     კომპანია “ულტრამარინი

  • საქართველო, თბილისი
  • აკაკი წერეთლის გამზირი, #87
  • ელ-ფოსტა: ultramarini@gmail.com / ultramariniltd@gmail.com
  • მობილური: +995 599 353099 / +995 591408307
  • ტელეფონი: 0790 353099

კომპაქტ ლამინატი
     სხვადასხვა გადაკეთებები და ცვლილებები აივანზე – ეს პირველ რიგში დიდი დანახარჯია, ამიტომ ბევრი თავის აივნებზე მშენებლობის ჩატარებაზე უარს ამბობს, მაგრამ დისკომფორტი, რომელიც წარმოქმნილია აივნის კონტრუქციაზე ზემოქმედებისას, სხვადასხვა ატმოსფერული ნალექებისს ხარჯზე, მაინც აძალებს ადამიანებს მიიღოს ზომები თავიანთი აივნების მოწყობისათვის. იმისათვის, რომ გარდაქმნათ აივანი კომფორტულ სივრცედ, რომელიც უძლებს უამონდობას, აბსოლუტურად უსაფრთხოა და უზრუნველყოფს თქვენი შვილის აივანზე ყოფნისას მის დაცულობას, შეიძლება, გამოიყენოთ ისეთი მისაღები და იაფი გადაწყვეტა, როგორიც არის პოლიკარბონატი. პოლიკარბონატის აივნები ეს არის კარგი ალტერნატივა აივნების “შემინივისა” და დაცულობისა. ხშირად ხდება ისე, რომ ნებისმიერი სახის კონსტრუქციის ხანგრძლივი შემინიანების პროცესი ნადგურდება ერთ წამში. უხერხული მოძრაობა, ძალდატანების გაუთვლელობა – და მინა ტყდება ან იფარება ბზარებით. ყველა ეს უსიამოვნება იწვევს დროის, ემოციურ და მატერიალურ დანახარჯებს. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღევანდელ რეალობაში მინა ყოველდღიურად ძვირდება, ე.ი აუცილებელია სასწრაფოდ გამოვუნახოთ ალტერნატივა, რომელიც ყველა ვარიანტში საუკეთესო გამოსავალი იქნება.
     დიდხნიანი ძიებნა არ დაგჭირდებათ, ვინაიდა და რადგანაც გამჭირვალე პოლიკარბონატი -კარგი, მეტიც, საუკეთესო არტერნატივაა. მას უამრავი საუკეთესო თვისება აქვს, რომლებიც გამჭირვალე პოლიკარბონატს ქმნიან მინის რეალურ კონკურენტად.
     პოლიკარბონატი ძალიან მტკიცეა. მისი სიმტკიცე 10-ჯერ აღემატება ნებისმიერი სახის მინის სიმტკიცეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გამჭირვალე პოლიკარბონატით შესაძლებელია ისეთი კონსტრუქციების შემინვა, რომლებიც ექვემდებარებიან მაღალ მექანიკურ დატვირთვას. გამჭვირვალე პოლიკარბონატს აქვს მაღალი შუქგამტარიანობის უნარი და სიმდგრადე მაღალი ტემპერატურისადმი. შუქგამტარიანობის მაჩვენებელი აღწევს 86%, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოლიკარბონატი სპეციალური დამცავი ფენის წყალობით იდეალურად აკავებს ულტრაიისფერ სხივებს, რომელიც მავნეა ჯანმრთელობისთვის. პირველი – ულტრაიისფერი სხივების მანეიტრალებლების არსებობა უშუალოდ მასალის მასაში და მეორე- პოლიკარბონატის ფირფიტის ზედაპირზე დატანებული დამცავი ფენა – ეს მასალის კოზირია!
     გამჭირვალე პოლიკარბონატი პლასტიკურია. მას გადაღუნვის მეთოდვით შეიძლება მივცეთ ნებისმიერი სირთულის ფორმა, ამასთან ერთად, პოლიკარბონატი ადვილად დასამუშავებელი და დასამონტაჟებელია, ამიტომ სხვადასხვა სირთულისა და გეომეტრიის კონსტრუქციებისთვის მისწრებაა.



