ბანერის დამზადება

    14144
    ბანერის დამზადება, ბანერები და ბრენდმაუზერები

    ბანერი წარმოადგენს სარეკლამო ხასიათის გამოსახულებას ან/და ტექსტურ ბლოკს, რომელიც წარმოდგენილია მომსახურების ფართო, მკვეთრი და ადვილად აღსაქმელი აღწერილობით. თამამად შეგვიძლია ის თქვენი კომპანიის სახედ მივიჩნიოთ! სწორედ რომ ბანერი უზრუნველყოფს იმ პირველად შთაბეჭდილებებს, რომლებიც უჩნდება პოტენციურ კლიენტს კომპანიის გაცნობისას. ბანერი ზედმიწევნით ზუსტად უნდა ასახავდეს იმ სარეკლამო შეთავაზებას, რისი მიწოდებაც დევს კომპანიის მხრიდან გადადგმულ მარკეტინგულ ნაბიჯში – გვახსოვდეს, რომ ლამაზი ფოტოების ხარჯზე ვერავის გულის მოთბობას ვერ შეძლებთ!
    ბანერი სტრუქტურულად არ უნდა იყოს დაულაგებელი, მასზე დატანილი ტექსტი უნდა იყოს კარგად წაკითხვადი და ადვილად აღსაქმელი. მისმა ხილვამ პოტენციურ მომხმარებელში უნდა აღძრას დადებითი განწყობა – ეს ბუმერანგის პრინციპით უკან უბრუნდება თავად კომპანიას უშუალო კლიენტის სახით. მისი ნაირგვარობა პირდაპირი დამოკიდებულია დამკვეთისა თუ რეკლამის განმხორციებლის ფანტაზიაზე – ამ მხრივ შეზღუდვები არ არსებობს.  მისაღებია, ბანერზე განსათავსებელი ტექსტი იყოს რამდენიმე ენაზე შესრულებული, მოკლედ აღწერდეს კომპანიას, მის სლოგანსა თუ/და სამუშაო სფეროს, ასევე ხაზგასმით იყოს წარმოდგენილი ის სარეკლამო მესიჯი, რომელიც პოტენციური კლიენტისთვის მზადდება – ყველაფერი ეს ნორმის ფარგლებში – ზედმეტად გადატვირთულ ტექსტს, დიდი შანსია, საერთოდ არ დაუთმონ ყურადღება.

    ბრენდმაუერი- ეს არის დიდი ზომის რეკლამა. ძირითადად შენობების კედლებზე განათავსებენ.
    მზადდება ბანერის მასალისაგან, რომელზეც ნებისმიერი სარეკლამო გამოსახულება შეიძლება დაიტანოთ. ასევე უყენდება განათება. მონტაჟისთვის აუცილებელია მზიდი მანქანა ან ალპინისტისათვის განკუთვლილი მოწყობილობები.

    კაფე-ბარები, სხვადასხვა გასართობი ადგილები, რესტორნები, კინო-თეატრები, სასტუმროები და ა.შ. მთელი რიგი ობიექტები – ბანერის გამოყენების ეს ადგილი მანამ შეუზღუდავია, სანამ არსებობს ადამიანი და მისი საქმიანობისა და ინტერესის სფერო!
    ახლა გავიგოთ ბანერის დამზადებისა და ექსპლუატაციის პირობები: ბანერის კომპოზიტური სტრუქტურის გათვალისწინებით ის შეიძლება დამზადდეს პოლიესტერის (Polyester) ძაფისგან, ფართოფორმატიანი ბეჭდვის საშუალებით. მისი რეზოლუცია ძირითად შემთხვევებში მერყეობს  360-720 dpi , 1440 dpi ან/და 2880 dpi გაფართოებებში. ასეთი ზომის ბანერები, როგორც წესი, კვადრატულ ზომებად იყოფა და შემდგომი შეწებების ხარჯზე ერთიენდება.
    ხანმოკლე პრეზენტაციებისა და სეზონური ტიპის აქციების ფარგლებში პლაკატის სახით წამოდგენილი ბანერი საუკეთესო გამოსავალია. ეს უკანასკნელი შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს: – ერთჯერადი და მრავალჯერადი. პირველი – სავაჭრო ხასიათის რეკლამებში (დროებითი სტენდების დახმარებით ქუჩებში, ბაღებსა და ტავშეყრის სხვა ადგილებში). რაც შეეხება მრავალჯერადი გამოყენების ბანერებს, ბუნებრივია, მისი ფართო ფორმატი რეკლამირების მეტ საშუალებას იძლევა. ასეთ შემთხვევაში, მის სტილსა და დიზიანზე მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო – იქნება ეს შრიფტი, წარწერა  – მასზე აუცილებლად უნდა იყოს დაცული რეკლამის განთავსების ფორმაც და სტილიც. რამდენადაც ცნობილია, რეკლამაში, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახით მიეწოდება მომხმარებელს, დაცული უნდა იყოს რამდენიმე მუდმივა – რეკლამის აგების პრინციპი.

    [gravityform id=”9″ title=”true” description=”true”]