ფერადი პოლიკარბონატი | კომპანია ულტრამარინი | სარეკლამო კომპანია | გარე რეკლამის დამზადება | ფასადის მოპირკეთება | პოლიკარბონატი | კარბოლუქსი | კომპაქტ ლამინატი | ბანერის დამზადება | ლაითბოქსის დამზადება | მანათობელი ასოები | სარეკლამო ასოები | რეკლამა საქართველოში | რეკლამა
0% განვადების
პირობები

კონტაქტი:
აკაკი წერეთლის 87ბ
(+995) 599 35-30-99
info@ultramarin.ge
სამუშაო საათები:
10:00 - 18:00
მთავარი გვერდი ფერადი პოლიკარბონატი

პოლიკარბონატი

ფერადი პოლიკარბონატი

     ფერადი პოლიკარბონატი მზადდება ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიებით, ექსტრუზიის მეთოდის, პოლიკარბონატის სპეციალური პიგმენტური გრანულების გამოყენების ხარჯზე. პროდუქტის ფერი არის მკვეთრი და მიიღწევა ფირფიტის ზედა და ქვედა კედლების სპეციალური შეერთებით. ღირს ავღნიშნოთ, რომ არსებობს რამდენიმე განსაკუთრებულობა ფერადი პოლიკარბონატის, როგორიცაა სიმტკიცე მექანიკურ ზემოქმედებაზე და შუქგამტარიანობა. მასალის შემადგენლობა უზრუნველყოფს პოლიკარბონატის სიმყარეს ულტრაიისფერი სხივებისადმი, ქიმური ზემოქმედებისადმი და გარე თერმოიზოლაციისადმი. – 40 გრადუსიდან +120 გრადუსამდე – მასალა ინარჩუნებს ჩამოთვლილ მახასიათებლებს უცვლელად. ფერადი პიჭური პოლიკარბონატის ასორტიმენტი შედგება სხვადასხვა ზომის ფირფიტებისგან.


     თანამედროვე ბაზარზე ფერადი პოლიკარბონატი ძალზედ პოპულარულია, ვინაიდან მშენებლებმა შეძლეს, შეეფასებინათ მისი უნიკალური თვისებები და შესრულების საშუალებები. მასალის გამოყენება შესაძლოა სრულიად განსხვავებულ სამშენებლო სამუშაოებში მათი მრაველფეროვანი ფერთა გამის დამსახურებით, კერძოდ კი ავტოსადგომების ასაშენებლად, ფასადების და ვიტრინების გასაფორმებლად, გამოსაფენი ბანერების დასამზადებლად, სათბურების ასაგებად და ა.შ. სხვა უამრავი ობიექტების დასამზადებლად.
     პოლიკარბონატის კონსტრუქციებს ხშირად იყენებენ დიზაინში, ვინაიდან ის უსაფრთხო და გრძელვადიანია. არსებობს უამრავი მიზეზი, რათა სამუშაოების შესასრულებლად მივმართოდ სწორედ ამ მასალას, ის მყარია, პლასტიკურია და კარგად ინახავს ტემპერატურას. სხვადასხვა ფერის პოლიკარბონატი საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ სასურველ შედეგს მინიმალური ფინანსური დანახარჯებით. ეს მასალა არის მსუბუქი, საიმედო და უსაფრთხო.

ულტრამარინის სოც-ქსელი: