რა არის პოლიკარბონატი?

    1518
    პოლიკარბონატი

         რა არის პოლიკარბონატი?

         პოლიკარბონატი (იგივე კარბოლუქსი) – ესაა პლასტიკური პოლიმერი, რომლის უპირატესობები არის მონტაჟის სიმარტივე, ხარისხის პრემიუმ კლასი და ხელმისაწვდომი ფასი. აღნიშვნას იმსახურებს მასალის ძირითადი მახასიათებლები:

  • მასალის სიმსუბუქე – პოლიკარბონატი იწონის 16-ჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე მინა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს სათბურის საყრდენ კონსტრუქციებზე;
  • დარტყმისადმი გამძლეობა – პოლიკარბონატი 200-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე მინა. მისი ზედაპირი დაცულია ყოველგვარი ნაკაწრებისა და ბზარებისგან. ის უძლებს ქარისა და თოვლის დატვირთვას, რაც თანაბრად ანაწილებს საყრდენი კოსტრუქციების დატვირთვას.
  • თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებელი – პოლიკარბონატს გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აქვს თბოგამტარობის წინააღმდეგ, ვიდრე მინას, რაც იძლევა ენერგიის შემცირებას გათბობასა და გაგრილებაზე 50%-მდე;
  • შუქგამტარიანობის მაღალი რეზულტატი – მასალის გამჭვირვალობის კოეფიციენტი შეადგენს 86%-ს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ იყენებს შუქჩრდილს;
  • ტემპერატურული დიაპაზონი – -40-დან +120 გრადუსი – ესაა პოლიკარბონატის მასალის ტემპერატურული დიაპაზონი, რაც მასალას უკონკურენტოს ხდის სხვადასხვა კლიმატური პირობებისთვის;
  • ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა – პოლიკარბონატის ზედაპირი დაცულია ულტრაიისფერი სხივებისგან. სპეციალური ფენა, რომელიც გარედან ეკვრის მასალას, ბოლომდე უზრუნველყოფს მავნე გამოსხივებისაგან თავდაცვას, ექსპლუატაციის მრავალი წლის განმავლობაში;
  • საექსპლუატაციო ვადა – კომპანია ულტრამარინის მიერ მოწოდებულ პოლიკარბონატის მასალას აქვს გარანტიის 15 (თხუთმეტ) წლიანი ვადა. თქვენ საიმედოთ ხართ დაცული!
  •      

    იხილეთ პოლიკარბონატის მასალის გამოყენების ამსახველი გალერეა:


         პოლიკარბონატის მოქნილობის წყალობით, სათბურის ასაგებად გაწეული დროის დანახარჯი იქნება გაცილებით შედეგიანი და მცირე, ვიდრე მინასთან მუშაობისას. ამ უნიკალური მასალის დახმარებით, თქვენ შეძლებთ ააგოთ ნებისმიერი სირთულისა თუ ზომის სათბური. ის უძლებს სხვადასხვა სახის დეფორმაციებსა და გადაღუნვას. კომპანია ულტრამარინი აღმოგიჩენთ ნებისმიერი სახის დახამრებას სათბურის აგება-მოწყობის კუთხით. რკინა-კონსტრუქციები და პოლიკარბონატის უნიკალური მასალა იდეალური შენაერთია თქვენი სათბურის მწყობრში მოსაყვანად, და 15 წლიანი საექპლუატაციო ვადა – ეს დასტურია, თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რამხელა ეკონომიას აკეთებთ ძვირადღირებული მინისა და დაუცველი პოლიეთილენის პარკის ჩანაცვლებით.

    პოლიკარბონატის გამოყენების მარტივი ვიდეო-მაგალითი, სადაც ჩანს მასალის აწყობის სიმარტივე.