You are currently viewing ლაითბოქსი

ლაითბოქსი

მანათობელი ყუთი იგივე lightbox ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ფორმაა სარკლამო ბიზნესში. ლაითბოქსმა თავისი ადგილი სხვადასხვა ფორმის კორპუსებში ჰპოვეს და ასე შეიქმნა ფერადი, ლამაზი , რეკლამით დატვირთული და განათებული ყუთები. თუკი გნებავთ მკაფიო შთაბეჭდილების მოხდენა ფასადის ამ რეკლამით გაფორმება იდეალური ვარიანტია. იგი კარგად სჩანს ღამეში.
ლაითბოქსზე შესაძლებელია განთავსეს როგორც კონპანიის ლოგოტიპი, ისე საინფორმაციო ხასაიათის ნებისმიერი ტექსტი თუ ფიგურა. ლაითბოქსის შიდა განათება შესაძლებელია იყოს განსხვავებული ტიპის, მათ შორის აღსანიშნავია ფლუორესცენციური და ნეონის ტიპის ნათურები, ისევე როგორც შუქდიოდები.

ლაითბოქსი, როგორც უკვე აღნიშნეთ, გარე რეკლამის ყველაზე „თვალშისაცემი“ სახეობაა. წარმოიდგინეთ, რამხელა “სიკაშკაშეს სძენს ქალაქის ცენტრალურ (და არამარტო ცენტრალურ) ქუჩებს სხვადასხვა შეთავაზებებით წარმოჩენილი რეკლამები. დიდი არჩევანია ლაითბოქსის ზომის წარმოდგენისას: მასიური სარეკლამო დაფები და დიდი საფასადე რეკლამები მისი გამოყენების საუკეთესო გზაა. თვალშისაცემია ღამით განათებული კაფე-ბარების, კლუბების, რესტორნების, სწრაფი კვების ობიექტების, სხვადასხვა გასართობი ობიექტების რეკლამები, რომლებიც „ხარისხიანი“ რეკლამირების ხარჯზე დღითიდღე მეტ მომხმარებელს იზიდავს. ლაითბოქსების სარეკლამო დანიშნულება ვრცელდება როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის პირობებში.
ლაითბოქსი ჩვეულებრივ მზადდება სპეციალური პლასტიკური, მსუბუქი ალუმინის ან მეტალის პროფილის საშუალებით. მანათობელი ყუთის წინა მხარე შესაძლებელია დამზადდეს აკრილის, ორგანული მინის, ფიჭური პოლიკარბონატისა და/ან საბანერე ნაჭრისგან.

  • თხელი, მსუბუქი, მოქნილი;
  • უბრალო ან/და ელეგანტური დიზაინი;
  • ნათელი და გლუვი სარეკლამო შიდა განათება;
  • ფოტოგამოსახულების ადვილად შეცვლა/დამატება;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება;

 

ეკონომ ბოქსი

ეკონომ-ყუთი- ეს არის მანათობელი ყუთების ეკონომიური სერია. მეტალის კორპუსისა და კარკასის გარეშე.

ბოქს ბანერი

თუკი შენობის ფასადზე დიდ, თანაბრად განათებულ რეკლამას ხედავთ, ესეიგი ეს მანათობელი ბანერია. დიდი ზომები და დაბალი კვადრატული მეტრის ფასი. სწორედ ეს უპირატესობა აქვს ამ ტიპის რეკლამას.

მეტალ ბოქსი

ეს არის ყველაზე პოპულიარული ფორმა ქუჩის ჩამოსაკიდ მანათობელ ყუთებში. მეტალის კორპუსში მოთავსებული, კაშკაშა შუქით განათებული რეკლამა თვალს მოსჭრის მომხმარებელს

პლასტმასის ბოქსი

ეს არის მანათობელი ყუთი პლასტმასის კორპუსში და დაგრუნტულ მეტალოკარკასში. გვერდითი პროფილები პლასტმასის (პვხ) 3 ძირითადი ფერისგან არის დამზადებული, აქვს პირდაპირი ან მომრგვალებული კუთხეები.

ალუ-ბოქსი

ეს არის მანათობელი ყუთი ალუმინის კორპუსში.

კონტურული ბოქსი

კონტურული ბოქსი კარგი საშუალებაა ლოგს ან რამე ფორმის გამოსახატავად , მაგალითად პიცერიას შეუძლია დაამზადოს პიცის ფორმის ლაითბოქსი ან სტომატოლოგიურ კლინიკას კბილის ფორმის ლაითბოქსი და ა.შ.

კლიკ-ბოქსი, სურათის სწრაფი შეცვლის რეჟიმით

ეს არის მანთობელი ყუთი ალუმინის კორპუსში, გათვლილია ინფორმაციის სწრაფი და კომფორტული ცვლისათვის. ( აფიშები, მენიუ, განცხადება)

კომპოზიტ-ბოქსი

მანათობელი ყუთები კომპოზიტური ალუმინის პანელებისაგან. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ასოებისა და ლოგოტიპების განათება.

ორმხრივი ლაითბოქსები კრონშტეინებზე

მანათობელი ყუთები კომპოზიტური ალუმინის პანელებისაგან. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ასოებისა და ლოგოტიპების განათება.

სლიმ-ბოქსი

ეს არის ორგვერდიანი ლაითბოქსის ტიპის კედელზე მისამაგრებეი ყუთები, რომელზეც გარკვეული ინფორმაციაა ასახული.

ლუქს-ბოქსი

მანათობელი ყუთი უჟანგავი მეტალი. ელიტური დიზაინი და მკვეთრი ფერები.

მენიუ-ბოქსი / მანათობელი მენიუ

მანათობელი მენიუ (მენიუ-ბორდი) ეს ან მოცულობითი ან ცხრილის სახის ყუთია სადაც ინფორმაცია იცვლება. ძირითადად იყენებენ სწრაფი კვების ობიექტებში. სურათების, კერძების აღწერების და ფასების ცვლილება დღეში რამდენჯერმეა შესაძლებელი.

ინფო ბოქსი

მანათობელი ყუთები გასახსნელი კარებით. ეს არის იდეალური საშუალება იმ დაწესებულებისათვის, რომელთაც ხშირად სჭირდებათ ინფორმაციის ცვლა. (პლაკატები, მენიუ,ანონსები). ასევე შესაძლებელია რეკლამის სპეციალურ ფურცელზე ბეჭდვა.

ტოტემ-მეტალი

ეს არის სპეციალურად გასასვლელებისა და შემოსასვლელებისთვის შექმნილი მანათობელი ყუთები. ორმხრივ-ფასადიანი განათებული დასადგამი რეკლამა გამვლელების ყურადღების მიქცევის იდეალური საშუალებაა.

ტოტემ-ალუმინი

მცირე ზომის დასადგამი მანათობელი ყუთები. იკავებს მინიმალურ ადგილს და აქვს მკაფიო ეფექტი

სხვადასხვა დიზაინების გალერეა

 


[gmedia id=175]