Featured | კომპანია ულტრამარინი | სარეკლამო კომპანია | გარე რეკლამის დამზადება | ფასადის მოპირკეთება | პოლიკარბონატი | კარბოლუქსი | კომპაქტ ლამინატი | ბანერის დამზადება | ლაითბოქსის დამზადება | მანათობელი ასოები | სარეკლამო ასოები | რეკლამა საქართველოში | რეკლამა
კონტაქტი:
აკაკი წერეთლის 87ბ
info@ultramarin.ge
(+995) 599 35-30-99
მთავარი გვერდი Featured
Featured posts

პოლიკარბონატი

ფერადი პოლიკარბონატი

     ფერადი პოლიკარბონატი მზადდება ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიებით, ექსტრუზიის მეთოდის, პოლიკარბონატის სპეციალური პიგმენტური გრანულების გამოყენების ხარჯზე. პროდუქტის ფერი არის მკვეთრი და მიიღწევა ფირფიტის ზედა და ქვედა კედლების სპეციალური შეერთებით. ღირს ავღნიშნოთ, რომ არსებობს რამდენიმე განსაკუთრებულობა ფერადი პოლიკარბონატის, როგორიცაა სიმტკიცე მექანიკურ ზემოქმედებაზე და შუქგამტარიანობა. მასალის შემადგენლობა უზრუნველყოფს პოლიკარბონატის სიმყარეს ულტრაიისფერი სხივებისადმი, ქიმური ზემოქმედებისადმი და გარე თერმოიზოლაციისადმი. – 40 გრადუსიდან +120 გრადუსამდე – მასალა ინარჩუნებს ჩამოთვლილ მახასიათებლებს უცვლელად. ფერადი პიჭური პოლიკარბონატის ასორტიმენტი შედგება სხვადასხვა ზომის ფირფიტებისგან.


     თანამედროვე ბაზარზე ფერადი პოლიკარბონატი ძალზედ პოპულარულია, ვინაიდან მშენებლებმა შეძლეს, შეეფასებინათ მისი უნიკალური თვისებები და შესრულების საშუალებები. მასალის გამოყენება შესაძლოა სრულიად განსხვავებულ სამშენებლო სამუშაოებში მათი მრაველფეროვანი ფერთა გამის დამსახურებით, კერძოდ კი ავტოსადგომების ასაშენებლად, ფასადების და ვიტრინების გასაფორმებლად, გამოსაფენი ბანერების დასამზადებლად, სათბურების ასაგებად და ა.შ. სხვა უამრავი ობიექტების დასამზადებლად.
     პოლიკარბონატის კონსტრუქციებს ხშირად იყენებენ დიზაინში, ვინაიდან ის უსაფრთხო და გრძელვადიანია. არსებობს უამრავი მიზეზი, რათა სამუშაოების შესასრულებლად მივმართოდ სწორედ ამ მასალას, ის მყარია, პლასტიკურია და კარგად ინახავს ტემპერატურას. სხვადასხვა ფერის პოლიკარბონატი საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ სასურველ შედეგს მინიმალური ფინანსური დანახარჯებით. ეს მასალა არის მსუბუქი, საიმედო და უსაფრთხო.

პოლიკარბონატი

როგორ ამოვარჩიოთ პოლიკარბონატი?

     როგორ ამოვარჩიოთ პოლიკარბონატი? ამ კითხვით ყოველდღიურად მოგვმართავენ მომხმარებლები. დღეისათვის იყიდება დიდი რაოდენობით სხვადასხვა ბრენდის პოლიკარბონატი, ყველა მათგანს აქვს განსხვავებული ფასი, ხარისხი, გარეგნული იერი და ფერთა გამა. სწორედ ამიტომ, რათა დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, გადავწყვიტეთ, გავაცნოთ მომხმარებელს ამ მასალის ფასებისა და ხარისხის სეგმენტი.
     კომპანია ულტრამარინის მიერ სპეცილიზიარებულია პოლიკარბონატის წარმოების ხუთი სტანდარტი, სისქით: 16მმ, 10მმ, 8მმ, 6მმ და 4მმ. ყველა ამ სისქის ფირფიტებს აქვთ თავიანთი ობიექტური სეგმენტი და ფუნქციონალური დანიშნულება:
პოლიკარბონატი

