კონსტრუქციები სახურავზე

    7532

    რეკლამის ეს სახეობა შედარებით ძვირი,მაგრამ ყველაზე პრესტიჟული და ელიტარული ქმნილებაა. სახურავზე დამონტაჟებული რეკლამა ხაზს უსვამს ფირმის მაღალ საფეხურზე ყოფნასა და წარმატებას.
    მისი დანახვა შესაძლებელია კილომეტრების დაშორებით, იგი დომინირებს მთავარ ცენტრალურ მაგისტრალებზე და პროსპექტებზე- ეს არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი , რომელიც წარმოაჩენს დამკვეთ ფირმას.
    სახურავის კონსტრუქციები მკვეთრი , ლამაზი და ფერადია, ისინი ახალისებენ ღამის ქალაქს. განათების მრავალფეროვანი დინამიური რეჟიმები , მათ მაღალ წარმომადგენლობით სახეს სძენს და კარს უღებს განსხვავებულ, ახალ და კრეატიულ პროექტებს.
    სახურავის რეკლამის დამზადებას სერიოზული დაპროექტება და მომზადება სჭირდება. სპეციალური ჯგუფი შეისწავლის სახურავის მდგრადობას, მზადდება სპეციალური დოკუმენტაცია მერიისათვის, რათა დამკვეთმა მოიპოვოს სარეკლამო ლიცენზია. ფასი ყოველი კლიენტისთვის შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ინდივიდუალურად გამოითვლება.

    ● გაბარიტის ზომა
    ● რაოდენობა და მასალის ხარისხი
    ● სიმაღლე (რა სიმაღლეზე უნდა შესრულდეს სამუშაო)
    ● მონტაჟის სიმძიმე

    [gravityform id=”7″ title=”true” description=”true” ajax=”true”]