პოლიკარბონატი

ფერადი პოლიკარბონატი

     ფერადი პოლიკარბონატი მზადდება ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიებით, ექსტრუზიის მეთოდის, პოლიკარბონატის სპეციალური პიგმენტური გრანულების გამოყენების ხარჯზე. პროდუქტის ფერი არის მკვეთრი და მიიღწევა ფირფიტის ზედა და ქვედა კედლების სპეციალური შეერთებით. ღირს ავღნიშნოთ, რომ არსებობს რამდენიმე განსაკუთრებულობა ფერადი პოლიკარბონატის, როგორიცაა სიმტკიცე მექანიკურ ზემოქმედებაზე და შუქგამტარიანობა. მასალის შემადგენლობა უზრუნველყოფს პოლიკარბონატის სიმყარეს ულტრაიისფერი სხივებისადმი, ქიმური ზემოქმედებისადმი და გარე თერმოიზოლაციისადმი. – 40 გრადუსიდან +120 გრადუსამდე – მასალა ინარჩუნებს ჩამოთვლილ მახასიათებლებს უცვლელად. ფერადი პიჭური პოლიკარბონატის ასორტიმენტი შედგება სხვადასხვა ზომის ფირფიტებისგან.


     თანამედროვე ბაზარზე ფერადი პოლიკარბონატი ძალზედ პოპულარულია, ვინაიდან მშენებლებმა შეძლეს, შეეფასებინათ მისი უნიკალური თვისებები და შესრულების საშუალებები. მასალის გამოყენება შესაძლოა სრულიად განსხვავებულ სამშენებლო სამუშაოებში მათი მრაველფეროვანი ფერთა გამის დამსახურებით, კერძოდ კი ავტოსადგომების ასაშენებლად, ფასადების და ვიტრინების გასაფორმებლად, გამოსაფენი ბანერების დასამზადებლად, სათბურების ასაგებად და ა.შ. სხვა უამრავი ობიექტების დასამზადებლად.
     პოლიკარბონატის კონსტრუქციებს ხშირად იყენებენ დიზაინში, ვინაიდან ის უსაფრთხო და გრძელვადიანია. არსებობს უამრავი მიზეზი, რათა სამუშაოების შესასრულებლად მივმართოდ სწორედ ამ მასალას, ის მყარია, პლასტიკურია და კარგად ინახავს ტემპერატურას. სხვადასხვა ფერის პოლიკარბონატი საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ სასურველ შედეგს მინიმალური ფინანსური დანახარჯებით. ეს მასალა არის მსუბუქი, საიმედო და უსაფრთხო.

პოლიკარბონატი

როგორ ამოვარჩიოთ პოლიკარბონატი?

     როგორ ამოვარჩიოთ პოლიკარბონატი? ამ კითხვით ყოველდღიურად მოგვმართავენ მომხმარებლები. დღეისათვის იყიდება დიდი რაოდენობით სხვადასხვა ბრენდის პოლიკარბონატი, ყველა მათგანს აქვს განსხვავებული ფასი, ხარისხი, გარეგნული იერი და ფერთა გამა. სწორედ ამიტომ, რათა დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, გადავწყვიტეთ, გავაცნოთ მომხმარებელს ამ მასალის ფასებისა და ხარისხის სეგმენტი.
     კომპანია ულტრამარინის მიერ სპეცილიზიარებულია პოლიკარბონატის წარმოების ხუთი სტანდარტი, სისქით: 16მმ, 10მმ, 8მმ, 6მმ და 4მმ. ყველა ამ სისქის ფირფიტებს აქვთ თავიანთი ობიექტური სეგმენტი და ფუნქციონალური დანიშნულება:
პოლიკარბონატი

