დიზაინი და მოდელირება

გრაფიკული დიზაინი არის ფოტოების, შრიფტების, ტექსტებისა და ილუსტრაციების ჰარმონიული განაწილების პროცესი. ნებისმიერი კომპანიისთვის კი დიზაინი წარმოადგენს მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთ მეთოდს. ხშირად მათ გამოიყენებენ ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში პროდუქტის თუ მომსახურების რეკლამირების მიზნით. გამომდინარე აქედან, კარგი დიზაინი უნდა იყოს არამარტო ლამაზი ვიზუალი, არამედ სწორი კომუნიკაციის სტილის გამოყენებით კონკრეტული მესიჯის მატარებელიც.

სარეკლამო დიზაინი

სარეკლამო დიზაინი

სარეკლამო დიზაინი პირველ რიგში კომუნიკაციის საშუალებაა. მისი დახმარებით საგნები თავის თავზე საუბრობენ, ახდენენ თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებების პრეზენტაციას, რომელიც ყოველდღიურმა თვალმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს.

3D დიზაინი

3D დიზაინი

დღესდღეობით ნებისმიერი სივრცის ან საგნის სამგანზომილებიან გრაფიკაში გამოხატვა საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია.თქვენ შეგიძლიათ უამრავი დიზაინის შექმნა ავეჯის,მანქანის ბრენდირების,სუვენირული პროდუქციის,კომერციული პროდქუტის,რეკლამის და ა.შ

ბრენდბუქი

BrandBook

ბრენდბუქი თქვენი ბრენდის იდენტურობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო საშუალებაა, მისი საშუალებით თქვენ ერთ სტილსა და იერსახეს ინარჩუნებთ და უფრო ცნობადი და ადვილად ამოსაცნობი ხდებით.(პრომო და კორპორატიული მასალები)

ავეჯის დიზაინი

ავეჯის დიზაინი

ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სასურველი დიზიანით ფართის შესაბამისი ავეჯის დიზაინი. აწყობილი დიზაინი თქვენ გადმოგეცემათ სამუშაო ფაილის სახით.

ვებ-დიზაინი

ვებ-დიზაინი

ვებ დიზაინის სერვისი გულისხმობს მარტივი საინფორმაციო ვებსაიტის დაგეგმვასა და შექმნას ან არსებული ვებსაიტის (ან ვებ პროგრამის) დიზაინის მოდიფიცირებას, რაც ასევე საკმაოდ ხშირი ამოცანაა.

ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი

ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი

ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი მოიცავს სრულ მომსახურებას: აზომვას და არსებული ფართის სასურველი დიზაინით ათვისებას.

ფოტო მონტაჟი

ფოტომონტაჟი

მისათვის, რომ შენობაზე შეცვალოთ რაიმე დეტალი, დაამონტაჟოთ კონდიციონერი, ჩასვათ ფანჯარა, მოითხოვოთ რეკონსტრუქცია და ა.შ. ეს ყველაფერი საჭიროებს ნებართვას, ნებართვისათვის კი აუცილებელია ფოტომონტაჟის სანებართვო სამსახურში წარდგენა.