მოცულობითი ასოების დამზადება

    4511

    sheidzinet ganvadebit
         როდესაც ჯერი გარე რეკლამის დამზადებაზე მიდგება და განსაკუთრებით ისეთ რეკლამაზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, პრემიუმ ხარისხის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, მოცულობითი ასოები თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ამ პირობის გადაჭრის გზას. ის განსაკუთრებით პოპულარულია მისი პრაქტიკული დანიშნულების გამო. როდესაც კომპანიას ჭირდება ფართოფორმატიანი და დიზაინის კუთხით დახვეწილი საფასადე გარე რეკლამა, სწორედ რომ მოცულობით ასოებს შესწევთ უნარი, სწორად და დანიშნულებისამებრ მიიტანონ რეკლამა მომხმარებლამდე.
         მოცულობით ასოები ადვილად შეეთავსება ფონურ ესკიზს და შესაძლებელია, ბოლომდე შეხამდეს წარმოდგენილ დიზაინთან.არაერთი მეთოდი და გზა არსებობს მოცულობითი ასოების გამოსახვისთვის, თუმცა დომინირებს ორი ვარიანტი: ესაა მანათობელი მოცულობითი ასოები და ჩვეულებრივი, მოცულობითი ასოები განათების გარეშე. ვინაიდან ეკონომიურობა და თანხის დაზოგვა არც ისე შორსაა ჩვენი მოთხოვნილებებიდან, ეს ორი ვარიანტი თვისებრივი მახასიათებლეის გარდა, ბუნებრივია, ფასითაც განირჩევიან. მანათობელი მოცულობითი ასოები გაცილებით აღებატება ჩვეულებრივი სახით წარმდგენილ სარეკლამო საშუალებას.









         გარე საფასადე რეკლამის ეს საშუალება ზუსტად მიიტანს თითოეულ პოტენციურ მომხმარებლამდე იმ სარეკლამო “მესიჯს”, რასაც ნერგავთ მოცულობითი ასოების საშუალებით. LED-ტექნოლოგიის დახმარებით, თქვენი რეკლამა თვალში საცემი და ადვილად აღქმადი იქნება შორი მანძილიდანაც კი. აქაც განირჩევა ნათების მეთოდები: არსებობს ზემოხსენებული LED-ტექნოლოგია და Neon-ური ტიპის ნათება, აქაც დიფერენცირება დაშვებულია და LED-ი უპირობო ლიდერია.
         მოცულობითი ასოების დამზადება საჭიროებს დამატებით მასალას. ჰორიზონტალური განლაგების ფორმები მზადდება მაღალი ხარისიხის ალუმინის მასალისგან, ხოლო მისი ძირითადი ნაწილი, გარე ხედი, რომელიც რეკლამის მთვარ როლში გვევლინება, მზადდება აკრილის მინისგან. მისი ფერის გამა მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული – აქ შეზღუდვები არ არსებობს!