კომპანია ულტრამარინი გთავაზობთ იოლ და იაფ ხერხს, გარდაქმნათ თქვენი დაწესებულების ფართი (და არამარტო სამუშაო დაწესებულება) ბიზნეს გარემოს შესაბამისად კედლის ვინილის სტიკერებისა და ფართეფორმატიანი სპექტრული ბეჭდვის დახმარებით.
ნებისმიერი საოფისე თუ საცხოვრებელი ფართის მოდერნიზებისა და სამუშაო გარემოს მობილურობისთივს სარეკლამო ინდუსტრიის ექსპერტები თამამად უწევენ რეკომენდაციას წებვად ფირს, ე.წ. სტიკერს. როდესაც საქმე სტიკერის გამოყენების დადებით მხარეზე მიდგება, start Up-ის პროცესსა თუ მცირე შემოსავლების მქონე კომპანიებს უკონკურენტო საშუალება ეძლევათ, მაქსიმალურად სამუშაო გარემოდ გარდაქმნან მიმდინარე ფართები. სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ხარისხის სტიკერის საშუალებით.
[gmedia id=48]
კომპანია ულტრამარინი თავისი სარეკლამო მომსახურებით გულისხმობს ვინილის სტიკერებსაც, რომელიც კარგად ეხამება დეკორატიული ტიპის შპალერებს და ერთი-ორად ალამაზებს გარემოს. სტიკერების ბეჭდვისას დამკვეთი შეზღუდული არ არის, კომპანია ულტრამარინის დახმარებით თქვენ შეძლებთ თქვენივე სურვილით დაბეჭდოთ ნებისმიეირ ფოტო მასალა თუ ფორმატირებული მაკეტი. ყურადსაღებია, რა თქმა უნდა, სტიკერის მოხსნის თემა. ის არ აფუჭებს, არ ტოვებს კვალს და არ ამჩნევს ზედმეტ ნახაზებს იმ ზედაპირს, რომელზეც იყო შესრულებული. გაითვალისწინეთ, რომ სტიკერი უპრობლემოდ ეკვრის ნებისმიერი სირთულის ზედაპირს, ასევე მარტივად ძვრება მას. პროდუქციის ზომა, ფორმატი, ფერადოვნება – უშუალოდ დამკვეთის პრეროგატივაა, ხოლო ჩვენი საქმე პროდუქციის დროულად მოწოდება და ხარისხის გარანტიაა.
კომპანია ულტრამარინი – თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები.