კომპაქტ ლამინატის ფასადის პანელი არის იდეალური მასალა ფასადის მოპირკეთებისთვის. დაკიდული ვენტილირებადი ფასადები, რომლებიც მოპირკეთებულია კომპაქტ ლამინატის მასალით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ფასადის სტაბილურობას. პანელების კორექტული მონტაჟის და შემდგომი ექსპლუატაციისთვის, აუცილებელია, შეიქმნას საჰაერო სავენტილაციო კამერა უშუალოდ პანელების უკან, 20-30 მმ დაშორებით კედლიდან, რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყოფს ჰაერის ცირკულაციას ვერტიკალური მიმართულებით. სავენტილაციო ფასადი პანელებით ქმნის სითბურ-საჰაერო ბარიერს შენობასა და ქუჩას შორის.
კომაქტ ლამინატში გადაწყვეტილი დაკიდული ვენტილირებადი ფასადები სარგებლობენ მთელი რიგი უპირატესობებით. ვენტილირებადი ფასადები საიმედოდ იცავენ კედლებს ნალექებისგან და ტემპერატურული ცვლილებებისგან. კომპაქტ ლამინატის ვენტილირებად პანელებს გამოირჩევიან ინდივიდუალურობით.
პანელების სისქის და მიმაგრების ბიჯის დამოკიდებულების ცხრილი:
სისქე (მმ)
8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22;
მიმაგრების წერტილებს შორის მანძილი (მმ)
-600, – 800, -1000;
ფარული დამაგრების წერტილები, სადაც მონტაჟი ხორციელდება სპეციალური ალუმინის მიმმართველით
კომპაქტ ლამინატის ინტერიერის პანელები მოითხოვს ვენტილირებადი საჰაერო კამერების შექმნას პანელების უკან, შესაძლებელია ხილვადი და ფარული დამაგრების ვარიანტები.
ინტერიერის პანელების მონტაჟი ასევე შეიძლება ერთკომპონენტიანი ელასტიკური წებოს საშუალებით, SikaBond–T2 პოლიურეთანის საფუძველზე და ორმხრივი წებოვანი ლენტის გამოყენებით Sikatack Panel Band- ის მიერ სპეციალურად მომზადებულ ხის ან ალუმინის მიმმართველებზე, თვითმჭრელი ხრახნების კედელზე მიმაგრების ხარჯზე.
1 – წებოს და ლენტის მდებარეობა დაწებების წინ;
2 – დაწებება ხის ყავარზე (ე.წ. აბრეშოტკაზე).
1 – გაწმინდეთ ზედაპირი მტვრის და ნაგვისგან;
2/3 მიაწებეთ წებოვანი ლენტი მეორე მხარეს პრიალას (“პლიონკის”) მოუხსნელად და ლენტის გვერდითა ხაზზე წაუსვით წებო;
4 – მოხსენით პრიალა (“პლიონკა”) ლენტის მეორე მხრიდან;
5 – მიაწებეთ პანელი.
ფასადის და ინტერიერის მონტაჟისთვის განკუთვნილი დამატებით პანელები:
კომპაქტ ლამინატის კარკასული კონსტრუქცია მეტალის მიმმართველებით, ასევე სპეციალური მიმმართველებით, რომელთა ფორმისა და ზომების ვარირება შეიძლება თავისებურებების და ნიუანსების მიხედვით.
ხრახნები და ბეტონის ლურსმნები:
[vc_row_inner][vc_column_inner width=”1/1″][td_text_with_title title=”Contact” style=”style_2″ el_position=”first last” custom_title=”კომპაქტ ლამინატის დაწებების ინსტრუქცია:”]
[/td_text_with_title][/vc_column_inner][vc_row_inner][vc_column_inner width=”1/1″]
კომპაქტ ლამინატის მიწებება უნდა მოხდეს ისეთ ატმოსფერულ პირობებში, სადაც გაძლიერებული არაა ნალექისა და სიცხის მიმოცვლა. შეწებებისთვის საჭირო მასალების გამოყენება უნდა მოხდეს შემდეგ ტემპერატურულ დიაპაზონში +5°С-დან +35°С-მდე. გაითვალისიწინეთ, რომ დაუშვებელია, მასალის მონტაჟის შემდეგ უახლოესი 5 საათის განმავლობაში ტემპერატურის დაცემა +5°С-ზე ქვემოთ. ეს აუცილებლად იქონიებს მასალის მიმაგრების ხარისხიანობაზე გავლენას. შეწებებული ელემენტების (პანელებისა და ბაზის) ტემპერატურა უნდა იყოს 3°С-ით მეტი, რათა თავიდან ავიშოროთ კონდენსაცია და მასალების დანამვა.
დასაწები ზედაპირის მომზადება
პანელებისა და ბაზური ნაწილების შეწებების წინ, აუცილებელია დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და მასალის ზედაპირი გავწმინდოთ. დავრწმუნდეთ, რომ ზედაპირი არ არის გაპოხილი და არის მშრალი. გაითვალისიწინეთ, რომ შეწების მომენტიდან გაშრობამდე აუცილებელია იზოლირებულ იქნას მასალა მტვირსა და სხვა გარეგანი სიბუნძურეებისგან.
წინასწარ უნდა დამუშავდეს თხელი სახეხი ქაღალდით, რის შემდეგაც:
ალუმინის ბაზა
ფოლადის ბაზა
ხის ბაზა
ბეტონის ბაზა
პანელის წინასწარი დამუშავება
შეწებება
კიდეების პარალელურად, ვერტიკალურ პლანკების მთელ სიგრძეზე მიაკარით ფიქსირებადი ლენტი SikaTack-Panel Tape. დამცავი შრე არ მოხსნათ. SikaBond-T2-ს წებოსთვის გამოიყენეთ სპეციალური სამკუთხატუჩიანი დამხმარე (მონაცემები: სიგანე – 8 მმ, სიმაღლე – 10 მმ). წებო დაასხით არანარკლებ 5 მმ დაშორებაზე ფიქსირებული ლენტიდან და მასალის კუთხოვანი ნაპირიდან.
დამაგრება
მასალას მოხსენით SikaTack-Panel Tape-ის ფიქსირებული ლენტი და წებოს დაადეთ ისე, რომ ლამინატი დაფიქსირდეს სწორად, ამასთან ერთად არ შეეხოს ლენტმოხსნილ SikaTack-Panel Tape-ს. ასწორებთ მასალას და ძლიერად აწვებით ფიქსირებულ ლენტს. პანელის დაწებება უნდა მოხდეს ფიქსირებული ლენტის დასმიდან არაუგვიანეს 10 წუთში.