მოცულობითი ასოები, რომლებიც კარგად და მკაფიოდ გამოკვეთენ თქვენი კომპანიის დასახელებას, სარეკლამო სლოგანსა თუ ლოგოტიპს, ერთ-ერთი მთავარი სარეკლამო კომპონენტია, როდესაც ჯერი ბენზინგასამართი სადგურის სარეკლამო კამპანიაზე დადგება. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ასეთი სისწრაფით იზრდება საავტომობილო ინდუსტრია, ბუნებრივია, საჭიროება მოითხოვს ბენზინგასამართი სადგურების არსებობას. გასაკვირი სულაც არაა ის ფაქტი, რომ ასეთი ტიპის დაწესებულებები გადასული არიან 24 საათიან მომსახურებაზე, შესაბამისად, ამ პირობამ ავტომატურად გამოიწვია ობიექტის “თვალშისაცემ” რეკლამირებაზე მოთხოვნა.
[gmedia id=33]
მოციმციმე ნეონური ტიპის ნათურები, შუქრდილიანი შიდა განათებები და მსგავსი თემატიკის სარეკლამო კომპონენტები, რომლებიც ნებისმიერ ობიექტს გახდიან თვალშისაცემს (განსაკუთრებით, ღამის საათებში), თქვენი ბიზნესის წარმატების უკვდავი ფორმულაა. კომპანია ულტრამარინი გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს ბენზინგასამართი სადგურის რეკლამირებისათვის.
საუკეთესო სარეკლამო ვარიანტების შერჩევით, იქნება ეს მოცულობითი ასოები, რომლებიც წინა პლანზე წარმოაჩენენ თქვენ მიერ შეფუთული კომპანიის დასახელებას, სლოგანსა და/თუ ლოგოტიპს, ისევე კარგად შეერწყმება სარეკლამო ბანერებს, როგორც მანათობელ ყუთებს იგივე ლაითბოქსებსა და დამატებით სერვისებში დანერგილ სავალუტო ტაბლოებს.
მიანდეთ თქვენი ბიზნესის სარეკლამო კამპანია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწე კომპანია ულტრამარინს – ჩვენი ხარისხი თქვენი წარმატებისთვის!