  • 16 მმ – დიდი ტერიტორიის ობიექტებისათვის: შენობის სახურავებისთვის, სტაციონალური ფარდულებისთვის, ავტოსადგურებისთვის და ავტოსადგომებისთვის – გათვალისწინებულია დიდი დატვირთვისთვის.
  • 10 მმ – ვერტიკალური ზედაპირის მთლიანი შეფუთვა: სათბურები, აუზები, სპორტული ობიექტები, ხმისდამცავი ბარიერებისთვის ავტომაგისტრალებზე.
  • 8 მმ – მანქანის ფარდულებისთვის, პარმაღის სახურავისთვის, ღობეებისთვის, მცირეთაღოვანი ჭერისთვის, ტიხრებისთვის;
  • 6 მმ – ფანჩატურები, პარმაღის სახურავები, ავტობუსის გაჩერების ფარდულები, აივნების და ვიტრაჟების შეფუთვა-გადახურვა;
  • 4 მმ – ფარდულები, სარეკლამო კონსტრუქციები (ბანერები, ვიტრინები და პავილიონები) გადატიხვრები სააბაზანოსა და საშხაპეში, შეკიდული ჭერისთვის;
  •      ყურადღება! პოლიკარბონატის ფირფიტები არ წარმოადგენენ გადასახურ მასალას საცხოვრებელი შენობებისთვის და მოსაწყობ მასალას – ხალხის საევაკუაციო მარშრუტებისთვის.
         კომპანია ულტრამარინში წარმოდგენილია ცნობილი ბრენდის – Rainbow-ს პოლიკარბონატი შემდეგ სტანდარტულ ფერებში: თეთრი, ყავისფერი, მწვანე, გამჭვირვალე, ვერცხლისფერი, ლურჯი და წითელი. ამასთან ერთდად, შეგვიძლია, შეკვეთი არსებობის შემთხვევაში მოგაწოდოთ სხვა ფერთა გამის მატარებელი პოლიკარბონატი.
    პოლიკარბონატი
         მასალის ფირფიტების ევროპული სტანდარტის სიმჭიდროვე უფლებას აძლევს კომპანიაში წარმოდგენილ პოლიკარბონატს დამაჯერებლად დაიკავოს თავისი ადგილი ანალოგიური დონის მასალებთან უმაღლეს ეშელონში. ეს ძალიან ხარისხიანი მასალაა, გამოყენების ვადაა 15 წელი. პოლიკარბონატის არჩევისას თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ – მისი ხარისხი დადასტურებულია ყველაზე კარგი ნედლეულის და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო მასალის ექსპლუატაციის ვადა – საუკეთესო არგუმენტია პოლიკარბონატის სასარგებლოდ მისი შერჩევის დროს.
         მას შემდეგ, რაც პოლიკარბონატის Rainbow-ს ბრენდი იქნა წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე, მყისიერად დაიკავა ლიდერის პოზიცია, როგორც მასალის ხერისხში, ისე ეკონომიურ სეგმენტში. მისი სიმსუბუქე ერთ-ერთი დადებითად განმასხვავებელი თვისებაა დანარჩენ მასალებთან შედარებით, რაც განსაკუთრებით დაფასდა თანაბრად, როგორც ურბანულ ნაწილში, ისე სასოფლო პირობებში.
         სოფლის პირობების გათვალისწინებით, მასალა უკონკურენტოა სათბურის ასაგებად. ის საუკეთესოდ ინარჩუნებს მიკროკლიმატს, წნეხს (გამოწვეულს ბუნებრივი პირობებით).მასალა შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რის ხარჯზეც, მას აქვს უნარი ორთქლისა და მისგან წარმოქმნილი წვეთების შთანთქმის. რეკომენდაციით 10 მმ-იანი ფიჭური პოლიკარბონატი – ეს არის მაღალი მოსავალის საწინდარი მთელი წლის განმავლობაში, ასევე უტყუარი გარანტია იმისა, რომ თქვენი მოსავალი დაცულია მავნე ულტრაიისფერი სხივებისაგან.
         P.S. ყველაზე მთავარი პირობა პოლიკარბონატის გამოყენების ხანგრძლივობისთვის არის შენახვის, გადატანისა და მონტაჟის ყველა წესის დაცვა.

    პოლიკარბონატი

         კომპანია ულტრამარინის მიერ ბაზარზე მოწოდებული პოლიკარბონატის სახით წარმოდგენილია მრავალშრიანი სტრუქტურირებული მულტიფუნქციური მასალა. მასალის ერთმანეთთან დამაგრება, რომელიც ხორციელდება დამატებითი კონსტრუქციული პროფილების ხარჯზე, საშუალება სიძლევა, პოლიკარბონატის თითოეული ფურცელი საიმედოდ დაკავშირდეს მეზობელ ფურცელთან ისეთ გეომეტრიულ ზედაპირებზეც კი, როგორებიცაა ტრაპეცია, სამკუთხედი და ა.შ., თანაც ისე, რომ მასალა არ კარგავს თავის გამძლეობასა და სიმკვირივეს.
         პოლიკარბონატის მასალა გამოირჩევა თბოიზოლაციის არაჩვეულებრივი მაჩვენებლით. ასევე განსაკუთრებით კარგად უძებს ქარს (ძლიერ ქარსაც!), თოვლის წნეხს და სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს.
    არსებობს ორი (2) ტიპის პოლიკარბონატი:

  • მონოლითური
  • ფიჭისებრი




  •      მონოლითური პოლიკარბონატი
         ლითური ან მონოლითური ტიპის პოლიკარბონატი – ესაა უფერო, ხსიტი პლასტიკური პოლიმერი, რომელიც თავდაპირველად წარმოებაში გრანულების სახით ჩაეშვა. ესაა ყველაზე გამჭვირვალე მასალა ფურცლოვან პოლიმერულ მასალებში. მონოლთური პოლიკარბონატის უმთავრესი მახასიათებელი თვისებაა მისი პოტიკური გამჭვირვალობა (დაახლებით 90%). წარმოიდგინეთ, მისი გამძლეობა 200-ჯერ აღემატება ჩვეულებრივი მინის გამძლეობას. სხვა მასალებთან შედარებით, მონოლუთურ პოლიკარბონატს პოსტოლეტის ტყვიაც კი ვერ აზიანებს 10 მმ-ის მანძლიდან. ესაა მასალა, რომელიც გარეგნულად მოგაგონებთ მინას და გამძლეობით არაფრით ჩამოუვარდება ფოლადს!
         კონსტრუქციები პოლიკარბონატისგან
         თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში ძალიან სწრაფად შემოვიდა პოლიკარბონატის მასალით კონსტრუქციების მოწყობა. ისინი შეიძლება შეგხვდეს პრაქტიკულად ყველგან, ეს არის სახურავები საცხოვრებელი სახლის შესასვლელებში, ფარდულები ტრანსპორტის გაჩერებებთან, სარეკლამო ბილბორდები, გამჭირვალე სახურავები სტადიონებსა და ბაზრებზე, ტიხრები ოფისში, აივნები მრავალსართულიან კორპუსებზე და ა.შ. უსასრულოდ შეიძლება ჩამოვთვალოთ პოლიკარბონატის კონსტრუქციების გამოყენების მაგალითები. პოლიკარბონატის ასეთი პოპულარობა შეიძლება აიხსნას მხოლოდ მისი უნიკალური მახასიათებლებით.
         ფიჭური პოლიკარბონატის კონსტრუქციით შეიძლება ჩაანაცვლოთ სტანდარტული მინის და მეტალის კონსტრუქციები. იდეალურად მცირე წონა და სიმყარე გარანტიას იძლევა შექმნათ იდეალური სახურავები, ტიხრები ან კედლები, რომლებიც გაუძლებს მექანიკურ და დეფორმირებად დატვირთვას. არსებული საყრდენები განიცდიან ნაკლებ დატვირთვას მინის წონასთან შედარებით, ამიტომაც პოლიკარბონატის ქვეშ მეტალოკონსტრუქციებზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება. ამასთან ერთად, არ არის საჭირო ამწე მძიმე ტექნიკის გამოყენება.
         ატმოსფერული ნალექების მიმართ სიმდგრადე საშუალებას იძლევა, დაამზადოთ ფარდულები და პარმაღის სახურავები, რომლებიც მოგემსახურებათ მრავალი წელი. დაუშვებელია, არ მივაქციოთ ყურადგება პოლიკარბონატის გარეგნულ იერ-სახეს. სახურავი შესასვლელთან გამოიყურება ბევრად ესთეტიურად, ვიდრე მეტალის დაჟანგული ფარდული.
         პოლიკარბონატი კარგად ფანტავს სინათლეს, რაც საშუალებას იძლევა შექმნათ შეუზღუდავი, შუქგამტარი კონსტრუქციები. ამასათან ერთად, იმდენად მაღალია კონსტრუქციის სიმყარე, რომ ჩაქუჩის დარტყმაც კი პრაქტიკულად არ ტოვებს კვალს ზედაპირზე. პოლიკარბონატის ეს თვისება წარმატებით გამოიყენება სასათბურე მეურნეობაში, სამოქალაქო მშენებლობასა და განსაკუთრებით, ადამიანების თავშეყრის ადგილებში, სადაც შეიძლება მოხდეს შემთხვევითი ან განზრახული პოლიკარბონატის ფირფიტის ზედაპირის დაზიანება.
         თუკი მოგეწონათ მასალის ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები და შესაძლოებლობები, მაშინ პოლიკარბონატის კონსტრუქციის აგება მხოლოდ დროის საკითხია, რაშიც ჩვენი გამოცდილი ჯგუფი დაგეხმარებათ. პოლიკარბონატის კონსტრუქციას შეუძლია განახორციელოს თქვენი ყველაზე თამამი და ორიგინალური იდეა.

    კომპაქტ ლამინატი

         კომპაქტ ლამინატის ფასადის პანელი არის იდეალური მასალა ფასადის მოპირკეთებისთვის. დაკიდული ვენტილირებადი ფასადები, რომლებიც მოპირკეთებულია კომპაქტ ლამინატის მასალით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ფასადის სტაბილურობას. კომპაქტ ლამინატიპანელების კორექტული მონტაჟის და შემდგომი ექსპლუატაციისთვის, აუცილებელია, შეიქმნას საჰაერო სავენტილაციო კამერა უშუალოდ პანელების უკან, 20-30 მმ დაშორებით კედლიდან, რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყოფს ჰაერის ცირკულაციას ვერტიკალური მიმართულებით. სავენტილაციო ფასადი პანელებით ქმნის სითბურ-საჰაერო ბარიერს შენობასა და ქუჩას შორის.
         კომაქტ ლამინატში გადაწყვეტილი დაკიდული ვენტილირებადი ფასადები სარგებლობენ მთელი რიგი უპირატესობებით. ვენტილირებადი ფასადები საიმედოდ იცავენ კედლებს ნალექებისგან და ტემპერატურული ცვლილებებისგან. კომპაქტ ლამინატის ვენტილირებად პანელებს გამოირჩევიან ინდივიდუალურობით.



    კომპაქტ ლამინატი
         

    პანელების სისქის და მიმაგრების ბიჯის დამოკიდებულების ცხრილი:

         სისქე (მმ)
          8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22;
         მიმაგრების წერტილებს შორის მანძილი (მმ)
          -600, – 800, -1000;
         

    კომპაქტ ლამინატიკომპაქტ ლამინატი












         

    ფარული დამაგრების წერტილები, სადაც მონტაჟი ხორციელდება სპეციალური ალუმინის მიმმართველით

    კომპაქტ ლამინატი
    კომპაქტ ლამინატი
         კომპაქტ ლამინატის ინტერიერის პანელები მოითხოვს ვენტილირებადი საჰაერო კამერების შექმნას პანელების უკან, შესაძლებელია ხილვადი და ფარული დამაგრების ვარიანტები.
    კომპაქტ ლამინატი
         ინტერიერის პანელების მონტაჟი ასევე შეიძლება ერთკომპონენტიანი ელასტიკური წებოს საშუალებით, კომპაქტ ლამინატიSikaBond–T2 პოლიურეთანის საფუძველზე და ორმხრივი წებოვანი ლენტის გამოყენებით Sikatack Panel Band- ის მიერ სპეციალურად მომზადებულ ხის ან ალუმინის მიმმართველებზე, თვითმჭრელი ხრახნების კედელზე მიმაგრების ხარჯზე.
    კომპაქტ ლამინატი
         1 – წებოს და ლენტის მდებარეობა დაწებების წინ;
         2 – დაწებება ხის ყავარზე (ე.წ. აბრეშოტკაზე).
    კომპაქტ ლამინატი
         1 – გაწმინდეთ ზედაპირი მტვრის და ნაგვისგან;
         2/3 მიაწებეთ წებოვანი ლენტი მეორე მხარეს პრიალას (“პლიონკის”) მოუხსნელად და ლენტის გვერდითა ხაზზე წაუსვით წებო;
         4 – მოხსენით პრიალა (“პლიონკა”) ლენტის მეორე მხრიდან;
         5 – მიაწებეთ პანელი.
    კომპაქტ ლამინატი
         

    ფასადის და ინტერიერის მონტაჟისთვის განკუთვნილი დამატებით პანელები:

    კომპაქტ ლამინატიკომპაქტ ლამინატი
         კომპაქტ ლამინატის კარკასული კონსტრუქცია მეტალის მიმმართველებით, ასევე სპეციალური მიმმართველებით, რომელთა ფორმისა და ზომების ვარირება შეიძლება თავისებურებების და ნიუანსების მიხედვით.
         

    ხრახნები და ბეტონის ლურსმნები:

    კომპაქტ ლამინატიკომპაქტ ლამინატიკომპაქტ ლამინატი

    კომპაქტ ლამინატის დაწებების ინსტრუქცია:

         კომპაქტ ლამინატის მიწებება უნდა მოხდეს ისეთ ატმოსფერულ პირობებში, სადაც გაძლიერებული არაა ნალექისა და სიცხის მიმოცვლა. შეწებებისთვის საჭირო მასალების გამოყენება უნდა მოხდეს შემდეგ ტემპერატურულ დიაპაზონში +5°С-დან +35°С-მდე. გაითვალისიწინეთ, რომ დაუშვებელია, მასალის მონტაჟის შემდეგ უახლოესი 5 საათის განმავლობაში ტემპერატურის დაცემა +5°С-ზე ქვემოთ. ეს აუცილებლად იქონიებს მასალის მიმაგრების ხარისხიანობაზე გავლენას. შეწებებული ელემენტების (პანელებისა და ბაზის) ტემპერატურა უნდა იყოს 3°С-ით მეტი, რათა თავიდან ავიშოროთ კონდენსაცია და მასალების დანამვა.

