კომპაქტ ლამინატი

    8238
    კომპაქტ ლამინატი

    ყველაფერი კომპაქტ ლამინატის შესახებ:

         კომპანია ულტრამარინის მიერ მოწოდებული კომპაქტ ლამინატი აწყობილია მუყაოს ფენებისგან, რომელიც ამოვლებულია ფისში და გამომშრალია გარკვეულ ტემპერატურულ დიაპაზონში. ეს ფენები, რომლებიც დაპრესილი და გამომშრალია, წარმოდგენილია ლამინირებული სახით. პროცესს, რომელსაც ჰქვია პოლიმერიზაცია, აერთიანებს მათ: იქმნება მყარი, გამძლე პანელი, რომელიც ხდება მედეგი და მტკიცე. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი ქმნის მზა პანელს, რომელიც არის ძლიერი, წყალგამძლე და ექსპლუატაციის მაღალი მაჩვენებლით გამორჩეული, საჭიროებს ძალიან ცოტა მოვლას – იდეალურია მრავალმხრივი გამოყენებისთვის, განსაკუთრებით, კომერციული და საზოგადოებრივი ადგილებისთვის.
          ზემოხსენებული დეტალები პირდაპირ ცხადყოფს მასალის უკონკურენტო შესაძლებლობებს, რაც ნიშნავს, რომ კომპაქტ ლამინატი უბრალოდ შესანიშნავია, პრაქტიკულად შეუზღუდავი ექსტერიერ-ინტერისთვის გამოსაყენებლად. კომპაქტ ლამინატის მასალა შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში, ისეთი ადგილების მოსაწყობად, როგორიცაა შენობის ფასადი – ექსტერიერის სრულად ასათვისებლად, ასევე ინტერიერისათვის – კედელი, ჭერი, იატაკი, ავეჯი (სკამები, მაგიდები, კარებები, საშხაპე კაბინები და ა.შ.) – სფერო, სადაც ვერ გამოიყენებთ კომპაქტ ლამინატს, ფაქტობრივად, არ არსებობს!


          კომპანია ულტრამარინის მიერ სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილი კომპაქტ ლამინატი წარმოადგენს მყარი და ძლიერი ფურცლების გროვას, ფერების ფართო არჩევნით, ზომით 2 მმ–დან 25 მმ–მდე.

    რატომ არის კომპაქტ ლამინატი საუკეთესო ფასადისათვის?

         თავისი სტრუქტურით კომპაქტ ლამინატი გამოირჩევა როგორც ქიმიური, ისე ფიზიკური ზემოქმედებისადმი ამტანიანობით. არის წყალგაუმტარი და აქვს ხმის იზოლაციის მაღალი მაჩვენებელი, რაც მის გამოყენებას, როგორც ექსტერიერში, ფასადისთვის, ისე ინტერიერში, სრული მოწყობისთვის, ხდის უკონკურენტოს. მასალა მედეგია ნესტის, მზის ულტრაიისფერი სხივების, სხვადასხვა დაბინძურებების, დეფორმაციისა და გამოფიტვის წინააღმდეგ. აქვე, საგულისხმოა, რომ კომპაქტ ლამინატის ზედაპირზე არ გროვდება ბაქტერიები, არის ეკოლოგიურად სუფთა და გარეგნულად მიმზიდველი. ალტერნატივა, მისი სხვა მასალით ჩანავცლებისა, რომელიც მსგავსი პარამეტრებით თქვენს გაოცემას შესძლებს, არ არსებობს.
          როგორც მზა პროდუქტი, მისი ერთჯერადად, მარტივი დამონტაჟებით, სამუდამოდ იშორებთ ზედმეტ პრობლემებს მასალის მოვლით – გალესვა, შეღბვა, მოხატვა და ა.შ. – ამ შემთხვევაში არც ერთი მათგანი არ დაგჭრდებათ. რაც შეეხება გასუფთავებას, კომპაქტ ლამინატის მოვლა ძალიან მარტივია და თქვენი მხრიდან არ მოითხოვს ზედმეტ ხარჯებს.