ვალუტის კურსის მაჩვენებელი ელექტორნული ტაბლოები აქტიურად გამოიყენება საფინანსო და საკრედიტო დაწესებულებებში, რომელიც ასახავს ვალუტის მიმდინარე კურსს სხვადახვა მსხვილ ფულად ერთეულებთან მიმართებაში. კომპანია “ულტრამარინი” გთავაზობთ საუკეთესო პირობებსა და შესაძლებლობებს სავალუტე ტაბლოს გარე და შიდა ინსტალაციისათვის.
დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით არსებობს უამრავი ტიპის სავალუტე ტაბლო, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია ობიექტის შიდა და გარე კომფიგურაციისათვის. თითოეული მათგანი მისი დიზაინითა და ზომებით ასევ ქმნის ცალკე განმასხვავებელ ტიპს. გავეცნოთ თითოეულ მათგანს ახლოდან.
ქუჩაში და განსაკუთრებით, ღამის საათებში, ყველას გვინახავს მოციმციმე ტაბლოები სხვადასხვა ვალუტის ნიშნებითა და ციფრებით – დიახ, ეს სწორედ რომ სავალუტე დაფაა. არსებობს სხვადახხვა პარამეტრი, რომლის მიხედვითაც იწყობა ეს უკანასკნელი. როცა ჯერი შიდა ინტერიერის მოწყობაზე მიდგება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საერთო ტიპის მისაღებია (საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებაში, სასტუმროში ან სხვა დაწესებულებაში), მომხმარებელთა მაქსიმალური კომფორტისათვის დგამენ შემდეგი შესაძლებლობის მქონე ტაბლოებს:
- ტაბლო სავალუტე სიმბოლოების შეცვლის შესაძლებლობით;
- ტაბლო დღის, თვის, წლისა და ამინდის პროგნოზის მაჩვენებლით;
- ტაბლო სხვა კომფიგურაციით, რომელიც არ არღვევს ობიექტის იერსახეს და აკმაყოფილებს ყველა აუცილებელ მოთხოვნას.
დიზაინი – როგორი შეიძლება იყოს ის?
არსებობს დიზაინის იმდენივე შესაძლებლობა, რამდენი კომფიგურაციაც დასაშვებია ტაბლოზე. კორპორატიული ფერის გამა, ორგანიზაციის ლოგოს, შრიფტის, ლოზუნგისა თუ თავად ობიექტის დახალებების გამოყენება – ყველა შესაძლებლობა ერთად ან ცალ-ცალკე, იდეალურს გახდის თქვენს სავალუტო დაფას. ის შეუდარებელია ღამის საათებში პოტენციური კლიენტების მოსაზიდად, ვინაიდან იყენებს მანათბელ შუქჩრდილებს – ექსპერტები პარალელს ავლებენ მანათობელ ყუთებთან, ყურადღების მიქცევის ორიგინალური ხერხია ეს, უდავოდ.
სავალუტო ტაბლო განსაკუთრებულ მოთხოვნებზე გვერდის ავლით შესაძლოა დამზადდეს მწვანე, წითელ, ლურჯ, ყვითელ, თეთრ და სხვა ძირითად ფერებში. მისი მაღალი დონის დაცვის მექანიზმი უზრუნველყოფს მტვირსა და ზედმეტი ნესტისგან კარგად და საიმედოდ შენახვას.
ტექსტური ნაკადს, როგორც მორბენალი სტრიქონის ცვლილება ხდება ინფრა-წითელი დისტანციური მართვის პულტით ან/და კომპიუტერის დახმარებით, რომელიც სპეციალური, მარტივი ინტერფეისი მქონე აპლიკაციით უკავშირდება ტაბლოს. პროგრამული შესაძლებლობები მოიცავს ისეთ ოფციებთან წვდომას, როგორიცაა სავალუტო ტაბლოზე მორბენალი სტრიქონისა თუ სტატიკური ტექსტის სიკაშკაშის მომატება/დაკლება, დროისა და თარიღის რედაქტირება და სხვა მრავალ, თუმცა ფუნქიურად მარტივ შესაძლებლობებთან წვდომას.
კომპანია “ულტრამარინის” მიერ შემოთავაზებულ სავალუტო ტაბლოებზე შესაძლებელია ტაბლოს კონკრეტული შესაძლებლობების ერთდროული ცვლილება, როგორც ორ, ისე ორზე მეტ დაფაზე.
[gmedia id=304]
[gravityform id=”8″ title=”false” description=”true” ajax=”true”]