    დასაწები ზედაპირის მომზადება

         პანელებისა და ბაზური ნაწილების შეწებების წინ, კომპაქტ ლამინატიაუცილებელია დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და მასალის ზედაპირი გავწმინდოთ. დავრწმუნდეთ, რომ ზედაპირი არ არის გაპოხილი და არის მშრალი. გაითვალისიწინეთ, რომ შეწების მომენტიდან გაშრობამდე აუცილებელია იზოლირებულ იქნას მასალა მტვირსა და სხვა გარეგანი სიბუნძურეებისგან.

    წინასწარ უნდა დამუშავდეს თხელი სახეხი ქაღალდით, რის შემდეგაც:

    ალუმინის ბაზა

    კომპაქტ ლამინატი

  • გადაუსვით Sika Cleaner 205-ით გაჟღენთილი ქსოვილი;
  • გაშრობის დრო – 10 წუთი;
  • ფუნჯის გამოყენებით გადაუსვით Sika Primer 210-ის გრუნტი;
  • გაშრობის დრო – 30 წუთი.





  • კომპაქტ ლამინატი

    ფოლადის ბაზა
  • გადაუსვით Sika Cleaner 205-ით გაჟღენთილი ქსოვილი;
  • გაშრობის დრო – 10 წუთი;
  • ფუნჯის გამოყენებით გადაუსვით Sika Primer 204-ის გრუნტი;
  • გაშრობის დრო – 30 წუთი.
  • ხის ბაზა

    კომპაქტ ლამინატი

  • გაწმინდეთ ზედაპირი;
  • ფუნჯის გამოყენებით გადაუსვით Sika Primer 3;
  • გაშრობის დრო – 30 წუთი.








  • კომპაქტ ლამინატი

    ბეტონის ბაზა
  • გაასუფთავეთ ზედაპირი მტვრისა და ძველი საღებავისგან;
  • ფუნჯის გამოყენებით გადაუსვით Sika Primer 3-ის გრუნტი;
  • გაშრობის დრო – 30 წუთი.





  • კომპაქტ ლამინატი

    პანელის წინასწარი დამუშავება
  • პანელის ზედაპირი უნდა იყოს სუფთა და მშრალი;
  • ზონა, რომელიც გამოყოფილია დასაწებლად უნდა დამუშავდეს თხელი სახეხი ქაღალდით.;
  • გაშრობის დრო – 10 წუთი;
  • ფუნჯის გამოყენებით გადაუსვით Sika Primer 215-ის გრუნტი;
  • გაშრობის დრო – 30 წუთი.
  • კომპაქტ ლამინატი

    შეწებება

         კიდეების პარალელურად, ვერტიკალურ პლანკების მთელ სიგრძეზე მიაკარით ფიქსირებადი ლენტი SikaTack-Panel Tape. დამცავი შრე არ მოხსნათ. SikaBond-T2-ს წებოსთვის გამოიყენეთ სპეციალური სამკუთხატუჩიანი დამხმარე (მონაცემები: სიგანე – 8 მმ, სიმაღლე – 10 მმ). წებო დაასხით არანარკლებ 5 მმ დაშორებაზე ფიქსირებული ლენტიდან და მასალის კუთხოვანი ნაპირიდან.

    კომპაქტ ლამინატი

    დამაგრება

    კომპაქტ ლამინატი
         მასალას მოხსენით SikaTack-Panel Tape-ის ფიქსირებული ლენტი და წებოს დაადეთ ისე, რომ ლამინატი დაფიქსირდეს სწორად, ამასთან ერთად არ შეეხოს ლენტმოხსნილ SikaTack-Panel Tape-ს. ასწორებთ მასალას და ძლიერად აწვებით ფიქსირებულ ლენტს. პანელის დაწებება უნდა მოხდეს ფიქსირებული ლენტის დასმიდან არაუგვიანეს 10 წუთში.



    კომპაქტ ლამინატი

    პოლიკარბონატი

         რა არის პოლიკარბონატი?

