მაღაზიების ინტერიერი

    3784

    როგორც წესი, მაღაზიის მფლობელს მოეთხოვება არამარტო კარგი გარე რეკლამა, არამედ ლამაზი და მყუდრო ინტერიერი, სადაც მყიდველი თავს კომფორტულად იგრძნობს თავს. ამ დროს ძალიან მნივნელოვანია ორიგინალური სტილის გამოკვეთა. ჩვენი შესაძლებლობები არ შემოიფარგლება მხოლოდ რეკლამით, ეს არის მომსახურების მთელი კომპლექტი სავაჭრო ცენტრის იატაკის გაფორმებიდან , კედლების ორიგინალური დიზაინითა და პროექტით დამთავრებული.

    ინტერიერის მოპირკეთების დროს შესასრულებელი სამუშაოები:
    1) დიზაინი და პროექტი
    2) სივრცისა და ტერიტორიის შესწავლა
    3) სარემონტო სამუშაოები
    4) განათება
    5) ორიგინალური ნივთებით გაწყობა
    6) სარეკლამო ელემენტები ინტერიერში


    ინტერიერში განთავსებული ლამაზი ლოგო, ეს არის აუცილებელი კორპორატიული იმიჯის შესაქმნელად. ინტერიერის ელემენტების დამზადების ხარისხი ბევრად მაღალია ვიდრე ქუჩის რეკლამები.

    ფუდ-კორტები

    ყოველ დიდ სავაჭრო ცენტრში კვების ობიექტებია განთავსებული. ესაა სწრაფი კვება, პიცერია, კაფე, მინი-რესტორანი თუ სხვა. ძირითადად მათ ფუდ-კორტის სახელით იცნობენ.