მანათობელი ყუთი იგივე lightbox ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ფორმაა სარკლამო ბიზნესში. ლაითბოქსმა თავისი ადგილი სხვადასხვა ფორმის კორპუსებში ჰპოვეს და ასე შეიქმნა ფერადი, ლამაზი , რეკლამით დატვირთული და განათებული ყუთები. თუკი გნებავთ მკაფიო შთაბეჭდილების მოხდენა ფასადის ამ რეკლამით გაფორმება იდეალური ვარიანტია. იგი კარგად სჩანს ღამეში.
ლაითბოქსზე შესაძლებელია განთავსეს როგორც კონპანიის ლოგოტიპი, ისე საინფორმაციო ხასაიათის ნებისმიერი ტექსტი თუ ფიგურა. ლაითბოქსის შიდა განათება შესაძლებელია იყოს განსხვავებული ტიპის, მათ შორის აღსანიშნავია ფლუორესცენციური და ნეონის ტიპის ნათურები, ისევე როგორც შუქდიოდები.
ლაითბოქსი, როგორც უკვე აღნიშნეთ, გარე რეკლამის ყველაზე „თვალშისაცემი“ სახეობაა. წარმოიდგინეთ, რამხელა “სიკაშკაშეს სძენს ქალაქის ცენტრალურ (და არამარტო ცენტრალურ) ქუჩებს სხვადასხვა შეთავაზებებით წარმოჩენილი რეკლამები. დიდი არჩევანია ლაითბოქსის ზომის წარმოდგენისას: მასიური სარეკლამო დაფები და დიდი საფასადე რეკლამები მისი გამოყენების საუკეთესო გზაა. თვალშისაცემია ღამით განათებული კაფე-ბარების, კლუბების, რესტორნების, სწრაფი კვების ობიექტების, სხვადასხვა გასართობი ობიექტების რეკლამები, რომლებიც „ხარისხიანი“ რეკლამირების ხარჯზე დღითიდღე მეტ მომხმარებელს იზიდავს. ლაითბოქსების სარეკლამო დანიშნულება ვრცელდება როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის პირობებში.
ლაითბოქსი ჩვეულებრივ მზადდება სპეციალური პლასტიკური, მსუბუქი ალუმინის ან მეტალის პროფილის საშუალებით. მანათობელი ყუთის წინა მხარე შესაძლებელია დამზადდეს აკრილის, ორგანული მინის, ფიჭური პოლიკარბონატისა და/ან საბანერე ნაჭრისგან.
- თხელი, მსუბუქი, მოქნილი;
- უბრალო ან/და ელეგანტური დიზაინი;
- ნათელი და გლუვი სარეკლამო შიდა განათება;
- ფოტოგამოსახულების ადვილად შეცვლა/დამატება;
- ხელმისაწვდომი ღირებულება;
ეკონომ ბოქსი
ბოქს ბანერი
მეტალ ბოქსი
პლასტმასის ბოქსი
კონტურული ბოქსი
კლიკ-ბოქსი, სურათის სწრაფი შეცვლის რეჟიმით
კომპოზიტ-ბოქსი
ორმხრივი ლაითბოქსები კრონშტეინებზე
სლიმ-ბოქსი
მენიუ-ბოქსი / მანათობელი მენიუ
ინფო ბოქსი
ტოტემ-მეტალი
ტოტემ-ალუმინი
სხვადასხვა დიზაინების გალერეა
[gmedia id=175]