         პოლიკარბონატი (იგივე კარბოლუქსი) – ესაა პლასტიკური პოლიმერი, რომლის უპირატესობები არის მონტაჟის სიმარტივე, ხარისხის პრემიუმ კლასი და ხელმისაწვდომი ფასი. აღნიშვნას იმსახურებს მასალის ძირითადი მახასიათებლები:

  • მასალის სიმსუბუქე – პოლიკარბონატი იწონის 16-ჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე მინა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს სათბურის საყრდენ კონსტრუქციებზე;
  • დარტყმისადმი გამძლეობა – პოლიკარბონატი 200-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე მინა. მისი ზედაპირი დაცულია ყოველგვარი ნაკაწრებისა და ბზარებისგან. ის უძლებს ქარისა და თოვლის დატვირთვას, რაც თანაბრად ანაწილებს საყრდენი კოსტრუქციების დატვირთვას.
  • თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებელი – პოლიკარბონატს გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აქვს თბოგამტარობის წინააღმდეგ, ვიდრე მინას, რაც იძლევა ენერგიის შემცირებას გათბობასა და გაგრილებაზე 50%-მდე;
  • შუქგამტარიანობის მაღალი რეზულტატი – მასალის გამჭვირვალობის კოეფიციენტი შეადგენს 86%-ს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ იყენებს შუქჩრდილს;
  • ტემპერატურული დიაპაზონი – -40-დან +120 გრადუსი – ესაა პოლიკარბონატის მასალის ტემპერატურული დიაპაზონი, რაც მასალას უკონკურენტოს ხდის სხვადასხვა კლიმატური პირობებისთვის;
  • ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა – პოლიკარბონატის ზედაპირი დაცულია ულტრაიისფერი სხივებისგან. სპეციალური ფენა, რომელიც გარედან ეკვრის მასალას, ბოლომდე უზრუნველყოფს მავნე გამოსხივებისაგან თავდაცვას, ექსპლუატაციის მრავალი წლის განმავლობაში;
  • საექსპლუატაციო ვადა – კომპანია ულტრამარინის მიერ მოწოდებულ პოლიკარბონატის მასალას აქვს გარანტიის 15 (თხუთმეტ) წლიანი ვადა. თქვენ საიმედოთ ხართ დაცული!
  •      

    იხილეთ პოლიკარბონატის მასალის გამოყენების ამსახველი გალერეა:


         პოლიკარბონატის მოქნილობის წყალობით, სათბურის ასაგებად გაწეული დროის დანახარჯი იქნება გაცილებით შედეგიანი და მცირე, ვიდრე მინასთან მუშაობისას. ამ უნიკალური მასალის დახმარებით, თქვენ შეძლებთ ააგოთ ნებისმიერი სირთულისა თუ ზომის სათბური. ის უძლებს სხვადასხვა სახის დეფორმაციებსა და გადაღუნვას. კომპანია ულტრამარინი აღმოგიჩენთ ნებისმიერი სახის დახამრებას სათბურის აგება-მოწყობის კუთხით. რკინა-კონსტრუქციები და პოლიკარბონატის უნიკალური მასალა იდეალური შენაერთია თქვენი სათბურის მწყობრში მოსაყვანად, და 15 წლიანი საექპლუატაციო ვადა – ეს დასტურია, თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რამხელა ეკონომიას აკეთებთ ძვირადღირებული მინისა და დაუცველი პოლიეთილენის პარკის ჩანაცვლებით.

    პოლიკარბონატის გამოყენების მარტივი ვიდეო-მაგალითი, სადაც ჩანს მასალის აწყობის სიმარტივე.

    კომპაქტ ლამინატი | კომპაქტ ლამინატის დამზადება | კომპაქტ ლამინატი შეღავათიან ფასად

    კომპაქტ ლამინატის ტექნიკური დეტალები:

         ჰაერის ცურკულაცია:
         ჰაერის ეფექტური მიმოცვლა განუწყვეტლივ უნდა მიმდინარეობდეს XCL (ექსტერიერის ლამინატის) HPL პანელის ლამინატს და შენობის საფარს შორის. კომპაქტ ლამინატიშუალედები, რომლებიც რჩება ღია ვენტილაციის საუკეთესო წყაროს წარმოადგენს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას ამოვსებული რაიმე სახის მასალით. შენობის კედელს და პანელს შორის მანძილი უნდა იყოს 20-30მმ, რაც აიოლებს ჰაერის ცირკულაციას ვერტიკალური მიმართულებით. იცავს შენობის კედლებს ნალექების ზეგავლენისაგან, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისაგან.