  • 16 მმ – დიდი ტერიტორიის ობიექტებისათვის: შენობის სახურავებისთვის, სტაციონალური ფარდულებისთვის, ავტოსადგურებისთვის და ავტოსადგომებისთვის – გათვალისწინებულია დიდი დატვირთვისთვის.
  • 10 მმ – ვერტიკალური ზედაპირის მთლიანი შეფუთვა: სათბურები, აუზები, სპორტული ობიექტები, ხმისდამცავი ბარიერებისთვის ავტომაგისტრალებზე.
  • 8 მმ – მანქანის ფარდულებისთვის, პარმაღის სახურავისთვის, ღობეებისთვის, მცირეთაღოვანი ჭერისთვის, ტიხრებისთვის;
  • 6 მმ – ფანჩატურები, პარმაღის სახურავები, ავტობუსის გაჩერების ფარდულები, აივნების და ვიტრაჟების შეფუთვა-გადახურვა;
  • 4 მმ – ფარდულები, სარეკლამო კონსტრუქციები (ბანერები, ვიტრინები და პავილიონები) გადატიხვრები სააბაზანოსა და საშხაპეში, შეკიდული ჭერისთვის;
  •      ყურადღება! პოლიკარბონატის ფირფიტები არ წარმოადგენენ გადასახურ მასალას საცხოვრებელი შენობებისთვის და მოსაწყობ მასალას – ხალხის საევაკუაციო მარშრუტებისთვის.
         კომპანია ულტრამარინში წარმოდგენილია ცნობილი ბრენდის – Rainbow-ს პოლიკარბონატი შემდეგ სტანდარტულ ფერებში: თეთრი, ყავისფერი, მწვანე, გამჭვირვალე, ვერცხლისფერი, ლურჯი და წითელი. ამასთან ერთდად, შეგვიძლია, შეკვეთი არსებობის შემთხვევაში მოგაწოდოთ სხვა ფერთა გამის მატარებელი პოლიკარბონატი.
    პოლიკარბონატი
         მასალის ფირფიტების ევროპული სტანდარტის სიმჭიდროვე უფლებას აძლევს კომპანიაში წარმოდგენილ პოლიკარბონატს დამაჯერებლად დაიკავოს თავისი ადგილი ანალოგიური დონის მასალებთან უმაღლეს ეშელონში. ეს ძალიან ხარისხიანი მასალაა, გამოყენების ვადაა 15 წელი. პოლიკარბონატის არჩევისას თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ – მისი ხარისხი დადასტურებულია ყველაზე კარგი ნედლეულის და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო მასალის ექსპლუატაციის ვადა – საუკეთესო არგუმენტია პოლიკარბონატის სასარგებლოდ მისი შერჩევის დროს.
         მას შემდეგ, რაც პოლიკარბონატის Rainbow-ს ბრენდი იქნა წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე, მყისიერად დაიკავა ლიდერის პოზიცია, როგორც მასალის ხერისხში, ისე ეკონომიურ სეგმენტში. მისი სიმსუბუქე ერთ-ერთი დადებითად განმასხვავებელი თვისებაა დანარჩენ მასალებთან შედარებით, რაც განსაკუთრებით დაფასდა თანაბრად, როგორც ურბანულ ნაწილში, ისე სასოფლო პირობებში.
         სოფლის პირობების გათვალისწინებით, მასალა უკონკურენტოა სათბურის ასაგებად. ის საუკეთესოდ ინარჩუნებს მიკროკლიმატს, წნეხს (გამოწვეულს ბუნებრივი პირობებით).მასალა შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რის ხარჯზეც, მას აქვს უნარი ორთქლისა და მისგან წარმოქმნილი წვეთების შთანთქმის. რეკომენდაციით 10 მმ-იანი ფიჭური პოლიკარბონატი – ეს არის მაღალი მოსავალის საწინდარი მთელი წლის განმავლობაში, ასევე უტყუარი გარანტია იმისა, რომ თქვენი მოსავალი დაცულია მავნე ულტრაიისფერი სხივებისაგან.
         P.S. ყველაზე მთავარი პირობა პოლიკარბონატის გამოყენების ხანგრძლივობისთვის არის შენახვის, გადატანისა და მონტაჟის ყველა წესის დაცვა.

    პოლიკარბონატი

         კომპანია ულტრამარინის მიერ ბაზარზე მოწოდებული პოლიკარბონატის სახით წარმოდგენილია მრავალშრიანი სტრუქტურირებული მულტიფუნქციური მასალა. მასალის ერთმანეთთან დამაგრება, რომელიც ხორციელდება დამატებითი კონსტრუქციული პროფილების ხარჯზე, საშუალება სიძლევა, პოლიკარბონატის თითოეული ფურცელი საიმედოდ დაკავშირდეს მეზობელ ფურცელთან ისეთ გეომეტრიულ ზედაპირებზეც კი, როგორებიცაა ტრაპეცია, სამკუთხედი და ა.შ., თანაც ისე, რომ მასალა არ კარგავს თავის გამძლეობასა და სიმკვირივეს.
         პოლიკარბონატის მასალა გამოირჩევა თბოიზოლაციის არაჩვეულებრივი მაჩვენებლით. ასევე განსაკუთრებით კარგად უძებს ქარს (ძლიერ ქარსაც!), თოვლის წნეხს და სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს.
    არსებობს ორი (2) ტიპის პოლიკარბონატი:

