ულტრასმალტ პანელი (მომინანქრებული ფოლადის პანელი)

    9446

    ულტრასმალტი (მომინანქრებული ფოლადის პანელი) – შედგება უაღესად მტკიცე მინისებრი მინანქრის საფარისგან, რომელიც დატანილია დეკარბონიზირებულ მეტალის პანელზე ან კალციუმის სილიკატურ ფურცელზე. მსგავს მინისებურ არქიტექტურულ პანელებს, ხშირად გამოიყენებენ კომერციულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთელს მსოფლიოში. ეს მასალა არაჩვეულებრივია ისეთი ადგილებისათვის სადაც ხშირია გარე ზემოქმედებები. მისი ზედაპირი იმდენად ხავერდოვანია, რომ მარტივად არ ედება მტვერი, არ იჩხაპნება და სისუფთავის დიდი ხნით შენარჩუნება მისი კიდევ ერთი პლიუსია.




    შესრულებული პროექტი:

    ულტრასმალტ პანელებით გაკეთებული უნივერსიტეტის მეტროს პროექტი. მომინანქრებული ფოლადის პანელი – სისქე 1.5მმ




    უპირატესობები:

    • შეუზღუდავი ფერები
    • მაღალი გამძელობა
    • მზისგან მედეგობა
    • ცეცხლგამძლე
    • მდგრადი ზედაპირი
    • მრავალფიგუროვანი
    • სპეციფიკური ინსტალაცია
    • ჰიგიენური მახასიათებელი

     

    სად გამოიყენება ულტრასმალტის პანელები?

    ეს პანელები საკმაოდ გამძლეა და მედეგი არის ვანდალური ქმედებებისგან,რაც  გამოიხატება იმაში რომ მასალა არ იკაწრება და არ კარგავს პირველად ფორმას  დიდიხნის განმავლობაში , ამიტომ იდეალური აისეთი გარემოსათვის სადაც დაზიანების რისკის ფაქტორი მაღალია. ფერთა მდგრადობა ეს კიდევ ერთი უპირატესობაა, რომელიც  ამ პანელს სხვა მოსაპირკეთებელ მასალასთან შედარებით გააჩნია. დრო არ იწვევს მის ბუნებრივ გახუნებას და სიპრიალე, რომელიც თავდაპირველად აქვს დროთა განმავლობაში უფრო ლამაზი და  თვალისმომჭრელი ხდება. იგი სპეციფიკური დასამონტაჟებელია და მოჰყვება სპეციალური განკუთვნილი პროფილები. არის ცეცხლგამძლე შეუძლია გაუძლოს 400 გრადუს-ცელსიუსზე მეტ წნევას 2 საათის განმავლობაში. მისი გამოყენება შესაძლებელია შემდეგ სფეროებში:

    • მიწისქვეშა-სადგურები
    • რკინიგზის სადგურები
    • გვირაბები
    • ფასადი
    • შესასვლელები
    • საგზაო ნიშნები
    • ინდუსტრიული
    • ურბანული
    • სამედიცინო