გარე რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ და წარმატებულ საშუალებას წარმოადგენს რეკლამირების შემდეგი სახე – მანათობელი ყუთი, ანუ ლაითბოქსი (ინგ. light box – მანთობელი, მსუბუქი ყუთი). დროთა განმავლობაში ის სარეკლამო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებად და რეკლამის მიზნობრივ სეგმენტამდე მიტანის საუკეთესო საშუალებად იქცა. მისი სარეკლამო დანიშნულება მოიცავს როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის სივრცეებს. როგორც თავად ორიგინალი დასახელებიდან ვიგებთ, ლაითბოქსი წარმოდგენილია შიდა განათების მქონე ყუთის სახით, რომელზეც დამკვეთის სურვილისამებრ, შესაძლებელია განთავსეს როგორც კონპანიის ლოგოტიპი, ისე საინფორმაციო ხასაიათის ნებისმიერი ტექსტი თუ ფიგურა. ლაითბოქსის შიდა განათება შესაძლებელია იყოს განსხვავებული ტიპის, მათ შორის აღსანიშნავია ფლუორესცენციური და ნეონის ტიპის ნათურები, ისევე როგორც შუქდიოდები. (more…)