  • მონოლითური
  • ფიჭისებრი




  •      მონოლითური პოლიკარბონატი
         ლითური ან მონოლითური ტიპის პოლიკარბონატი – ესაა უფერო, ხსიტი პლასტიკური პოლიმერი, რომელიც თავდაპირველად წარმოებაში გრანულების სახით ჩაეშვა. ესაა ყველაზე გამჭვირვალე მასალა ფურცლოვან პოლიმერულ მასალებში. მონოლთური პოლიკარბონატის უმთავრესი მახასიათებელი თვისებაა მისი პოტიკური გამჭვირვალობა (დაახლებით 90%). წარმოიდგინეთ, მისი გამძლეობა 200-ჯერ აღემატება ჩვეულებრივი მინის გამძლეობას. სხვა მასალებთან შედარებით, მონოლუთურ პოლიკარბონატს პოსტოლეტის ტყვიაც კი ვერ აზიანებს 10 მმ-ის მანძლიდან. ესაა მასალა, რომელიც გარეგნულად მოგაგონებთ მინას და გამძლეობით არაფრით ჩამოუვარდება ფოლადს!
         კონსტრუქციები პოლიკარბონატისგან
         თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში ძალიან სწრაფად შემოვიდა პოლიკარბონატის მასალით კონსტრუქციების მოწყობა. ისინი შეიძლება შეგხვდეს პრაქტიკულად ყველგან, ეს არის სახურავები საცხოვრებელი სახლის შესასვლელებში, ფარდულები ტრანსპორტის გაჩერებებთან, სარეკლამო ბილბორდები, გამჭირვალე სახურავები სტადიონებსა და ბაზრებზე, ტიხრები ოფისში, აივნები მრავალსართულიან კორპუსებზე და ა.შ. უსასრულოდ შეიძლება ჩამოვთვალოთ პოლიკარბონატის კონსტრუქციების გამოყენების მაგალითები. პოლიკარბონატის ასეთი პოპულარობა შეიძლება აიხსნას მხოლოდ მისი უნიკალური მახასიათებლებით.
         ფიჭური პოლიკარბონატის კონსტრუქციით შეიძლება ჩაანაცვლოთ სტანდარტული მინის და მეტალის კონსტრუქციები. იდეალურად მცირე წონა და სიმყარე გარანტიას იძლევა შექმნათ იდეალური სახურავები, ტიხრები ან კედლები, რომლებიც გაუძლებს მექანიკურ და დეფორმირებად დატვირთვას. არსებული საყრდენები განიცდიან ნაკლებ დატვირთვას მინის წონასთან შედარებით, ამიტომაც პოლიკარბონატის ქვეშ მეტალოკონსტრუქციებზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება. ამასთან ერთად, არ არის საჭირო ამწე მძიმე ტექნიკის გამოყენება.
         ატმოსფერული ნალექების მიმართ სიმდგრადე საშუალებას იძლევა, დაამზადოთ ფარდულები და პარმაღის სახურავები, რომლებიც მოგემსახურებათ მრავალი წელი. დაუშვებელია, არ მივაქციოთ ყურადგება პოლიკარბონატის გარეგნულ იერ-სახეს. სახურავი შესასვლელთან გამოიყურება ბევრად ესთეტიურად, ვიდრე მეტალის დაჟანგული ფარდული.
         პოლიკარბონატი კარგად ფანტავს სინათლეს, რაც საშუალებას იძლევა შექმნათ შეუზღუდავი, შუქგამტარი კონსტრუქციები. ამასათან ერთად, იმდენად მაღალია კონსტრუქციის სიმყარე, რომ ჩაქუჩის დარტყმაც კი პრაქტიკულად არ ტოვებს კვალს ზედაპირზე. პოლიკარბონატის ეს თვისება წარმატებით გამოიყენება სასათბურე მეურნეობაში, სამოქალაქო მშენებლობასა და განსაკუთრებით, ადამიანების თავშეყრის ადგილებში, სადაც შეიძლება მოხდეს შემთხვევითი ან განზრახული პოლიკარბონატის ფირფიტის ზედაპირის დაზიანება.
         თუკი მოგეწონათ მასალის ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები და შესაძლოებლობები, მაშინ პოლიკარბონატის კონსტრუქციის აგება მხოლოდ დროის საკითხია, რაშიც ჩვენი გამოცდილი ჯგუფი დაგეხმარებათ. პოლიკარბონატის კონსტრუქციას შეუძლია განახორციელოს თქვენი ყველაზე თამამი და ორიგინალური იდეა.

