რეკლამა ლათინური სიტყვაა და ქართულად წამოყვირებას ნიშნავს. მართლაც კარგი რეკლამა სიჩუმეში მკაფიოდ წამოყვირებულ ხმას უნდა ჰგავდეს ყველას ყურადღებას რომ მიიპყრობს. რეკლამა არ არის განვითარებული ქვეყნების მონაპოვარი , რომელიც დროის ცვალებადობამ მოიტანა. რეკლამა არის კარგად განვითარებული და დახვეწილი ძველი რომისა და საბერნეთის დაფებზე შემორჩენილი წარწერები, ნახატები და კირით შეთეთრებული განცხადებები.
თანამედროვე რეკლამის წარმომშობად , ვენეციელ გამომცემელ მანუცის მიიჩნევენ. სწორედ მან დაიწყო წიგნების თავფურცელის მაღაზიებში გამოფენა და წიგნის ასეთი სახით პოპულარიზაცია. მე-17 საუკუნეში ბეჭდვის წერა-კითხვის საყოველთაო გავრცელებამ ხელი შეუწყო რეკლამის განვითარებას.
დროთა განმავლობაში რეკლამა იმდენად მომგებიან ბიზნესად გადაიქცა, რომ დამკვეთებს არ ნანებოდათ მასში გაწეული ხარჯები. მონაცემების მიხედვით მე-20 საუკუნეში იტალიაში რეკლამაში დაიხარჯა 2-ჯერ მეტი თანხა, ვიდრე განათლებაში.
პირველი სატელევიზიო რეკლამა საქართველოში 50-იანი წლების ბოლოს გავიდა. ეს იყო სარაჯიშვილის რეკლამა , რომელშიც ბარბარე ბაგრატიონს კონიაკის ბოთლი ეჭირა ხელში.