         სივრცის გაფართოება:
         ატმოსფერული ტენიანობის განსხვავებული მაჩვენებელი, როგორც წესი, იწვევს XCL ზომებში მინიმალურ ცვლილებას. ნესტიანი ამინდის პირობებში, მასალა ოდნავ იწევს ფორმაში, ლოგიკურია, მშრალი ამინდის პირობებში, HPL მინიმალურად (თვალისთვის შეუმჩნევლად) ახდენს შემცირებისკენ ცვლილებებს. კომპაქტ ლამინატიაღსანიშნავია, რომ ტენიანობა და სიშრალე ყოველთვის პროგნოზირებად ცვლელებებს არ იძლევა. შესაძლოა, მასალამ მშრალი პირობების გარემოცვაში, გაბარიტული შემცირების ნაცვლად, ზომა საპირისპირო მიმართულებით იცვალოს. შესაბამისად, აუცილებელი და მკაცრად მოთხოვნადი პირობაა სივრცის გამოყოფა მასალის ფირფიტებს შორის. ეს უკანასკნელი, ყოველგვარ ზედმეტ თავსატეხს მოგაშრებთ თავიდან. მუნდშტუკების დიამეტრი, რომელიც გაბურღულია სპეციალურად ხრახნებისთვის, ჭანჭიკებისა და მოქლონებისთვის, უნდა იყოს 2-3 მმ-თი დიდი, ვიდრე თავად ხრახნი. სახრახნისის ყველა ფარული სისტემა უნდა განთავსდეს უშუალოდ კონსტრუქციის კარკასზე. აღსანიშნავია, რომ გრუნტით გამაგრების დროს არ გამოიყენება სილიკონი.

         შეერთების ადგილები:
         დანამასტაკის ფისის (ე.წ. მასტიკის) წებო უნდა დაესხას უწყვეტ ნაკადად მასალის ნაპირიდან 2 სმ-ზე და არაუმეტეს 5 სმ-მდე ხრახნების მდებარეობის კუთხესთან. კომპაქტ ლამინატიმოქლონისა და ხრახნის დისტანცია უნდა იყოს მინიმუმ 20 მმ. ხრახნების, რომლებიც სისტემაშია გაშვებული და ზედაპირზე არ ჩანს, დაშორება წარმოადგენს 80 მმ-მდე მანძილს.

         მოქლონისა და ხრახნის სისტემა:
         6 და 10 მმ-იანი პანელებისთივს ხრახნი საჭიროა. ეს სისტემა ასევე გამოიყენება თანამედროვე მაღალსართულიანი შენობების წებვადი სისტემის მხარდასაჭერად, რომელიც ერთი-ორად ზრდის შენობის სიმდგრადეს. კომპაქტ ლამინატიშეერთებისა და ვერტიკალური პროფილების სივრცეები დიდად ჩამოჰგავს წებვად სისტემას. შეერთების ღია ადგილები, რომლებიც დედალ-მამალი შემაერთებლებითაა წარმოდგენილი, როგორც წესი, გამოიყენება შეერთების წერილებში. საბურღი მუნდშტუკი მასალის ცენტრში იგივე დიამეტრითაა ღია, რა ზომაც მოქლონს გააჩნია. სხვა ყველა დანარჩენი ხვრელი ღიაა 3 მილიმეტრით ფართოდ, ვიდრე მოქლონისა და ხრახნის დიამეტრი, რაც თავიდან იშორებს იმ რისკს, რომელიც შესაძლოა დაუშვას ტემპერატურულმა გარემომ – ნესტმა თუ სიმშრალემ. საბურღი ხვრელების მოწყობა უნდა მოხდეს მინიმუმ 20 მმ-ს დისტანციით მასალის კუთხიდან.

         ფურცლების სისქე:

    • 6 მმ, 8 მმ, 10 მმ;

         მინიმალური დისტანცია ხვრელებიდან მასალის კუთხემდე:

  • 20-10 მმ, 20-80 მმ, 20-100 მმ;
  •      მაქსიმალური დისტანცია ხვრელების სიგანეებს შორის:

  • 450 მმ, 600 მმ, 750 მმ;
  •      მაქსიმალური დისტანცია ხვრელების სიგრძეებს შორის:

  • 550 მმ, 750 მმ, 900 მმ;

  •      კარკასის განფენილობა:
         კარკასის შემადგენელი ნაწილების განფენილობა დამოკიდებულია კომპატ ლამინატის სისქეზე. 6 მმ-ის სისქისთვის, კარკასის ვერტიკალური სივრცე უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 550 მმ-ს. კომპაქტ ლამინატისაქარე დატვირთვა უნდა იყოს გათვლილი ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვითა და უშუალოდ ობიექტის მოცულობით (სიმაღლით). საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ელემენტები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ფირფიტის ცენტრსა და ზურგის ნაწილში.

         სისტემის დამაგრება (ჩამოკიდება) დაფარული სამაგრებით:
         სისტემა შესაფერისია 8 მმ, 10 მმ და 13 მმ სისქის ექსტერიერის პანელებისთვის. კომპაქტ ლამინატივინაიდან და რადგანაც, სამაგრი ელემენტები ჩახრახნილია პანელის ზურგში, ის არ ჩანს წინა მხარეს. მიმდიანარე სისტემა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო დამცავ საშუალებად მაღალი შენობებისათვის, რაც ასევე საშუალებას იძლევა რეგულირებადი გახდეს შენობაზე მასალის ინსტალაცია.

