10 სარეკლამო ბილბორდი , რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

    7991

    გქონდეს არაჩვეულებრივი პორტფოლიო და დიზაინერული ნამუშევრები, საკმარისი სულაც არ არის – ზოგჯერ უფრო ფართოდ ფიქრია საჭირო.  ასე იქმნება დიდი და განსხვავებული ბილბორდები, რომლებზეც წამყვანი ხელოვანები, დიზაინერები და სააგენტოები ერთობლივი ძალებით მუშაობენ.
    გთავაზობთ 36 საუკეთესო, განსხვავებულ და კრეატიულ ბილბორდს, თქვენ კი გვითხარით რომელია თქვენთვის საუკეთესო?

    unitech
    ამ არაჩვეულებრივი ბილბორდის დიზაინი ისეთი სარეკლამო სააგენტოების გუნდის მიერაა შექმნილი როგორიცაა JWT და New Delhi. თამამად შეიძლება ითქვას , რომ ამ ბილბორდს რეკლამა ახალ საფეხურზე აჰყავს. აქ ათასობით ასანთის კოლოფით საცხოვრებელი კორპუსია აქგებული, რომელიც სამშენებლო კომპანიის კრეატიულ აზროვნებას ხაზს არაჩვეულებრივად უსვამს.

    სარეკლამო სააგენტო  Ogilvy & Mather Group  მუშაობს რეკლამების განსაკუთრებული მიმართულებით , რომელსაც შემდეგი საინტერესო სლოგანი აქვს ,, რეკლამა დანიშნულებით’’.  ბილბორდებზე დამატებული ჩამოსასხდომები, წვიმისგან დამცავი სახურავები ,  ქალაქში მაცხოვრებლებს პროდუქტის გაცნობასთან ერთად, პატივისცემასა და მზრუნველობას აჩვენებს, რაც ძალია კარგი ჟესტია ნებისმიერი კომპანიისგან. აი ეს კი სწორი მარკეტინგის ნათელი მაგალითია.

    კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანიამ მინეპოლისში ასეთი უჩვეულო რეკლამა დაამონტაჟა. ბილბორდზე გადაკრული მინიატურული ფურცხლები საბოლოო შედეგს ოსტატურად ფარავს. შედეგის ნახვა კი მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების აქტიურობითაა შესაძლებელი. ეს კრეატიული რეკლამა კომპანია  Baldwin&. ეკუთვნის.

    lego_monster
    არაჩვეულებრივ, ბრწყინვალე და სახალისო მიდგომას იჩენს  Oglivy-ს სარეკლამო კომპანიას მალაიზიის ავტობუსის გაჩერებების გაფორმებისას. ეს არის Lego გაჩერებები , რომელზეც მხატვარი ნიკოლას ბლექბალბ ფოო და  Oglivyს მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ერთად მუშაობდა. როგორც სურათში ხედავთ. ლეგოს გარემო შერწყმულია რეალურ გარემოსთან და შედეგიც საკმაოდ ორიგინალური და სახალისოა.

    leica-ivy

    შემდეგი ბილბორდი ნათელი მაგალითია იმისა , რომ ხშირად ყველაზე კრეატიული ნაწარმი ყველაზე მარტივიდა უბრალო  საშუალებით მიიღება.  კომპანია  Advico Young & Rubicam -მა ეს ფაქტი დაამტკიცა ამ ულამაზესი რეკლამით, რომელზეც რეალური სურათები 12 ჯერ არის მიახლოვებული.

    სარეკლამო კომპანია OBI -მ გადაწყვიტა თავისი, რეკლამები განეთავსებინა არა ჩვეულებრივ სარეკლამო ადგილებზე, არამედ უბრალო ადამიანების სახლებზე. მათი მთავარი მამოძრავებელი შემდეგი იყო: ,, რა შედეგს ვიღებთ თუ ვაკეთებთ რეკლამას, როგორ გავალამაზოთ ჩვენი სახლები, მაგრამ ამავდროულად გარემოს ვამახინჯებთ?’’
    ამ სახის რეკლამამ ბევრად დიდი დაქ სასიამოვნო გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში.

    mcdonals

    უყვართ თუ არ უყვართ ის , ყველა ხმამაღლა აღიარებს , რომ მაკდონალდსი ყოველთვის ახერხებს გამაოგნებელი და განსხვავეული რეკლამები შესთავაზოს მომხმარეგბელს. ქვემოთ მოყვანილი კი ამის ნათელი მაგალითია.  ბილბორდის ამ სახით დაყოფვით მაკდონალდსმა განასხვავა ფასბეი და ზომა ორ სწხვადასხვა ქვეყანას შორის და აჩვენა შვედეთში მცხოვებ მომხმარებელს თუ რამდენად იაფია მათი შეთავაზება . რეკლამაზე იმუშავა სარეკლამო სააგენტო  DDB Stockholm-მა.

    ამერიკაში ერთ-ერთმა ყველაზე საყვარელმა ნამცხვრების კომპანია ,,ორეო’მ დაბადების დღის მეასე დღე ორიგინალურად აღნიშნა.   სარეკლამო სააგნეტო  The Martin Agency დაამზადა არაჩვეულებრივი ანიმაციები, რომელიც შემდგომ თანმიმდევრულად გავიდა თაიმს-სქვერის ყველა ეკრანზე და ულამაზესი სანახაობაც შეიქმნა. ,, ეს იყო არაჩვეულებრივი, დინამიური და სახალისო სანახაობა’’-აღნისნავდნენ გაოცებული მნახველები.

    toothcare

    საოცარი, კრეატიული, განსაცვიფრებელი, მხოლოდ ამ სიტყვებით შეგვიძლია დავახასიათოთ ქვემოთ მოყვანილი კბილის მოვლის საშუალების რეკლამა. გატეხილი რკინის ჩაღცო მეტ რეალობას მატებს ბილბორდს. შეუძლებელია ჩაუაროთ მას და თვალი აარიდოთ .

    მწერებისგან დამცავმა სითხემ გამაოგნებელი კრეატივი გამოავლინა რეკლოამის გაკეთებისას. 4დ რეკლამა ეს იყო ახალი, განსხვავებული და საოცარი სარეკლამო ისტორიაში. გთავაზობთ ვიდეოს , რომელშიც დეტალურად არის აღწერილი რეკლამის დამზადების პროცესი და მიღებული საოცარი შედეგი.