საჭრელი პლოტერით მომსახურება

    6157

    პლოტერული ჭრა არის ტექნოლოგია, რომელიც იძლევა მასალიდან გამოსახულების მოცემული კონტურის გასწვრივ ამოჭრის საშუალებას. პლოტერული ჭრის მოწყობილობებს უწოდებენ საჭრელ პლოტერებს (ქატერებს). არსებობენ რამოდენიმე ტიპის პლოტერები, განსხვავდებიან ერთმანეთისგან გაბარიტებით და მასალასთან მუშაობის მეთოდით. ისინი არსებობენ პლანშეტური ტიპის (ამ შემთხვევაში ფირი ფიქსირდება მატარებელზე სტატიკურ მდგომარეობაში, ხოლო მოძრავი დანა ამოჭრის გამოსახულებას მოსანიშნი კონტურის მიხედვით, რულონის ტიპის (მასალა გადაიჭიმება პლოტერით, ხოლო დანა ამოჭრის გამოსახულებას მარცხნივ და მარჯვნივ მოძრაობით) და ლაზერული ტიპის მოწყობილობა იდენტურია პლანშეტურის, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის ჭრის ლაზერის საშუალებით.

        საჭრელ პლოტერებს გააჩნიათ უნარი იმუშაონ მასალების ფართო სპექტრთან, თხელი თვითწებვადი ფირიდან დაწყებული, 1.5 მმ-მდე სისქის გოფრირებული მუყაოთი დამთავრებული. საჭრელი პლოტერების დიდი არჩევანი გაძლევთ საშუალებას შეარჩიოთ მოწყობილობა, რომელიც ზუსტად ემთხვევა თქვენს მოთხოვნებს.პლოტერთან მუშაობა ძალიან მარტივია – უერთებთ მოწყობილობას კომპიუტერს, შემდეგ ქმნით გამოსახულებას და სპეციალური პროგრამის საშუალებით ტვირთავთ მას პლოტერში, ხოლო ის ამოჭრის გამოსახულებას მასალაზე. პლოტერების უმრავლესობას კომპლექტში მოჰყვება გამოყენებითი პროგრამები, რომელბიც ამარტივებენ მომხმარებლის ურთიერთქმედებას მოწყობილობასთან.

    [gravityform id=”11″ title=”false” description=”false”]