         მონტაჟი:
         მონტაჟის დროს, რეკომენდირებულია სათითაოდ აწიოთ მასალა, რათა არ დაიკაწროს ზედაპირი.კომპაქტ ლამინატი

         გარემო-პირობებთან თავსებადობა:
         HPL პანელს არ გააჩნია არავითარი მავნე თვისება, რომელმაც შესაძლოა რაიმე სახის ზიანი მიაყენოს გარემოს და სიცოცხლეს. კომპაქტ ლამინატიმასალის 80% წარმოადგენს ქაღალდის ცელულოზის (უჯრედისის) ბოჭკოებს, ხოლო დანარჩენი 20% – ფისს, რომელიც ასევე არ შეიცავს მავნე ქიმიურ დანამატებს. ქაღალდი, რომელიც მაღალის წნევის გარემოში გამოიყენება ლამინატის დასამზადებლად, მიღებულია სპეციალურად ტყეებიდან აღებული ხის ნედლი მასალისგან.

    HPL (მაღალი წნევის ქვეშ დაპრესილი ლამინატი) პანელის: რეზიუმე


         HPL პანელი ესაა მაღალი წნევის სტრუქტურის მქონე ლამინატი, რომელიც შედგება ფისში ამოვლებული რამდენიმე ფენის მქონე კრაფტ-ქაღალდისაგან და მერყეობს 2-დან 25 მმ-მდე სისქეში. მისი ორივე ზედაპირის დეკორატიულობა საშუალება სიძლევა მასალა გახდეს უკონკურენტო ისეთ სფეროში მოსახმარად, როგორიცაა შენობის ექსტერიერი, ინტერიერი: ავეჯი, საპირფარეშოს კაბინები, კედილს პანელები, ლაბორატორიული დანიშნულების ინვენტარი და ა.შ. – აქ შეზღუდვები არ არსებობს!

    კომპაქტ-ლამინატი

         ფასადის კომპაქტ ლამინატი გამოიყენება, როგორც ფასადის ვენტილირების მასალა. მისი სხვადასხვა ზომის შესაძლებლობა საუკეთესო საშუალებას იძლევა მასალის ოპტიმიზირებისათვის. მასალა წარმოდგენილია სპეციალური, 3 სახის სისქისა და ამავე რაოდენობის დეკორის სახით, რომლებიც სპეციალურად ამ აპლიკაციისათვის შეიქმნა.
         ფენოლის ბირთვი: – ესაა ფენოლის ფისში ამოვლებული კრაფტის ქაღალდი;
         დეკორატიული ქაღალდის ფურცლები, რომლებიც წარმოდგენილია სპეციალურად გარე მოხმარების პირობებისათვის, მასალის დაცვის მაქსიმალური გარანტიით.


         ზომები:

  • 1220 x 2440 მმ;
  • 1220 x 3050 მმ;
  • 1300 x 3050 მმ (ფერების არჩევის შესაძლებლობით);

  •      სიმკვრივე:

  • 6, 8 & 10 მმ;

  •      Décor::

  • Same DÉCOR both sides / One side as required

  •      Finish::

  • SF (სპეციალური ფერები მოთხოვნის მიხედვით)

  •      Standards:

  • Complying to EN 438-6
  • ხის ფასადი

    კომპაქტ ლამინატი

    კომპაქტ ლამინატი ხისებრი ფაქტურით

    კომპაქტ ლამინატი ექსტერიერისათვის:

         ექსტერიერის კომპაქტ ლამინატი, როგორც სახელწოდება გვეუბნება, წარმოადგენს იდეალურ, გარე გამოყენების მქონე მასალას, რომელიც დამზადებულია კრაფტისა და დეკორატიული ქაღალდისაგან. ეს უკანასკნელი მზადდება მაღალ ტემპერატურულ დიაპაზონში წნეხის ხარჯზე. ფისი, რომელშიც მასალა ამოივლება, სრული გარანტიაა კომპაქტ ლამინატის ეროზიისგან დასაცავად. იმის გათვალისწინებით, რომ მასალას თან ერთვის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფენა, ფასადის მოსაწყობად შეუცვლელი და უკონკურენტოა.

         გაეცანით კომპაქტ ლამინატის უპირატესობებს:

  • დეკორატიულობა;
  • ამინდისადმი მდგრადობა;
  • ნაკაწრებისადმი გამძლეობა;
  • სხვადასხვა ხსნადებისადმი ამტანიანობა;
  • მასალის მოვლის სიმარტივე;
  • დარტყმაგამძლეობა;
  • კარგი თბოიზოლაცია;
  • ცეცხლგამძლეობა;
  • სიმსუბუქე;
  • სიმყარე;
  • ინსტალაციისა და შემდგომი მოვლის სიმარტივე;
  • ხმის იზოლაციის მაღალი მაჩვენებელი;
  • კონდინცირების დაბალი ხარჯები;