    პოლიკარბონატი

         რა არის პოლიკარბონატი?

         პოლიკარბონატი (იგივე კარბოლუქსი) – ესაა პლასტიკური პოლიმერი, რომლის უპირატესობები არის მონტაჟის სიმარტივე, ხარისხის პრემიუმ კლასი და ხელმისაწვდომი ფასი. აღნიშვნას იმსახურებს მასალის ძირითადი მახასიათებლები:

  • მასალის სიმსუბუქე – პოლიკარბონატი იწონის 16-ჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე მინა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს სათბურის საყრდენ კონსტრუქციებზე;
  • დარტყმისადმი გამძლეობა – პოლიკარბონატი 200-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე მინა. მისი ზედაპირი დაცულია ყოველგვარი ნაკაწრებისა და ბზარებისგან. ის უძლებს ქარისა და თოვლის დატვირთვას, რაც თანაბრად ანაწილებს საყრდენი კოსტრუქციების დატვირთვას.
  • თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებელი – პოლიკარბონატს გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აქვს თბოგამტარობის წინააღმდეგ, ვიდრე მინას, რაც იძლევა ენერგიის შემცირებას გათბობასა და გაგრილებაზე 50%-მდე;
  • შუქგამტარიანობის მაღალი რეზულტატი – მასალის გამჭვირვალობის კოეფიციენტი შეადგენს 86%-ს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ იყენებს შუქჩრდილს;
  • ტემპერატურული დიაპაზონი – -40-დან +120 გრადუსი – ესაა პოლიკარბონატის მასალის ტემპერატურული დიაპაზონი, რაც მასალას უკონკურენტოს ხდის სხვადასხვა კლიმატური პირობებისთვის;
  • ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა – პოლიკარბონატის ზედაპირი დაცულია ულტრაიისფერი სხივებისგან. სპეციალური ფენა, რომელიც გარედან ეკვრის მასალას, ბოლომდე უზრუნველყოფს მავნე გამოსხივებისაგან თავდაცვას, ექსპლუატაციის მრავალი წლის განმავლობაში;
  • საექსპლუატაციო ვადა – კომპანია ულტრამარინის მიერ მოწოდებულ პოლიკარბონატის მასალას აქვს გარანტიის 15 (თხუთმეტ) წლიანი ვადა. თქვენ საიმედოთ ხართ დაცული!
  •      

    იხილეთ პოლიკარბონატის მასალის გამოყენების ამსახველი გალერეა:


         პოლიკარბონატის მოქნილობის წყალობით, სათბურის ასაგებად გაწეული დროის დანახარჯი იქნება გაცილებით შედეგიანი და მცირე, ვიდრე მინასთან მუშაობისას. ამ უნიკალური მასალის დახმარებით, თქვენ შეძლებთ ააგოთ ნებისმიერი სირთულისა თუ ზომის სათბური. ის უძლებს სხვადასხვა სახის დეფორმაციებსა და გადაღუნვას. კომპანია ულტრამარინი აღმოგიჩენთ ნებისმიერი სახის დახამრებას სათბურის აგება-მოწყობის კუთხით. რკინა-კონსტრუქციები და პოლიკარბონატის უნიკალური მასალა იდეალური შენაერთია თქვენი სათბურის მწყობრში მოსაყვანად, და 15 წლიანი საექპლუატაციო ვადა – ეს დასტურია, თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რამხელა ეკონომიას აკეთებთ ძვირადღირებული მინისა და დაუცველი პოლიეთილენის პარკის ჩანაცვლებით.

    პოლიკარბონატის გამოყენების მარტივი ვიდეო-მაგალითი, სადაც ჩანს მასალის აწყობის სიმარტივე.

    ულტრამარინის სოც-ქსელი: